x
image
lady.ge
ვინ არის სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი?

image









დამეთანხმებით ალბათ, რომ უამრავი აზრი არსებობს ქვეყნის პირველი პირის შესახებ, თუმცა მოგეხსენებათ, პოლიტიკა ისეთი სფეროა, დიდია ალბათობა იმისა, რომ მისი ხასიათის რეალური შტრიხები, კულისებს მიღმა იყოს დამალული. ჩემს მიერ მომზადებული ეს სტატია, ცნობილი რუსი ასტროლოგის, პაველ გლობას მიერ საქართველოს პრეზიდენტის პირადი რუკის განხილვის მიხედვითაა დაწერილი. აქედან გამომდინარე, მე შევეცადე არაასტროლოგიური ტერმინოლოგიით და ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე მომეწოდებინა თქვენთვის მიხეილ სააკაშვილის ასტროლოგიური პორტრეტი..


დასაწყისშივე მინდა ავღნიშნო, საინტერესო დამთხვევაა ალბათ ის ფაქტი, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე ცნობილი დიქტატორის იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დაბადების დღეს ანუ 21 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას, თუმცაღა ასტროლოგთა აზრით, სტალინი რომელიც საკმაოდ კარგად იყო ჩახედული ასტროლოგიის სიღრმეებში, საკუთარ რეალურ დაბადების თარიღს მკაცრად ასაიდუმლოებდა, აქედან გამომდინარე, ვარაუდი მისი ამ ქვეყნად 21 დეკემბერს მოვლინებისა ვარაუდად რჩება. აი რაც შეეხება მიშა სააკაშვილს, იგი ნამდვილად გახლავთ ამ კონკრეტული დაბდაების თარიღის მფლობელი. აქედან გამომდნარე, მისი ზოდიაქოს ნიშანი არის მშვილდოსანი. თუმცა როგორც გლობა ამბობს, ამ ადამიანისგან მისი პირადი ჰოროსკოპის მონაცემებიდან გამომდინარე, გაცილებით უკეთესი მსახიობი დადგებოდა ვიდრე პოლიტიკოსი. ეს იმიტომ, რომ სააკაშვილს გარდა მშვილდოსნისა, პირად ჰოროსკოპში ბევრი თვისება აქვს ლომის ზოდიაქოსთვის დამახასაითებელი, ლომები კი მოგეხსენებათ დაბადებიდანვე მსახიობებად და აპლოდისმენტების მოყვარულ პიროვნებებად იბადებიან. მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენით, რომელსაც კიდევ უფრო მეტ ამბციურობას უმატებს ლომი, მიხეილ სააკაშვილის პიროვნება გამუდმებული მაძიებელი და თავისუფლების მოყვარეა, მას არასოდეს ყოფნის ის რაც აქვს, გამუდმებით ცდილობს გააფართოვოს საკუთარი მოღვაწეობის არეალი და მაქსიმალურად უგულვებელყოფს ნებისმიერი სახის ჩარჩოებს ან შეზღუდვებს. ამას გარდა, გლობას აზრით მიხელ სააკაშვილის კოსმოგრამაში პლანეტა მარსის განლაგება მერწყულის ზოდიაქოში, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანი თავისი ბუნებით არის ავანტიურისტი. ეს არის პიროვნება, რომელისთვისაც უცხო არაა ბლეფი და ბეწვის ხიდზე სიარული. უფრო მეტიც, მას ასეთი ცხოვრება ძალიანაც მოსწონს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს საშინლად უყვარს "ცეცხლთან თამაში", მისი პირადი ჰოროსკოპის მიხედვით მამაცს და გამბედავს მას ვერანაირად ვერ დავარქმევთ. მეტიც, იგი რაღაც დოზით ფრთხილი და ცოტათი მშიშარაც კია და ამ თვისებების შენიღბვას იგი სხვადასხვა სახი "შოუების" მოწყობთ ცდილობს საზოგადოების წინაშე, რასაც მშვენივრად ახერხებს კიდეც. აი, რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილ სამომავლო პროგნოზს, ვარსკვლავები გლობას აზრით, მის მიმართ განსაკუთრებით არაგულმოწყალე 2012 წლის ბოლოს და მთელი 2013 წლის მანძილზე იქნებიან, რადგან სწორედ ამ პერიოდში გაივლის, მისი გამარჯვების პლანეტა იუპიტერი ზოდიაქოს მეთორმეტე - შეზღუდვების და ფარული მტრების სახლს. აქედან გამომდნარე, გამორიცხული არაა რომ ამ პერიოდში მას ყველაზე ახლობელმა ადამიანებმაც კი შეაქციონ ზურგი და ბევრი მფარველიც დაკარგოს. სწორედ 2012 წლის ბოლოს უწინასწარმეტყველებს გლობა, საქართველოს პრეზიდენტს პერიოდს როცა მისი ყველა გეგმა, საპნის ბუშტივით შეიძლება გასკდეს და საბოლოოდ იგი მოკავშირეების გარეშე აღმოჩნდება კარიერულ ფრონტზე. თუმცაღა გლობას აზრით, სააკაშვილს აქვს გასაოცარი უნარი, ფენიქსივით აღსდგეს ფერფლიდან. ამიტომ თუკი ის ამ რთულ პერიოდს გადაიტანს, იგი ისევ შესძლებს საკუთარი უნიკალური ქარიზმატულობს მეშვეობით, ახალი მფარველებისა და პარტნიოების მოძიებას და მას შესაძლოა მიეცეს შანსი, სრულიად ახალი ტრამპლინის შესაქმნელად კარიერაში.

