x
image
ზურა7
3D შლემი ფილმისა და ვიდეოთამაშებისთვის

image ციფრული ტექნოლოგიის განვითარების ტემპი იმდენად მაღალია, რომ ხშირ შემთხვევაში მათ მიერ შემოთავაზებული სიახლე წარმოუდგენლად გვესახება. მომდევნო სიახლეს ამ მიმართულების მოყვარულები ნოემბერში უნდა ელოდონ, როდესაც გაყიდვაში ჩაეშვება აქამდე უჩვეულო მოწყობილობა -სატარებელლი კინოთეატრი HMZ-T1, რომელიც 3D კონტენტთან შეთანხმნებით მუშაობს.
კომპლექტი HMZ-T1 შედგება ორი ძირითადი კომპონენტისგან: თავზე ჩამოსაცმელი მოდულისა და პროცესორული ბლოკისგან, რომელსაც უერთდება სიგნალის წყარო, მაგალითად პლეერი Blu-ray.
თავზე დასამაგრებელ მოდულს აქვს ორი 0, 7 დიუმიანი ორგანული შუქდიოდების დისპლეი, რომლის გაფართოვებაც 1280x720 პიქსელია. ეს მოწყბილობა ქმნის გამოსახულებას, რომელსაც თვალი აღიქვამს როგორც 20 მეტრზე დაშორებულ დიდ ეკრანს. მოდულის მოწყობილობაში შედის აუდიობლოკი, რომელიც მოცულობითი ხმის ეფექტს ქმნის.


image 3D გამოსახულების მოყვარულთათვის ეს ერთადერთი სიურპრიზი არ არის. სულ მალე ვირტუალური რეალობის წარმომქმნელი შლემიც გამოვა, რომელიც სამგანზომილებიანი თამაშებისთვის დამზადდა.

ახალი 3D გაჯეტი გამოყენებულ იქნება ვირტუალურ რეალობაში თამაშების შესაქმნელად. მოწყობილობა ამ ეტაპისთვის გამოყენებადია მაღალი ხარისხის 3D გამოსახულების საყურებლად. ამავდროულად მიმდინარეობს მისი შესაძლებლობების შესწავლა, რათა შესაძლებელი იყოს მისი მეშვეობით ვირტუალური პროექტების შექმნა.
ახალ შლემში გამოიყენება კრისტალური შუქდიოდების ორი დისფლეი, თითო დისფლეი თითო თვალისთვის, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ძალიან მაღალი ხარისხის სამგანზომილებიანი გამოსახულება.

0
45
14-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0