x
image
lady.ge
ქალი რომელმაც ტიტანიკის ჩაძირვა იწინასწარმეტყველა საკუთარი შვილის დაღუპვას ვერ გადაურჩა

imageევანჯელინა ადამსი, ცნობილი ამერიკელი ასტროლოგი, რომელსაც საზოგადოება სხვანაირად "მეოცე საუკუნის ნოსტრადამუსსაც" უწოდებს, თავის დროზე ასტროლოგიით პირადული პრობლემების გადასაჭრელად გზების ძიების გამო დაინტერესდა. ახალგაზრდა ევანჯელინას რომანი ჰქონდა საკუთარ შეფთან, რომელიც მას ცოლად მოყვანას პირდებოდა. გოგონამ ასტროლოგიური გათვლებით შესძლო დაენახა ამ ადამიანის ბედ-იღბალი და მისდა სამწუხაროდ, მან ამ პიროვნების გვერდით საკუთარ თავი ვერ აღმოაჩინა. იმედგაცრუებულმა ევანჯელინამ, მთელი სიმართლე უკმეხად მიახალა თავის სატრფოს, რის შემდეგაც, ამ უკანასკნელმა იგი სამსახურიდან დაუყოვნებლივ გაათავსუფლა. თუმცა ამ ფაქტმა, ევანჯელინას ინტერესი ასტროლოგიის მიმართ კიდევ უფრო გააღრმავა და მან უკვე სერიოზულად დაიწყო ამ სფეროს შესწავლა. მაშინდელ დროში, როცა ევანჯელინა მოღვაწეობდა, ამერიკაში ასტროლოგია კანონით იდევნებოდა როგორც ცრუ-მეცნიერება და შარლატანობის ერთერთი სახეობა. აქედან გამომდინარე, ასტროლოგს რომელიც ციხეში მოხვდა საკუთარი პროფესიის გამო, მოუწია სასამართლოს წინაშე წარსდგომა და თავის გამართლება, რისთვისაც ევანჯელინამ ერთობ ორიგინალურ მეთოდი გამოიყენა, მან პირადპირ სასამართლო დარბაზში მოითხოვა ჩაეტარებინათ მისთვის გამოცდა. "მითხარით ნებისმიერი ადამიანის დაბადების მონაცემები და მე აქვე შევადგენ მის რუკას, აქვე ვიტყვი ყველაფერს მისი წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ" -განაცხადა ასტროლოგმა. მოსამართლე რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობდა, დასთანხმდა ამგვარ ექსპერიმენტს და საკუთარი ვაჟის დაბადების თარიღი უკარნახა ასტროლოგს.შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, მისთვის სრულიად უცნობი ადამიანის შესახებ ევანჯელინამ აფსოლუტური სიზუსტით ისაუბრა, რის შედეგადაც იგი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამ ფაქტის შემდეგ, საზოგადოებაში ევანჯელინა ადამსის პოპულარობა და ინტერესი ასტროლოგიისადმი ძალიან გაიზარდა. ოდნავ მოგვიანებით, როცა ასტროლოგი ინგლისის სამეფო კარზე მიიწვიეს მეფის პირადი რუკის შესადგენად, ზღვით მოგზაურობისას, გემზე მან უცნობი ქალბატონი გაიცნო, რომელსაც პანიკური შიში ჰქონდა იმის, რომ დანიშნულების ადგილამდე ცოცხალი ვერ ჩააღწევდა. ევანჯელინამ მის დასამშვიდებლად რუკა შეადგინა და აღმოაჩინა რომ ეს ქალბატონი, არა დღეს არამედ ზუსტად 6 წლის მერე, მართლაც ვერ შესძლებდა შინ მშვიდობით დაბრუნებას გემზე მგზავრობის შემდეგ და ეს გემი არც მეტი არც ნაკლები, ცნობილი "ტიტანიკი" გახლდათ. თუმცა მიუხედავად უნიკალური ნიჭისა, დაენახა წინასწარ მოსალოდნელი მოვლენები, ევანჯელინა საკუთარ ცხოვრებაში პირად ტრაგედიას ვერ გადაურჩა. ევროპაში გავრცელებული სასიკვდილო დაავდადების ე.წ "ისპანკას" გამო მისი ვაჟი ალბერი დაიღუპა. თუმცა დედამ, რომელმაც ბოლო მოემნტში შეადგინა შვილის რუკა, დიდი ხანი ვერ აპატია თავს ის რომ გამიზნულად ცდილობდა მანამდე თავი აერიდებინა ალბერის რუკის შედგენისთვის.ეს რომ არა, ალბათ ამ ტრაგედიის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.

0
676
7-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
676
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0