x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134364
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
სალვადორ დალის ერთ-ერთი ნამუშევრის განხილვა
გეოპოლიტიკური პირმშო აკვირდება ახალი ადამიანის დაბადებას


მე მინდა შემოგთავაზოთ სალვადორ დალის ერთ-ერთი, მეტად საინტერესო ნამუშევარი, რომელიც შესრულდა 1943 წელს. ამ ნახატმა პირადად მე ძალიან დამაინტერესა, რადგან მისი ნახვის შემდეგ დამებადა ეჭვი, რატომ იბადება ადამიანი ამერიკის კონტინენტზე და რას ნიშნავს ქალის მინიშნება კავკასიის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ კი, ძალიან ბევრ საინტერესო ფაქტს წავაწყდი, რამაც გადამაწყვეტინა დამეწერა სტატია ამ ნახატზე.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნახატი შესრულებულია 1943 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი, უკვე დიდი ხნის დაწყებული იყო და ხშირად აკეთებდნენ ოპტიმისტურ წინასწარმეტყველებას "ახალ მსოფლიოზე", რომელიც ფაშიზმის დამარცხების შემდეგ უნდა შექმნილიყო.

სალვადორ დალი, აღნიშნულ ნახატზე თითქოს სიცოცხლეს ჩუქნის "მომავლის შვილს", რომლის დაბადების ადგილიც ამერიკის კონტინენტია, ხოლო საყრდენი ინგლისი. კვერცხი დედამიწის სიმბოლოა, საიდანაც იბადება ეს ადამიანი, რომელიც ცდილობს ფეხით გაარღვიოს დედამიწის ფორმის კვერცხის ნაჭუჭი. ქალის მუხლებს ამოფარებული ბავშვი, გაკვირვებით და შიშით უყურებს "ახალი ადამიანის" დაბადების მტკინვეულ პროცესს. ჩემი აზრით, დაბადების ადგილიდან ჩამონადენი სისხლი სიმბოლოა იმისა, რომ "ახალი ადამიანის" დაბადება უბედურების მომასწავებელია. თუ კარგად დააკვირდებით, დასავლეთ აფრიკა გაყოფს ცრემლს, რისი ახსნაც სამწუხაროდ ვერ მოვძებნე ინტერნეტ სივრცეში.

ამასთან ერთად, ნემსისწვერიანი საფარი და ჩონჩხადქცეული ქალი რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე მიანიშნებს, სურათს აძლევს მოსალოდნელი საშიშროების განწყობას.


ნემსისწვერიანი საფარი, რომელსაც მხატვარი დედამიწის-კვერცხის თავსაბურავად იყენებს, არის ზეწარი ცამეტი წვერით. ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა: რატომ ცამეტი? ესეც სიმბოლურია, რადგან ყველასთვის ცნობილია თორმეტი ცა, თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი, მაგრამ ნაკლებმა თუ იცის ამ ციფრის მნიშვნელობა. ქართულ დიალექტში ცამეტი (ცა-მეტი, 12+1 ცა) ანუ თარსი ციფრი (თ-არსი) არსი ღმერთს ნიშნავს, ამასთანავე ყველამ ვიცით უფალს ყავდა თორმეტი მოწაფე, ხოლო მეცამეტე თვითონ უფალი იყო. ე.ი. მეცამეტე ცა ღვთის სამყოფელი უნდა იყოს.

