x
მეტი
  • 22.11.2017
  • სტატია:71187
  • ვიდეო:324247
  • სურათი:426270
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერებისთვის აუცილებელი ფერთა გამა

imageცეცხლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

ვერძი - ფერები: წითელი, მუქი ვარდისფერი, ოქროსფერი, ყვითელი, ღია ყვითელი და მწვანე. ამ ფერებს შესწევთ ძალა ვერძებში სიმშვიდე და საუკეთესო გრძნობები გამოიწვიონ. ამასთანავე, ვერძებს მართავენ კონტრასტული ფერები, ყვითელისა და ცისფერის შერწყმით. როგორც მოგეხსენებათ, ვერძებს არ იზიდავთ კონფლიქტური სიტუაციები და არც მეტად აგრესიულები არიან. ეს ფერები კი მათი ხასიათის ხაზგასმას განაპირობებენ.

ლომი - მუქი ყვითელი, ყავისფერი, ოქროსფერი, ნარინჯისფერი, მუქი ნარინჯისფერი, მწვანე, თეთრი, შავი. ღია, მაგრამ მკაცრი ფერები ლომების შინაგან სამყაროს და მტკიცე ხასიათს გამოხატავენ. ლომები ილტვიან შეუზღუდავი ბატონობისკენ, მათ საკმაოდ დიქტატორული ბუნებაც აქვთ. ნარინჯისფერი ყველაზე თბილი და პოზიტიური ფერია. ამ ზოდიაქოს ნიშანს ნარინჯისფერი ენერგიით აღავსებს. ეხმარება მათ იპოვონ ზღვარი სურვილებსა და რეალობას შორის. ამასთანავე დამაჯერებლობას მატებს მათ.

მშვილდოსანი - ცისფერი და ლურჯის ტონები, იასამნისფერი და მწვანე. ეს ფერები აღნიშნავენ იმას, რომ მშვილდოსნები მეტად კომუნიკაბელურნი არიან. მშვილდოსნებს მართავს წითელი ფერი, მისი გამანეიტრალებელი ფერბი კი ცისფერი და მწვანე გახლავთ. ცისფერი მშვილდოსნებში ფილოსოფიური საკითხებისკენ ლტოლვას განაპირობებს. მათში იდუმალებას აღძრავს და აიძულებს მსგავსი სიტუაციების გამორკვევას.

მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:image

კურო - ღია მწვანე და მწვანე ფერის ყველა ტონი, ღია ყვითელი, თეთრი და ცისფერი ფერის ტონები. აღნიშნული ფერები კუროებს იმედით აღავსებენ. განაპირობებენ მათ პოზიტიურ ხასიათსა და განწყობას. აიძულებენ რაციონალურ აზროვნებას. ამ ფერების დახმარებით კუროები ყოველთვის ყოველივეს რეალურად აღიქვამენ და ოცნებაზე უარს ამბობენ.

ქალწული - თეთრი, ცისფერი, მწვანე, ლურჯი და ნაცრისფერი. ამ ფერების საშუალებით ქალწულები მუდამ აკონტროლებენ საკუთარ თავს. ანეიტრალებენ ხშირ შემთხვევაში მათ მოსაწყენ ხასიათს და სიხალვათეს სძენენ. ნაცრისფერი განაპირობებს მორიდებას, რაციონალურობასა და პედანტურობას. რუხი ქალწულებს ეხმარება არ გადადგან დაუფიქრებელი ნაბიჯები და მის ირგვლივ მომხდარ მნშვნელოვან ამბებზე კარგად დაფიქრდნენ. აღნიშნული ფერთა გამა ქალწულებს პრაქტიკულობისკენ მიუთითებს.

თხის რქა - ნებისმიერი მუქი ფერი, დაწყებული ყავისფერიდან დამთავრებული შავით. როგორც წესი, ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ადამიანები დიდი ფანტაზიით არასდროს გამოირჩევიან. მათთვის მისაღები ფერთა გამაც სწორედ მათ ხასიათს უსვამს ხაზს. თხის რქებს უყვართ მკაცრი ტონი. მათი ფერთა გამა ქმნის კონსერვატულობის, სტაბილურობისა და პრინციპულობის ნაკრებს.

imageჰაერის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

ტყუპები - იასამნისფერი, რუხი, ნარინჯისფერი და ყვითელი. რუხი ტყუპებს ეხმარება სერიოზულად განეწყონ ამა თუ იმ სიტუაციისადმი და მეტი ყურადღება გამოავლინონ მცირე დეტალებისადმი. ნარინჯისფერისა და ყვითელის დახმარებით ტყუპები ოპტიმიზმით აღივსებიან და მხიარულად უყურებენ საკუთარ ცხოვრებას. იასამნისფერი კი მათ დამაჯერებლობას მატებთ. აღმერთებენ ნარინჯისფერ ტანისამოსსა და ავეჯს.

