x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ გავხდეთ მილიონერი? ეს ყველას შეუძლია (პრაქტიკული რჩევები)
imageმილიონერად ქცევა არც ისე რთულია, როგორც ბევრ ჩვენგანს ჰგონია. ამისათვის მრავალი ხერხი არსებობს. ზოგი ადამიანი უძრავი ქონებიდან იწყებს, სხვები თავის ბიზნესს ხსნიან, ზოგ ადამიანს უბრალოდ უმართლებს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მიზნისკენ სწრაფვისას აუცილებელი არაა იყოთ მდიდარი თავიდანვე და მსხვილი თანხა გედოთ ჯიბეში. მაშ ასე, როგორ გავხდეთ მილიონერი?

1)თქვენ უნდა გამოიმუშაოთ წმინდა შემოსავალი

რაც უფრო მეტს გამოიმუშავებთ მით უფრო ახლოს ხართ თქვენს მიზანთან, მაგრამ ეს ერთი იოტითაც ვერ ზრდის ფულის საერთო ოდენობას. საქმე იმაშია, რომ შემოსავლების ზრდასთან ერთად ადამიანები ზრდიან ხარჯებსაც, ეს ფაქტია. იმისათვის, რომ გახდეთ მილიონერი, უნდა ისწავლოთ დაზოგვა. თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ შემოსავლის წყარო, რომელიც არ ხმარდება თქვენს ყოველდღიურ მოთხოვნილებებს. ანუ თქვენს მიერ დაზოგილი თანხა მუდამ უნდა იზრდებოდეს. ამისათვის თქვენ უნდა შექმნათ მკაფიო გეგმა და განსაზღვროთ აუცილებელი ხარჯები.

თქვენ უნდა იყოთ აქტიურები სამსახურში და არ უნდა თქვათ უარი შემოსავლის არცერთ წყაროზე. თქვენ უნდა გქონდეთ სამსახურისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ მიაღწევთ.



2)იცხოვრეთ შესაძლებლობების შესაბამისად

ჩავთვალოთ, რომ თქვენ კარგი შემოსავალი გაქვთ, და რა ეხლა? მაღალ ხელფასიანი ადამიანების უმეტესობა სადილობს ფეშენებელურ რესტორნებში, იცმევს დიზაინერების ტანსაცმელს და ცდილობს შექმნას მილიონერის იმიჯი. ამას კი ისინი ვალებამდე მიჰყავს. ეს არ ნიშნავს რომ თქვენ უნდა დათრგუნოთ თქვენი მოთხოვნილებები, უბრალოდ თქვენ რაციონალურად უნდა გახარჯოთ თქვენი შემოსავლები.

თუ თქვენ უნდა შეიძინოთ უძრავი ქონება, ავტომობილი, ან ტექნიკა კიდევ ერთხელ გადახედეთ ფასსა და თქვენს შესაძლებლობებს. ადამიანების უმრავლესობა იღებს კრედიტს რათა იყიდოს უახლესი Toyota Land Cruiser, რომელიც 100 კმ-ზე 20 ლიტრ საწვავს წვავს, მაშინ როდესაც ორმაგად მომგებიანია სხვა ნაკლებხარჯიანი და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილის ყიდვა.


3)ისწავლეთ თანხის დაზოგვა:

ადამიანების უმეტესობა ზოგავს თანხებს, მაგრამ ეს დანაზოგი ძირითადად რაიმე კონკრეტულ მიზანს ემსახურება, მაგალითად კურორტზე გამგზავრება, ტექნიკის ყიდვა ან სხვა, ეს არასწორი სტრატეგიაა. პირველ რიგში თქვენ უნდა დათვალოთ თქვენთვის აუცილებელი ხარჯები და ისინი შემოსავლებს უნდა დააკლოთ. დარჩენილი თანხა უნდა შეინახოთ. თქვენ მუდამ უნდა იცოდეთ რამდენი გესაჭიროებათ ხარჯებისათვის და უნდა ეცადოთ რაც შეიძლება მეტი გამოიმუშაოთ ამ ლიმიტს ზემოდან. გახსენით ანაბარი და რეგულარურად დაზოგეთ თანხები. გახსოვდეთ, სანამ თქვენ ზოგავთ პროცენტი იზრდება.


