x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ქმარმა არ დაიჯერა, რომ ბავშვს მისგან ვაჩენდი"
image ორი შვილის დედა ურთულეს მდგომარეობაში იმყოფება. მატერიალურად ისე გაუჭირდა, რომ ბავშვის ბავშვთა სახლში ჩაბარებაც კი გადაწყვიტა. ქმარმა მაშინ მიატოვა, როცა გაიგო, რომ ორსულად იყო, რადგან თავი უშვილო ეგონა. სანამ ქალი დაორსულდებოდა გოგონა იშვილეს, რომელიც ახლა უკვე სტუდენტია. ჩემი რესპოდენტი, რომელსაც პირობითად ნანას დავარქმევ, თავის დაუჯერებლ ისტორიას ყვება:

- სიყვარულით გავთხოვდი. ქმარი ძალიან მიყვარდა. საცხოვრებლად ცალკე გადავედით. ჩემს მშობლებს არ უჭირდათ და ყველანაირად დაგვიდგნენ გვერდით. მალე სახლი ავაშენეთ. ნორმალური საცხოვრებელი პირობები გვქონდა. ქმარი მუშაობდა, ერთმანეთი გვიყვარდა და ტკბილად ვცხოვრობდით. თუმცა ჩვენი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. შვილი არ გაგვიჩნდა, რასაც ორივე ძალიან განვიცდიდით. ექიმებთან დავდიოდით, ვმკურნალობდით, მაგრამ უშედეგოდ. ერთმანეთს კი ვამშვიდებდით, მაგრამ ამ აზრთან შეგუება ორივეს ძალიან გვიჭირდა. როცა ყველანაირი იმედი ამოიწურა, გოგონა ვიშვილეთ. მან ჩვენი ცხოვრება გაახალისა. თავს ვევლებოდით, არაფერს ვაკლებდით. მეგონა თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩაჯდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქმარს შევატყვე, რომ ჩემდამი სიყვარული უნელდებოდა. ისეთი მოსიყვარულე აღარ იყო, როგორც ადრე. 9 წლის იყო ჩემი გოგონა, როცა აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა - ღმერთმა შვილი მაჩუქა! რას ვიფიქრებდი, რომ სწორედ ეს გახდებოდა ჩემი ოჯახის დანგრევის მიზეზი.

- შვილის გაჩენამ ოჯახი რატომ დაგინგრიათ?

- სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდი ფეხმძიმობაში, ქმრისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მანამდე ბევრჯერ შევცდი და არ მინდოდა, ახლაც ტყუილი გამოსულიყო. როცა ეს ამბავი ვუთხარი, საშინელი რეაქცია ჰქონდა. ეჭვიანობა დაიწყო. როგორც ჩანს, ეგონა უშვილო იყო და ვერაფრით შეეგუა იმ აზრს, რომ მისგან ვიყავი ფეხმძიმედ. მითხრა, ბავშვი ჩემი არ არისო.


ამ ამბიდან რამდენიმე დღეში გამომიცხადა, რომ სახლიდან მიდიოდა. პატარა გოგონასთან ერთად მარტო მიმაგდო ფეხმძიმე ქალი და წავიდა.

-თქვენი ქმარი სამუდამოდ წავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა?

- ის სამუდამოდ წავიდა ჩემი ცხოვრებიდან. ამ აზრთან შეგუება ძალიან მიჭირდა, რადგან უკვე წლების მანძილზე ბევრ ტკივილს გავუძელით. ყველა წყვილი ოცნებობს შვილზე და მაშინ მიმატოვა, როცა ბედნიერები უნდა ვყოფილიყავით. შემდეგ გავიგე, რომ სხვა ქალი შეირთო ცოლად და დღეს მასთან ცხოვრობს. მასთან შვილიც ჰყავს. ქმართან განშორების ტკივილს ახალი ტკივილი დაემატა - ბავშვი ავადმყოფი დაიბადა და ამ უმძიმესი ტვირთის ზიდვა დღეს მარტო მიწევს.

-რა სჭირს თქვენს შვილს?

- ბავშვი ცერებრალური დამბლით დაიბადა, ინვალიდია. ძალიან გაჭირვებულად ვცხოვრობ, ბავშვისთვის წამლის და საჭმლის ფულის შოვნა მიჭირს. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ინტერნატში ჩავაბარო. მიჭირს ამ აზრთან შეგუება. შევისწავლე იმ ინტერნატის პირობები, სადაც შვილი უნდა მივიყვანო. იქ ნორმალური სიტუაციაა. სხვა გზა არ მაქვს, ხშირად მშიერია ჩემი შვილი და ამის ატანა მიჭირს... თუმცა ჯერ ისევ ვფიქრობ, ვყოყმანობ.

4
1671
5-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
1671
  
2014, 6 ივნისი, 15:46
იქნებ გაგვაგებინოთ პირადად შეგვეხმიანოს თუ აქვს რათქმაუნდა სურვილი..მე მეორე შვილს ველოდები და ასე რომ დავრჩე ალბათ გვგიჯდები..უფალი შეგეწიოთ.. შემეხმიანე იქნებ რამით დაგეხმარო
2013, 18 მაისი, 14:02
ცოდოა ეს ქალი როგორ სეიზლება დაკავსირება
2012, 8 ნოემბერი, 12:19
:((( ღმერთო დაეხმარე გაჭირვებულს.. გული დამეწვა:((((
2012, 7 ნოემბერი, 19:45
ვაიმე შეძრწუნებული ვარ...სიტყვებს ვერ ვპოულობ....
0 1 4