x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
მშიერი ზომბის ჩანაწერებიდან
image

























მოკლედ შიმშილით კუჭი მიხმება...

როგორც ამბობენ ზომბებს აზროვნებისა და მგრძნობელობის უნარი არ გააჩნიათ, მაგრამ დამერწმუნეთ ნამდვილად ვგრძნობ შიმშილს. იმასაც ვგრძნობ, რომ კბილებში ვიღაცის ჭაღარა თმის ბღუჯა გამჩხერია, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე მისი გამოღება.საკუთარი ჭუჭყი და აყროლებული ლეშის სუნიც მაწუხებს.

სარკეებს ვერიდები, საკუთარი გამოსახულების დანახვაღა მაკლია გულის ასარევად, თუმცა რაღა უნდა ავირიო, როცა შიგნით აღარაფერია. ახლა ვნანობ თავის დროზე კანალიზაციებში ვირთხების გამრავლებაზე რომ არ ვიზრუნე, ან ქალაქგარეთ რაიმე ფერმა არ გავაშენე, ორფეხა, ოთხფეხა, ან სულაც უფეხო ცხოველ-ფრინველით დასახლებული. ხომ ვიცხოვრებდი ახლა მეფურად, არც საჭმელი მომაკლდებოდა და არც სასმელი. არ უნდა გავმხდარიყავი ვეგეტარიანელი რა.


წარსულის შეცდომები.

ვზივარ, უფროსწორად ვაგდივარ, ნახევრადგახრწნილი სხეული სადღაც ბნელი დაბინძური კანალიზაციის კუთხეში, იმის მოლოდინიც კი აღარ მაქვს, რომ მთავრობა იზრუნებს ჩემზე, როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქე კაციჭამიაზე, რომელიც ვირთხებითაც კი დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ ვის მოსდის აზრად ჩემი დაპურება. ჩვეულებრივ ან მერიდებიან, ან ჩემი მოკვლა უნდათ. სიტყვაც ვერ მითქვამს, დიალოგზეც არ მოდიან.

ძმობა, ერთობა, გიყვარდეს მოყვასი შენი...

ღმერთმაც მიგვივიწყა. იქნებ მასაც ეშინია არავინ გაჰკრას კბილი, ან იქნებ გაჰკრეს კიდეც და ისიც სადმე ჩემსავით მიგდებულა ბნელ კუთხეში და წარსულში ჩადენილ შეცდომებზე ფიქრობს. თუმცა ის ხომ უშეცდომო და უდანაშაულოა, რა მისი ბრალია აბა. ნეტავ რისი სწამს, ან რისი იმედი აქვს...

თავს კი არ ვიმართლებ მარა, თავის მოკვლა ყველაზე დიდი ცოდვააო და თუ არ ვჭამე აბა რა მომივა, ისე კი გეფიცებით სულ ცუდი ადამიანებისკენ მეჭირა თვალი, არცერთი ბავშვისა და არც ახალგაზრდის რბილი ხორცი არ მიგემია.

მუცელი მიწუის.

იქნებ წაძინება მაინც მოვახერხო და სიზმრად ვიხილო თბილი სახლი, საჭმლით სავსე სუფრა, სისხლსავსე ჭიქა, ცხელი წყლის ჭავლი ვიგრძნო სხეულზე, წვერი გავიპარსო, ვილოცო ჭამის წინ, გემრიელად გამოვძღე, რაიმე კარგ ფილმს ჩავუჯდე, მერე მონოტომური სექსით დავკავდე და ბოლოს ანგელოზივით ჩავიძინო.

ეჰ, დავიღალე, დავიღალე და მშია. შიმშილითაც რომ ვერ მოვკვდები თქვენ ეგა თქვით.






7
709
13-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
709
  
2013, 12 იანვარი, 2:41
აუუ ძაან მაგარიაა სგ
2012, 3 დეკემბერი, 20:14
საყვარლობაა :)
2012, 8 ნოემბერი, 21:05
შემეცოდა ზომბი, :)(:
2012, 8 ნოემბერი, 11:50
მადლობა :))
2012, 7 ნოემბერი, 16:33
ყველაფერს პირდაპირ არ უნდ ავიგებდეთ ძან მაგარია სგლ ავტორ
2012, 7 ნოემბერი, 15:31
ზომბი კვდება შიმშილით ოღონდ ადამიანზე ბევრად დიდი დრო უნდა. თან აზროვნების უნარი არ აქვს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი და იმიტომ გეუბნები. ამიტომ რაღაცას გვატყუებ.
0 1 7