x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134414
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
მონანიება "facebook"-იდან

თითქმის წელიწადზე მეტია, რაც შევამჩნიე სოციალური ქსელებიდან პატიებისა და სარწმუნოების გამოცდის სტატუსები, როგორიცაა: „თუ უფალი გიყვარს დაალაიქე“, „თუ მართმადიდებელი ხარ დაალაიქე“, „თუ სასწაულის გჯერა დაალაიქე“. აქედან გამოვიტანე დასკვნა, რომ თუ „დავალაიქებ“ სამოთხეში მოვხვდები. მონანიების სტატუსებს ალბათ კითხულობენ იქ, ზემოთ და ჩვენც შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ვინც არ "ალაიქებს" მას არ წამს, არ უყვარს და არ სჯერა.

imageუკვე ამაზრზენია ეს ფაქტი. მემგონი ღმერთს არ მოუგონია ეს სოციალური ქსელები და არ უთქვამს „დამიპოსტეთ“ თქვენი გასაჭირიო. ამისათვის არსებობს ეკლესია და საკუთარი გული. არ მინდა, რომ ვინმემ იფიქროს თითქოს, ვიღაცის რწმენის სიძლიერს ვაბიჯებდე ფეხს ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ დავფიქრდეთ და იქნებ ამ „ლაიქებზე დახამებულ“ ადამიანებს მოვაშლევინოთ ეს ჩვევა. და იქნებ იმ ადამიანებმა, რომლებიც რქმენით აღტყინებულნი კომენტარებში წერენ „ამინს“ დაგმონ ეს საქციელი. მონანიება და უფლის სიყვარული ლოცვებში გამოვამჟღავნოთ და არა „ლაიქებში“.

12
145
10-ს მოსწონს
ავტორი:ბ_ანი
ბ_ანი
145
  
2012, 25 ნოემბერი, 22:29
ადმინისტრატორები თუ არა ხალხი ხომ მაინც ნახავს... იმედი უნდა ვიქონიოთ რომ გაიაზრებენ რაც ხება და ისინიც იგივეს გააკეთებენ... რომ ნახავენ რომ არ გაიზიარებენ და არ დაალაიქებენ ვფიქრობ შეეშვებიან თვითოონ...
2012, 25 ნოემბერი, 14:43
ნეტავ ეს სტატია მაგ საიტების ადმინისტრატორებმაც ნახონ, რომ მოეშვან ასეთ უაზრობებს
2012, 25 ნოემბერი, 10:46
არა მარტო მაგ, იმდენი საძაგლობები ხდება რომ მეცოდება ჩვენი საზოგადოება ისე არიან ჩაბმული მაგ უაზრობებშიი, ლაიქების მათხოვრებიი... ქართველი ხალხისთვის რწმენა ყველაზე მაღალ ადგილზეა და ისინიც მაგით სარგებლობენ... დიდიხანია აღარც დამილაიქებია და აღარც გამიზიარებიაა, როგორც ყველას მეც მაწუხებდა იმის შგრძნება რომ: თუ არ დავალაიქებდი ღმერთის უარყოფა იქნებოდა, მაგრამ უკვე ზღვარს გადავიდნენ და მეც შევეშვიი, მართლაც მირჩევნია ეკლესიით და გულით ვირწმუნო... ყველა ასე თუ იზამს ვფიქრობ შეეშვებიან მაგ უაზრობებს... ბევჯერ მოუწერიათ კომენტარებში ნახსენები ტექსტები მაგრამ არასოდეს არ გამივრცელებია და როგორც ხედავთ ცოცხალი ვარ...
2012, 13 ნოემბერი, 0:11
აკვიატებული აზრებია ეგ და მეტი არაფერი. და თან აყოლებენ ტექსტს " არა კი არ მჯერა უბრალოდ ჩემმა მეგობარმა მთხოვა და მიდი რაა"
2012, 13 ნოემბერი, 0:07
კიდევ წერილები როა გაუგზავნე 25 კაცს თორემ სამშაბათს საღამოს 9 საათზე მოკვდები :D თუ ეგ ოდნოშია მარტო? :D დამჯდარი აგზავნიან ამ წერილებს აქეთ იქეთ :D პრიკოლი იქნება მეორეჯერ რო მოგივა და თავიდან რო იწყებ 25 კაცის მოძებნას :D:D
2012, 12 ნოემბერი, 23:40
მართალი ხარ ჯიგარო.არაა ლამაზი,ეს სულ სხვა რამეა.ლაიქებით არ ისაზღვრება რწმენა და სიყვარული ეკლესიისა
2012, 12 ნოემბერი, 22:38
გეთანხმები :) და ზურგს უკან ალბათ მიდის კომენტარები "შენ არ გჯერააა სასწაულიიიის, ჯოჯოხეთში მოხვდები" :)
2012, 12 ნოემბერი, 22:35
რას ამბიბ ვინც ასეთ რამეს გმობს მას ურწმუნოდ აცხადებენ და ანათემას უგზავნიან . :(
2012, 12 ნოემბერი, 22:33
უკეთესი არ იქნები, სამაგიეროდ ხალხი დაინახავს რომ შენ გიყვარს პატრიარქი... ცუდია ბატონოგედი ხალხის ასეთი დამოკიდებულება და მე ის უფრო მაოცებს, რომ საზოგადოება არ გმობს... ან გმობს მცირე ნაწილი
2012, 12 ნოემბერი, 22:27
პრობლემა სხვა რემეა. რატომ უნდა მაყენებდნენ სახალხოდ ასეთი არჩევანის ცინაშე ? შეიძლება ძალიანაც მიყვარს ჩემი პატრიარქი მაგრამ თუ ამას საჯაროდ ვიტყვი უკეთესი ტიპი ვიქნები ?!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10