x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პრეზიდენტის საგანგებო განცხადება.

imageრამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ოფიცილური "ფეისბუკი"-ს გვერდზე ვიდეო მიმართვა განთავსდა. ასევე განთავსდა ვიდეოს შინაარსის ამსახველი მცირე ტექსტიც: "საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და ყველას კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების პატივისცემისკენ მოუწოდა. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, დაუშვებელია ისეთი ქმედება და იმ ფორმით ჩარევა, რომელიც შეურაცხყოფს ისეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორიც არის ქვეყნის შეიარაღებული ძალები და თავისუფალი მედია."

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით, ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია დააკავეს. ის თავდაპირველად დაკითხვაზე მოწმის სტატუსით იყო გამოძახებული, ხოლო ოთხ საათიანი დაკითხვის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დაკავების შესახებ. ახალაია დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის თანახმად, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს. ახალაიასთან ერთად დაკავებულები არიან გაერთიანებული შტაბის უფროსი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა. ამ დროისათვის არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მედიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, ამ შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ მაუწყებელზე. "1 არხში" გუშინ ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო ორგანო, არაგეგმიური რევიზიის ჩასატარებლად შევიდა. ხოლო არხის გენერალურმა დირექტორმა ამასათან დაკავშირებით განაცხადა: “მიუხედავად გაჩენილი კითხვებისა, როგორც საზოგადოება არაერთხელ
იქნა ინფორმირებული და არაერთხელ განგვიცხადებია, მაუწყებელი მზად არის ნებისმიერი
შემოწმებისთვის, რის დასტურადაც ხელს ვაწერ შესაბამის ბრძანებას.”image

10
5373
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Soffia
Soffia
5373
  
2012, 21 ნოემბერი, 11:01
ox mishiko shn moukvdi am tanjul saqartvlos
2012, 14 ნოემბერი, 16:24
ცხრა წელი კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების პატივისცემას იცავდა ეს ჩემის ..... და ეხლა კიდე ვიგაცეებს მოუწოდეებს...
2012, 14 ნოემბერი, 16:22
საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და ყველას კანონის უზენაესობისა და სახელმწიფო ინტერესების პატივისცემისკენ მოუწოდა
2012, 13 ნოემბერი, 23:49
მე დაგიმატე )
2012, 13 ნოემბერი, 23:45
არ ვიცი... დღეს მომწერა ერთმაც იგივე... მე გამოგიგზავნი :)
2012, 13 ნოემბერი, 23:43
მეგობრობას რატომ ვერ გიგზავნი? )
2012, 10 ნოემბერი, 17:43
მოსწონს
2012, 9 ნოემბერი, 23:55
მიშა აღშფოთებულია. ნწუ, ნწუ, ნწუ.
2012, 8 ნოემბერი, 11:05
კი თან კარგი დასაწყისი. მაგათ ეგონათ რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული
2012, 7 ნოემბერი, 18:50
მგონი ჯერ დასაწყისია...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10