x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მომაკვდავის საშინელი აღიარება
image13 წლის განმავლობაში რობი მიდლტონი დუმდა იმის შესახებ, თუ ვინ მიაბა ხეზე და ბენზინგადასხმულს ცეცხლი წაუკიდა. მრავალი მტკივნეული და მტანჯველი ოპერაციის შემდეგ იგი გადარჩა და მხოლოდ სიკვდილის წინ, ვიდეო მიმართვაში დაასახელა ის პიროვნება, რომელმაც მას ასეთი საშინელება დამართა.

8 წლის იყო რობი, როდესაც იგი მიაბეს ხეზე, გადაასხეს ბენზინი და ცეცხლი წაუკიდეს. არავის არ ეგონა, რომ ბავშვი ასეთი დამწვრობების შემდეგ გადარჩებოდა. მან გაიკეთა 200 ოპერაცია, მაგრამ თავისი დამღუპველის სახელს მაინც არ ასახელებდა. რობიმ 21 წლის ასაკს ვერ მიაღწია და კანის კიბოთი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან ჩაწერა 17 წუთიანი ვიდეო, სადაც იგი თავის ბავშვობის იმ ეპიზოდს ყვება.

1998 წლის 29 აპრილს, სწორედ იმ დღეს როცა რობის თავისი 8 წლის იუბილე უნდა აღენიშნა, იგი შეხვდა თავის მეზობელს, 13 წლის დონ კოლინსს. კოლინსმა მას გაზი შეასხა თვალებში, რის შემდეგაც რობის უკვე აღარაფერი ახსოვს. მანამდე კი კოლინსმა იგი გააუპატიურა და შემდეგ გადაწყვიტა მისი დაწვა, რათა თავისი დანაშაული დაეფარა.

რობის დედას საშინლად ახსენდება ის დღე, როდესაც მისი შვილი ასეთ მდგომარეობაში იპოვნეს. მიუხედავად ყველაფრისა რობი ვაჟკაცურად იტანდა ტკივილებს და არავის მიმართ არ იყო გაბრაზებული.


რობიმ სიცოცხლის ნახევარზე მეტი დამწვრობის ცენტრში გაატარა და გასული წლის აპრილის თვეში კანის კიბოთი გარდაიცვალა, ხოლო დონ კოლინსი დაპატიმრებულია და მას სასამართლომ 150 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა-ეს ყველაზე დიდი კომპენსაციაა ამერიკის ისტორიაში, მაგრამ სავარაუდოდ კოლინსი ვერ შეძლებს ამ თანხის გადახდას. ციხიდანაც რომ გამოვიდეს, შეიძლება რაღაც მცირე თანხის გადახდა შესძლოს.

რობის მშობლები კმაყოფილნი არიან ამ გადაწყვეტილებით, რადგან რობის დედა თვლის, რომ სასამართლო მიხვდა თუ რაოდენ ძვირფასი იყო რობი მათთვის და ამიტომ დააკისრა ამხელა გადასახადი დამნაშავეს.

11
17246
34-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
17246
  
2015, 12 აგვისტო, 20:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2014, 5 დეკემბერი, 18:20
რაააა საშინელებაა :(( ღმერთო ჩემო რატომ ხდება ესეთები
2013, 8 მარტი, 19:31
ბავშვმა ბავშვი გააუპატიურა. რა საშინელებაა რაააა
2012, 31 დეკემბერი, 13:25
რას არ ჩადის ხალხი რა / რას ერჩოდა ნეტა ის *ლე ამ 8 წლის ბავშვს?
2012, 13 ნოემბერი, 16:19
ღმერთი რატო უშვებს ასეთ რაღაცას?
2012, 10 ნოემბერი, 20:58
საერთოდ უნდა მოკლა თან წამებით,ქრისტიანი ამას არ უნდა ვამბობდე ,მაგრამ უნდა გაატყავო ეგ ადამიანი.ფული ტკივილს არ შველის
2012, 8 ნოემბერი, 21:07
საერთოდ არ უნდაა დააკისრო თანხა,ხო არ გაგიჟდით ,მოდი და იქნებ გადაიხადა 150 მილიონი ,სამუდამო მიე და ეგაა,
2012, 8 ნოემბერი, 18:41
ვერც უშველის და ვერც გადაიხდის ის ავადმყოფი
2012, 8 ნოემბერი, 17:25
150 მილიონი რამეს უშველის?
2012, 8 ნოემბერი, 11:00
იგივე უნდა გაუკეთო და მიხვდება მერე რაც ჩაიდინა:((
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10