სასწორი - ღია ყვითელი, მუქი ლურჯი, მწვანე და მისი ტონები. სასწორებს აღნიშნული ფერების შერწყმა თეთრთან უყვართ. ეს ყველაფერი მათ პოზიტიურ განწყობას განაპირობებს. ეს ფერები ხაზს უსვამენ ამ ზოდიაქოს ნიშნების დაუჯერებელ გამომგონებლურ და პიკანტურ ხასიათს. აღნიშნული ფერთა გამა სასწორების დამშვიდებასა და მოდუნებას განაპირობებს.

მერწყული - ყვითელი, ცისფერი, თეთრი. ეს ფერები ხაზს უსვამენ მერწყულების სათუთ და საკმაოდ ნაზ შინაგან სამყაროს. აღნიშნული ფერთა გამა ამ ზოდიაქოს ნიშნებს დადებითად და პოზიტიურად განაწყობს. მათი დახმარებით ისინი მეტად მოსიყვარულენი და ყურადღებიანნი ხდებიან.

image
წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნების ფერთა გამა:

კირჩხიბი - თეთრი, ცისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი და მწვანე. კირჩხიბებს მართავს მწვანე ფერი. მათი გამანეიტრალებელი ფერები კი იასამნისფერი და ნარინჯისფერი გახლავთ. ეს ფერები მათ ეხმარებიან ენდონ საკუთარ ინტუიციას და აღივსონ უაღრესი ენერგიით. აღნიშნული ფერთა გამის საშუალებით ისინი აკონტროლებენ და ძალიან მარტივად მართავენ საკუთარ თავს.

მორიელი - მუქი ვარდისფერი, მუქი წითელი, წითელის ტონები და ყვითელი. როგორც ცნობილია მორიელები ემოციურობით გამოირჩევიან. ეს ფერები კი ზუსტად გადმოცემენ მათ შინაგან სამყაროს. ამ ფერების საშუალებით ისინი მომთხოვნები, ენერგიულები და საკმაოდ კომუნიკაბელურები ხდებიან.

თევზები - იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, წითელი, მუქი ვარდისფერი, ლურჯი. ეს ფერები თევზების იდუმალ და მელანქოლიურ შინაგან სამყაროზე მსჯელობენ. ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნების მქონე ადამიანთათვის ძალიან მნშვნელოვანია საზოგადოების აზრი მათ შესახებ, თუმცა ხშირ შემთვევაში ისინი ასეთ დამოკიდებულებას ნაკლად მიიჩნევენ და არ აღიარებენ რომ ეს ყოველივე მათ ნეგატიურ განწყობას განაპირობებს.

6
3274
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
3274
  
2013, 30 ივლისი, 15:22
არ მიყვარს კომფლიქტებიო? მიყვარს კი არა ვეძებ:D:D
2013, 7 მარტი, 16:29
რა თეთრი და ნაცრისფერი ვერ ვიტააან... :PP შავი.წითელი და ცისფერი მიყვარსსს
2012, 13 მაისი, 14:13
არც მეტად აგრესიულები არ ნიშნავს რომ აგრესიულები საერთოდ არ არიან სხვა ნიშნებთან შედარებით, თუმცა ალბათ მოჭარბებული აგრესიულობით გამორჩეული ვერძებიც არსებობენ :))) თუმცა აქ ზოგადად არის ლაპარაკი
2012, 13 მაისი, 13:55
ვციტირებ : "ვერძებს არ იზიდავთ კონფლიქტური სიტუაციები და არც მეტად აგრესიულები არიან"
ამ წინადადებაშI ლაპარაკია არა ფერთა გამაზე არამედ ხასიათის ტიპზე
გასაგებია ძვირფასო მე წყაროს არაზუსტობობა ავღნიშნე ეს შენიშვნა ავტორს არ ეკუთვნის :))
2012, 13 მაისი, 13:36
გასაგებია რომ ვერძი ხარ და აგრესიულობაც შენთვის ნაცნობი თემაა.. მაგრამ აქ ფერთა გამაზეა ლაპარაკი უფრო მეტად და არა ხასიათზე თუ დაუკვირდები, და მეორეც ეს ასტროლოგების შედგენილია ადა პირადად ჩემი ამიტომ მე არავინ არ მითხრა :D:D:D:D:
2012, 13 მაისი, 11:17
ვინ გითხრა რომვერძები აგრესიულები არ არიან ?:DDD
ყველაზე დიდი სიულელე რითაც შEიძლება ვერძი შეაფასო არის ის რომ მათ მშვდი , არააგრასიული ხასიათი მიაკრა..
0 1 6