x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ფსიქოლოგიური თავდაცვის 10 პრინციპი
image1- ყოველდღე გაიღვიძეთ შეგონებით: ყველაფერი კარგად იქნება! გამოდით შინიდან, როგორც მგელი სანადიროდ და არა როგორც ბატკანი სამსხვერპლოზე. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ რაც უნდა მოხდეს ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

2- სამსახურში პირველ რიგში შეასრულეთ უსიამოვნო საქმე და თავი შეიქეთ. ამ შემთხვევაში მთელი დღე მარტივად და უმტკივნეულოდ ჩაივლის.

3- მიეჩვიეთ იყოთ მშვიდად, ნუ იქნებით დაბნეული, არ დაიძაბოთ და მზად იყავით ნებისმიერი სიტუაციისთვის. იფიქრეთ მხოლოდ იმ საქმეზე, რითაც ხართ დაკავებული.

4- ნებისმიერ სიტუაციაში იყავით კორექტული და თავაზიანი. აგრესიული ადამიანი თავად ხდება აგრესიის მსხვერპლი.


5- არაფაერი დააშავოთ, თუ ეს მოხდა და შენიშვნა მიიღეთ, აღიარეთ და შეეცადეთ გამოასწოროთ. არავითარი წუწუნი! თვითგვემა დეპრესიისა და ნევროზის მიზეზი ხდება.

6- ყურადღებით მოეკიდეთ გარშემომყოფებს, შეისწავლეთ ისინი, რათა იცოდეთ, ამა თუ იმ შემთხვევაში ვისგან რას უნდა ელოდეთ.

7- შეხედეთ იუმორით და ირონიით ნებისმიერ მძიმე პრობლემას, მართლია ის არ შეიცვლება და არ შემსუბუქდება, მაგრამ შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება და აუცილებლად მოიძებნება ამ პრობლემის გადაწყვეტის გზები.

8- იმოქმედეთ მშვიდად.

9- საუკეთესო საშუალებაა თავის ადგილას „დასვათ“ ის, ვისაც მუდმივი წნეხის ქვეშ ყავხართ, გაიძულებთ შეასრულოთ მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი საქმე. ზოგიერთს უნდა, რომ თქვენგან შექმნას მსხვერპლი, წუწუნა, მორჩილი ადამიანი.

10- საღამოს იუმორით გააანალიზეთ განვლილი დღე, გონებაში დაიტოვეთ მხოლოდ სასიამოვნო ამბები, დამშვიდდით და დაისვენეთ.

3
1994
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
1994
  
2016, 11 აგვისტო, 0:56
ვააა.....ჩემი პიროვნების ზუსტი დახასიათებაა.....გავგიჟდი
2013, 16 აპრილი, 18:29
ამის წაკითხვამაც კარგი განწყობა შემიქმნა
2012, 20 ნოემბერი, 1:31
ძალიან კარგი იყო....მართლა.საინტერესო....
0 1 3