ასტროლოგია 2012 წლის 21 დეკემბერს დედამიწაზე სრული სიჩუმე და სიბნელე დაისადგურებს 2012, 9 ნოემბერი, 13:23
არანაირი ენერგია, ყველა ობიექტს შორდება ელექტრული ველი.ბერის თქმით 21 დეკემბერს, დილის ათი საათიდან, მთელ დედამიწაზე სრული სიბნელე და სიჩუმე დაისადგურებს.არ იქნება შუქი, კავშირგაბმულობა და ხმა.თუმცა ეს არ იქნება საშიში, რადგან სიბნელე მხოლოდ სამ-ოთხ დღეს გასტანს და მზე ისევ დაგვიბრუნდება. ბერის განცხადებითვე, "კოსმოსური სიბნელის" მოახლოებას ცხოველები ადრევე იგრძნობენ და თავს შეაფარებენ გამოქვაბულებს.ქალაქის მოსახლეობა ამას ნაკლებად იგრძნობს, თუმცა შესაძლებელია დედამიწის მოსახლეობის 10 % მაინც შეეწიროს ამ მოვლენას. ბერმა რეკომენდაციებიც არ დაიშურა ჩვენთვის და გვირჩია, ბავშვებთან ერთად სოფლებსა და მთებში გადახვეწა 20 დეკემბრამდე.სასურველია ყველანაირი დოკუმენტებისა და ფულის მთელი მარაგის თან წაღებაც.ასევე საკვებისა და წყლის მომარაგება. ბერის აზრით "ნულოვანი სარტყელიდან" სრული გამოსვლა მოხდება 2013 წლის 7 თებერვალს და სასურველია მანამდე ქალაქებს არ დავუბრუნდეთ.ამ დროისათვის ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებას განაგრძობენ, თუმცა იმდენად იქნება მათი ცნობიერება შეცვლილი მომხდარის გამო, რომ ბევრი მათგანი სულიერ ცხოვრებას გაცილებით მეტ ყურადღებას და დროს დაუთმობს_ამბობს ტიბეტელი ბერი. მის მოსაზრებებს მეცნიერები კომენტარს არ უკეთებენ, თუმცა ყველასათვის ცნობილია, რომ მეცნიერები მსგავს მოსაზრებებს სრულ აბსურდად მიიჩნევენ. არ ვიცი, ვინ რამდენად გაითვალისწინებს 20 დეკემბრისთვის სამთვიანი გადაბარგების მზადებას ქალაქებიდან სოფლებისაკენ, მაგრამ ოდესმე რომ მსგავსი კატასტროფა და გაუგებრობა დადგება დედამიწაზე, ფაქტია და ამას ალბათ ვერც წყლის მარაგი გადაგვატანინებს და ვეღარც კარგად შენახული დოკუმენტები. 10203 17-ს მოსწონს 2-ს არა
|