ასევე, თუ კარგად დააკვირდებით სურათზე ქალის მარჯვნივ, არის სვანური კოშკი

14
4025
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო1994
დათო1994
4025
  
2016, 18 იანვარი, 21:26
2* ჰერმოფროდიტი
2016, 18 იანვარი, 21:18
აუ ძალიან ვიხალისე ამ ტექსტზე ოღონდ ავტორი ნუ მიწყენს :დ
1. არანაირ კავკასიაზე არ მიანიშნებს და არანაირი სხვანური კოშკი არ დგას :) რა სისულელეა... დალი იცნობდა ქართველებს ერთ-ერთი ქართველი მისი მეგობარი იყო და დახატულიც ყავს , მაგრამ არანაირი საქართველო არ დაუხატავს.. შესაძლოა იცოდა კიდეც სად იყო საქართველო მაგრამ აფსურდია რა სვანური კოშკი და საქართველო რა შუაშია საერთოდ.. მითუმეტეს აპერიოდისთვის სსრკ არის და საქართველო ცალკე არ არის :)
2. ქალი არ არის აფროდიტია
3. სისხლს სხვა დატვირთვა აქვს კერძოთ ის, რომ "ახალი ადამიანის" დაბადება მსხვერპლს მოითხოვს
4. 13 რიცხვს სხვა დატვირთვა აქვს და არაფერ შუაში არ არის რელიგიასთან :)
2013, 5 მაისი, 23:48
არაფერს :)
2013, 27 აპრილი, 22:26
მადლობა ნინაკა სალვადორ დალის მასონობის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი.
2013, 26 აპრილი, 18:01
როგორც ვიცი სალვადორ დალი მასონი იყო. მათ თავიდანვე, მაშინაც კი დაგეგმილი ქონდათ რომ როცა ამის დრო იქნებოდა მოიყვანდნენ ანტიქრისტეს. ამისი დრო კი ჯერ არ დამდგარა, უფრო სწორად ცოტაღა აკლია ამ დროის დადგომას. ამ ნახატზე ქალი საქართველოზე იშვერს თითს. რატომაა რომ ახლა ყველა საქართველოში ჩამოდის?როდესაც თვითონ ქართველები გარბიან აქედან.ბევრს სჯერა წინასწარმეტყველების და ცდილობს უსაფრთხო ადგილს შეაფაროს თავი... ის ნემსისწვერიანი საფარი კი ანუ 13 ნაწილისგან შმდგარი ქოლგა შესაძლოა ნატოს გამოსახავს, თავიდან ნატოშიც ცამეტი ქვეყანა შედიოდა.... მოდით ბევრი როარ გავაგრძელო ვისაც გაინტერესებთ ამის ახსნა აი ლინკიც –http://www.youtube.com/watch?v=U5XkHov4TOk
2012, 28 ნოემბერი, 18:35
ჩემი აზრით დაბადების ადგილიდან ჩამონადენი სისხლი,მიუთითებს იმაზე რომ ახალი ადამიანის დაბადება და ზოგადად ახალი სამყაროს შექმნა ცვლილებებით მსხვერპლს მოითხოვს...
2012, 19 ნოემბერი, 20:49
დააკვირდიით ქალისა და ბავშვის ჩრდილს.. ჰორიზონტსაც უკან შეხედეთ დგას წითლებში ცჰაცმული ადამინი თითქოს სადგაც მიდის.. არის ასევე კოშკი, ძალიან საინტრესეოა ეს ყველაფერი ხდება მაშინ როცა მზე ან ჩადის ან ამოდის დაკვირდით ქალის სახეს და აღნაგობას .. იგი თითით არა ამიერკავკასიაე არამედ აშკარად ჩანს ორ ზღვაას შუა ქვეყანაზე მიუთითებს .. საინტეერესოა რომ რომ პატარა ბავშვს ეშინია ამ " არსების " ასევე თითქმის ყველა ქვეყანა "იღვრება" და " დნება" კავკასიის გარდა )) მეცნიერები ერთი ნაწილი ამტკიცებს რომ ეს ანტი-ქრისტეს დაბადებაა ) ამის დამატება მინდოოდა..
2012, 9 ნოემბერი, 20:35
მართლაც რა საინტერესო სურათი დაუხატავს იმ ცხონებულს.ოღონდ მართლა
2012, 9 ნოემბერი, 0:02
კარგად ჩანს რომ ქალი კვერცხისგან მოშორებით დგას და არა ახლოს,რომ თითის ზუსტად მიანიშნო,არც კავკასიონზე არ მიანიშნებს, უფრო დაბლა მიანიშნებს თითი,მაგრამ ამ სურათში ქალი ბავშვს ანიშნებს და უყურებს ისეთი სახით რომ თითქოს აიძულებს რომ უყუროს დაბადებას რომელისაც ეშინია. (ეს ჩემი აზრია,ამ სურათის შემხედვარე:))
2012, 8 ნოემბერი, 22:24
გასაგებია...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10