17
6340
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
6340
  
2015, 4 ნოემბერი, 23:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 20 ივლისი, 12:40
ჩვენ ვიცით მიშაია ბლეყეს ქართული და სომხური წარმომავლობის შესახებ და არაფერი ვიცით მისი თურქული წარმომავლობის შესახებ. სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ბლეყე თურქი უფროა, ვიდრე სომეხი და ქართველი ერთად აღებული! თქვენ რატომ მალავთ ამას? ისე ძალიან მიკვირს, კაცს, რომელმაც რუსთაველის ვეფხისტყაოსნიდან ერთი კუპლეტიც ვერ ისწავლა და მაგ საცოდავს რამდენიმეჯერ შეეშალა, ზოგიერთები მას ჭკვიან ადამიანად მიიჩნევენ.
-მე პირადად მიშაია ბლეყეს მსგავსი ტუპიაკი იშვიათად მინახავ. თუმცა სიგლახისა და სიბინძურის კეთების ნიჭი უხვად წარმოაჩინა. მაგ უბედურს უკრაინაში კარგად გამოიყენებენ (ჯერ კიდევ ბევრი ბოროტი დაქმე აქვთ საკეთებელი) , მერე კი თავისსავე ნაკეთებ სიბილწეში ჩაახრჩობენ!!!
2013, 24 ოქტომბერი, 12:25
დრაკულა იქნება ეგ.....
2013, 6 სექტემბერი, 11:28
ჯეკ მფატრავზე ამბობენ ქალი იყოო და ეგ როგორ იქნება ^ ^
2013, 13 იანვარი, 1:57
გოგააა(ხაჩიძე) მიშა მაგარიაა????
2013, 2 იანვარი, 21:14
გაჩუმდით ეხლა! მიშა მაგარი პიროვნება და უმაგრესი პოლიტიკოსია. ჰალსტუხი შიშისგან შეჭამა არა ტოროლა. მე ვიტყოდი ბრაზისგან დაგლიჯა. არ დაიწყოთ ეხლა მიშისტი, ნაციონალი და ეგეთების წერა... დიახაც ვარ მიშისტი და ნაციონალი! მერაბიშვილიც მომწონს როგორც პიროვნება და კიდევ შალვა ნათელაშვილიც მაგარი კაცია:)
2012, 25 დეკემბერი, 22:26
ეგ არის ჯეკ მფატრავი,არ მომკვდარა,მხოლოდ სახე იცვალადა სააკაშვილში განსხეულდა რა
2012, 17 ნოემბერი, 14:31
ამათზე უარესი ხომ არ იქნება .ესენი ხომ სამშობლოს გამყიდველები არიან და ქვეყნის დამაქცევლები
2012, 14 ნოემბერი, 12:59
დენს და გაზს თუ გვაძლევს, ამაში 3-ჯერ და 10-ჯერ მეტს ვიხდით, კარგი მყიდველები ვყოფილვართ, ასე რომ ნუ გვამადლის და თავისას არაფერს გვაძლევს, ეს ყველაფერი ამ ქვეყნის სიმდიდრეა და მეც აქ დავიბადე და შენც ჩემო კლოპკა. მასავით უცხოეთში არ გავზრდილვართ
2012, 14 ნოემბერი, 12:57
მაინც რა მოგწონს? მისი ღიმილი, სიცილი, მიწაზე ხოხვა, ტანი, მისი ჯინსის შარვალი, მისი ლექსიკა, სუშის სიყვარულში ემთხვევა თქვენი გემოვნება თუ ჰალსტუხის ჭამაში?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10