x
image
მაიაცხვედიაშვილი
ცოლ-ქმარს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა

image

















ამ საკითხზე ყველას სხვადასხვანაირი აზრი აქვს ხოლმე, ძირითადად, მაგრამ ალბათ უმეტესობა მაინც ამჯობინებს თავისი ცხოვრება თანატოლ ადამიანთან ერთად გაატაროს.ორიდან ათ ხუთ წლამდე სხვაობა ალბათ საერთოდ არაა შესამჩნევი და არც ღირს განსახილველად, მაგრამ როცა წყვილს შორის 10-12 წელი ან მეტია სხვაობა, აქ უკვე...ეჭვი მაქვს, რომ თავდაპირველი აღფრთოვანება და სიყვარული შემდგომ წლებში გაუგებრობებში გადადის.არ ვიცი, რამდენად სწორად ვმსჯელობ, მაგრამ ერთი შეხედვით ასე მგონია.თუ მამაკაცია დიდი, კიდევ ხო, პირიქით შემთხვევები კი მთლად არანორმალურობად მიმაჩნია.ალა პუგაჩოვას და მაქსიმ გალკინის ცოლ-ქმრობა ჩემი გადასახედიდან, მაგალითად, ავადმყოფობაა და მეტი არაფერი.რა სიყვარული და გაგება უნდა იყოს მათ შორის, უბრალოდ არ მესმის.


მხოლოდ ამ კუთხითაც რომ არ შევხედოთ საკითხს, 15 წლით უფროსი ქმარი როცა გყავს, ისიც სავარაუდოა, რომ ადრე მოგიწევს დაქვრივება.სიბერის მარტო გატარება კი, დამეთანხმებით, გაცილებით ძნელია, ვიდრე_ახალგაზრდობის...ჩემს ირგვლივ ერთი და ორი მაგალითი არ ყოფილა და ამას ამიტომ ვამბობ თამამად.თვითონაც ნანობენ ხოლმე ასაკოვანი ქალბატონები, სიყვარულის წლები მალე გადის და როცა შენზე ბევრად უფროსი მეუღლე მალევე გტოვებს, ძალიან ძნელიაო, მარტო დარჩენა...თუმცა დღეს იმხელა პრობლემას აღარც წარმოადგენს ზოგისთვის მეორედ გათხოვება და ამ საკითხს ალბათ ყურადღებასაც არ მიაქცევს.მაგრამ როცა ადამიანი მარტო იმაზე ფიქრობს, რომ ბედნიერი იქნება, რადგან სიყვარულია წყვილს შორის, მგონი არასწორია.ჩნდება ბავშვი და მას როგორც დედა სჭირდება, ისე სჭირდება მამა.და ზოგჯერ დედაზე მეტადაც...ამიტომ, მისი ნაადრევი სიკვდილი სავარაუდოდ ოჯახის მთლიან დანგრევას გამოიწვევს და მინდა ყველამ წინასწარ იფიქროს ხოლმე ამ საკითხზე, როცა უფროსი ასაკის მამაკაცი უყვარდებათ.თავიდან შეიძლება ყველაფერი ლამაზია, როცა მისი ცოდნა და გამოცდილება ყველაფერზე ფიქრს გაწყვეტინებს, რადგან მისით მთლიანად აღფრთოვანდები, მაგრამ მაინც საჭიროა, ცოტა წინ გავიხედოთ და მომავალი დავინახოთ, რა გველოდება მასთან ერთად და მალე, შესაძლოა, მის გარეშეც...

5
1808
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
1808
  
2012, 15 ნოემბერი, 4:02
მატასის ვეთანხმები სრულებით...რა აზრი აქვს ვინ რამდენი წლისაა,მთავარია მასთან თავი კომფორტულად იგრძნო და რამდენი წლით უფროსი იქნები ან უმცროსი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს...მინახავს ადამიანები რომლებიც 40 წლის ასაკშიც ბავშვები არიან და ბავშვებადვე კვდებიან
2012, 13 ნოემბერი, 18:15
უფროსი კაცები არ მიზიდავს, ამის მიზეზი მარტივია მგონი, საქართველოში 30-35 + სიმპატიური მამაკაცი იშვიათობაა და ამასთანავე მოსაწყენები არიან. თუმცა ყველაფერი ხდება. მე მირჩევნია ჩემზე პატარა ქმარი მყავდეს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. საერთოდ კი სულიერი ასაკი უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია და სიყვარული, ვიდრე წლები და უბადრუკი შეხედულებები და ჩარჩოები. და 10 წელი სხვაობა თუ არაა პრობლემა 12 რაღაა ვითომ? ცხოვრების პარტნიორი კი არაა აუცილებელი ერთი გყავდეს ცხოვრების მანძილზე.
2012, 13 ნოემბერი, 18:15
გაითვალისწინე:)))))))))))))
2012, 13 ნოემბერი, 18:13
მართალი ხარ
2012, 13 ნოემბერი, 18:09
ეს მარტივია უფროს ცოლებში ქვეცნობიერად დედის მზრუნველობას ეძებენ და უფროს ქმრებში მამის მფარველობს.ეს რათქმაუნდ იმის გარდა თუ ქორწინების საფუძველი ანგარება არაა
0 1 5