x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
წიგნი, რომელმაც პენტაგონი დააფრთხო

imageპენტაგონმა ავღნეთში ნამსახურები ყოფილი მზვერავის წიგნის ათასობით ეგზემპლარი შეისყიდა და გაანადგურა. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, წიგნი შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მოტანა შეეძლო. თავის მხრივ სკანდალური წიგნის ავტორი ვიცე- პოლკოვნიკი ენტონი შაფერი მიიჩნევს, რომ "ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ამბის მიჩქმალვა შეუძლებელია".
სკანდალური წიგნის ოპერაცია "ბნელი გული": შპიონაჟი და სპეცოპერაციაები ავღანეთის ფრონტზე და გზა გამარჯვებისკენ" ჰქვია. წიგნში შაფერის 2003 წლის ავღანური თავგადასავლები და მათ შორის, რამდენიმე საიდუმლო ოპერაციაა ასახული.
გამომცემლობა St. Martin's Press-მა, რომელმაც ოპერაცია "ბნელი გულის" პირველი ტირაჟი გამოსცა, წიგნის მეორე ტირაჟი, სამხედროთა მითითებების თანახმად, შეცვლილი და შემიკლებული ტექსტით უკვე დაბეჭდა.
ამასთან, ინტერნეტში eBay-ის აუქციონზე გამოჩნდა განცხადება, რომლის ავტორი მკითხველებს წიგნის არარედაქტირებულ ვერსიას 2000 დოლარად სთავაზობს.image


image

3
155
25-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
155
  
2012, 13 ნოემბერი, 17:19
აბა რა თავისთავად! მე პირადად დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ამ წიგნს !
2012, 13 ნოემბერი, 17:17
ასეთი წიგნები საზღვარგარეთ ძალიან პოპულარულია საერთოდ.ხო წარმოგიდგენიათ რა ეწერებოდა შიგ:))
0 1 3