4)აირჩიეთ ინვესტირებისათვის სწორი პოლიტიკა:

ეხლა, როდესაც თქვენ ისწავლეთ თანხების დაზოგვა საჭიროა მათი სწორი ინვესტირება. ყოველთვის გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ ინვესტიციებს შემოსავალი მაშინვე კი არა, არამედ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ მოაქვს. თქვენ არ უნდა დააბანდოთ მთელი თქვენი თავისუფალი სახსრები ინვესტიციებში. არ აქვს მნიშვნელობა ინვესტირებას აქციებში აკეთებთ, ობლიგაციებში თუ საინდექსო ფონდებში. სწორი, დივერსიფიცირებული პორტფელის შექმნისას თქვენ გარანტირებულად მიიღებთ სტაბილურ შემოსავალს წლების განმავლობაში. ნებისმიერ ინვესტიციას მოაქვს გარკვეული შემოსავალი.


5)შეიმუშავეთ მკაფიო გეგმა და დაიცავით ის

თუ გაითავისეთ წინა 4 რჩევა, ერთადერთი რაც დარჩა თქვენ უნდა მიყვებოდეთ თქვენს მკაფიო გეგმას. ყოველთვის იყავით მზად მიიღოთ შემოსავალი სხვა წყაროებიდან, გახსნათ თქვენი ბიზნესი და სხვა. ყოველთვის ეძებეთ გზა შემოსავლის ზრდისათვის, ხარჯების იგივე დონეზე დატოვების პირობებში. დამატებითი თანხებით თქვენ შესაძლოა მოახდინოთ ინვესტირება ეს კი ისევ დამატებით შემოსავალს მოგცემთ.


ყველაფერი თქვენს ხელშია

სამწუხაროდ თითქმის ყველა ცდლობს სწრაფად გამდიდრდეს ან მილიონები იშოვოს ერთი პროექტის საშუალებით. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისებიც, თუმცა ძირითადად ადამიანები თანდატანობით სწორი ინვესტიციების წყალობით მდიდრდებიან.


სქემა ძალიან მარტივია:


1)გამოიმუშავეთ.

2)არ დახარჯოთ ყველა მიღებული შემოსავალი.

3)დააგროვეთ თანხები.

4)მოახდინეთ დანაზოგის ინვესტირება.

5)დაუბრუნდით პირველ პუნქტს.

8
1001
9-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
1001
  
2012, 10 ნოემბერი, 11:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 10 ნოემბერი, 1:45
arada magrad mimartlebs totalizatorshi. sharshan zapxulshi 2 lari chavricxe da am zapxuls xutasi lari gamovitane. sharshan winac 200 laris mogebashi gavedi. wels kargad daviwye 300 laramde movige da mere zaan uazrod wavage. exla cot pauza maq axebuli da cotaxanshi shevuberav isev.: d
2012, 9 ნოემბერი, 22:26
რა კაი სტატიაა.მადლობთ
2012, 9 ნოემბერი, 21:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ტორნადო07-ის კომენტარზე
2012, 9 ნოემბერი, 21:50
ხალხი ესენი ყოფილან... კიდე მოეგოთ... მე მაინც ჩემი გამომუშავებული მირჩევნია რადგან არ მიმართლებს მსგავს რაღაცეებში
2012, 9 ნოემბერი, 21:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ტორნადო07-ის კომენტარზე
2012, 9 ნოემბერი, 21:45
ხალხს ვიცნობ რომლების ლატარიაში თვეში 300 ლარამდე ხარჯავს :D
2012, 9 ნოემბერი, 21:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8