x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ქმარი, რომელსაც ძროხისა და გოჭების სუნი ასდის

image რაიონიდან ჩამოსული გოგონები თბილისში გათხოვებაზე ოცნებობენ და გამოსდით კიდეც. მე კი, ვერაზე დაბადებული და გაზრდილი, კახელ ბიჭს გავყევი ცოლად. ჩემთვის ეს რომანტიკა იყო. ფერმა, ეზოში პატარა გოჭები, წიწილები. ორი სამი კვირა სიახლით ვტკბებოდი, ქმარიც გვერდიდან არ მომშორებია. ერთ დღესაც მამათილი შემოგვივარდა - ადექი ბიჭო, რამდენ ხანს უნდა იკოცნავო, ვენახია მოსარწყავიო. ჩემმა ქმარმა მუხლებამდე რეზინის ჩექმები ჩაიცვა და გაჰყვა. რამდენიმე დღეში ფერმაში წასვლა მოუწიათ, 24 ძროხა ჰყავდათ და მამა-შვილი თურმე მორიგეობით რჩებოდა ალაზნის პირას ფერმაში სადარაჯოდ. სამუშაოდან ქმარი ტალახიანი ტანსაცმლით, თმააბურძგნილი, მოუწესრიგებელი ბრუნდებოდა. უკვე მეჩვენებოდა, რომ მას ძროხისა და გოჭების სუნი ასდიოდა. ასეთ ცხოვრებას ვეღარ გავუძელი, თბილისი მომენატრა, სალონი, ბარში ჯდომა, საღამოობით დაქალების სტუმრობა. ქმარი მოვატყუე, ჩავალ, ჩემს ახლობლებს ვნახავ და რამდენიმე დღეში დავბრუნდები მეთქი, თუმცა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სოფელში აღარასდროს არ ჩავიდოდი. შინ დაბრუნება რომ დავაგვიანე, მეუღლემ ჩამომაკითხა, არც კი უჩხუბია, მხოლოდ ის მითხრა, მესმის შენი, მაგრამ მიყვარხარ და დაგელოდებიო.

თითქმის ერთი წელი ვებრძოდი თავს. ვიღაც ტიპიც გავიცანი, მასთან მსუბუქი ფლირტიც გავაბი, ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მაინც ჩემს სოფლელ ბიჭზე ვფიქრობდი. მინდა დავურეკო, ვთხოვო, რომ ჩამომაკითხოს და უკან, სახლში დამაბრუნოს. ჯერ ვერაფერი გადავწყვიტე, იქნებ თქვენ მირჩოთ რამე, რომ წავიდე უკან გამოქცევა აღარ დამჭირდება? როგორ ფიქრობთ, ჩვენი სიყვარულის შენარჩუნებას შევძლებთ?

20
5116
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
5116
  
2013, 26 დეკემბერი, 15:55
წადი ახლა სოფელში,მერე რომ მოგბეზრდება ისევ წამოდი,და იარე ასე...მერე ან ერთი დაიბრიდებით ან მეორე და მოყომარდება ყველაფერიიიი....
2013, 5 დეკემბერი, 14:24
საღოლ :D :D :D
2013, 11 სექტემბერი, 17:26
150-ე სერიის დასასრული :D
2013, 15 აპრილი, 9:53
აშკარად მოგონილი ისტორიაა, მაგრამ თუ სინამდვილეა და იმ კაცს მოვ..ან ყველაფერი შენ რომ სახლში დაგაბრუნებს! ეგეთი გოგოები კარგია გასართობად და არა ცოლად.
2013, 16 იანვარი, 10:10
რა უაზრო კომენტარებია რაა.
2012, 15 ნოემბერი, 0:12
დაბრუნებით რა შეიცვლება?? იგივე სიტუაცია დაგვხვდება რაც ადრე იყო და რასაც გამოექეცი... ცოტა ხანში ისევ თბილისი მოგინდება. შენი ქმარი რომ გადმოვიდეს თბილიში ვერ მოხერხდება?..რთული საკითხია..მგონი ჯობია კარგად დაფიქრდე რა გინდა და მზად ხარ თუ არა მსხვერპლის გასაღებად..ამ შემთხვევაში მგონია მსხვერპლი თავად შენ იქნები რადგან იცხოვრებ იმ გარემოში სადაც ყოფნა არ გსიამოვნებს თუმცა იქნები საყვარელ ადამიანთან ერთად..თუ ეს შენ გაგაბედნიერებს...?
2012, 14 ნოემბერი, 20:34
თუ ეს სიმართლეს შეესაბამება უბრალოდ სასაცილოა ეს ყველაფერი. ან აბანო არ გაქვთ სოფელში? ან ქალაქში ვერ იცხოვრებთ? მეორე ფერმერიც მოგეწონება სოფელში D.
2012, 14 ნოემბერი, 20:32
ნოდიკო მეც მოგონილი მგონია ს ისტორია )
2012, 10 ნოემბერი, 18:05
მოგონილი ისტორიააა :D :D :D :D
2012, 10 ნოემბერი, 13:35
ჩააყარე მერე მარილი ყურში,შენს მამამთილს,როცა დაიძინებს გოგო....
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10