x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პრასის მწნილი
imageმასალად საჭიროა:

პრასა - 10კგ

ნიახური - 5კგ

ნიორი - 50გრ


ძმარი - 2ჩ/კ

მარილი - 800გრ

შევარჩიოთ პრასისა და ნიახურის მსხვილი ძირები. დავარჩიოთ, შევკრათ კონებად, გადავავლოთ მდუღარე წყალი, ამოვიღოთ, გავაცივოთ და ჩავაწყოთ ქილებში ერთმანეთში არეულად. ზევიდან დავასხათ გადადუღებული და გაცივებული მარილწყალი, რომელშიც უნდა ჩავყაროთ 50გრ წვრილად დაჭრილი ან დაჩეჩქვილი ნიორი. თუ გვინდა, რომ პრასა მალე დამჟავდეს, მარილწყალს შევურიოთ 2ჩ/კ ძმარი. მარილწყალი უნდა ფარავდეს დასამწნილებელ პროდუქტს.


0
1942
3-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
1942
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0