x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
საუკეთესო ჯადოქრების ათეული


მაგიამ, იგივე ჯადოქრობამ უკვე ძალიან დიდი ხანია
გააოცა მსოფლიო. ადამიანებს ყოველთვის იზიდავს ამოუცნობის (გ)ამოცნობის სურვილი. კაცობრიობას მრავალი ჯადოქარი ახსოვს, მათ შორის იყვნენ ისეთი მითიური პერსონაჟები, რომელთა არსებობა–არარსებობა არავის დაუდასტურებია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მრავალ სატელევიზიო გადაცემებში კიდევ უფრო მრავალი „ცრუ“ ილუზიონისტი „აოცებს“ მაყურებელს მოძველებული ან უკეთეს შემთხვევაში „მოდერნიზებული“ ტრიუკებით, მაგრამ მხოლოდ მცირე მათგანმა თუ მოიპოვა საზოგადოებაში პატივისცემა პოპულარობა. რა თქმა უნდა ყველას შეუძლია გამოთქვას „ჯადოქრობაზე“ პრეტენზია, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს ხვდათ წილად მსოფლიო აღიარების, როგორც ჭეშმარიტი „ჯადოქრის“.


გთავაზობთ იმ „ჯადოქართა“ ტოპ ათეულს, რომლებმაც
უდიდესი წვლილი შეიტანეს „მაგიის სამყაროს“ განვითარებაში
და თავიანთი კარიერული მოღვაწეობით ხანგრძლივი შთაბეჭდილების
ქვეშ დატოვეს საზოგადოება.




10. გოლდენ დაუნი



image



ოფიციალურად ცნობილია, როგორც „გოლდენ დაუნ ჰერმეტიკ ორდენი“. ეს იყო ჯგუფი, რომლის მოღვაწეობაში დომინირებდა ოკულტიზმის ნიშნები. აღნიშნული ორდენმა პოპულარობა მე–19 საუკუნის ბოლოსა და მე–20 საუკუნის დასაწყისში. ამავე პერიოდში გარკვეულ შეხედულებათა სხვადასხვაობის გამო ორდენი გაიყო ორ ნაწილად, თუმცა ორივე მხარე დღემდე მშვიდობიან თანაცხოვრებას ეწევა.



9. სამუელ ლიდელ მაკგრეგორ მეტერსი


image

ეს პიროვნება სწორედ მე–10 ადგილზე გასული „გოლდენ დაუნ ჰერმეტიკ ორდენის“ ერთ–ერთი გავლენიანი დამაარსებელი იყო. იგი იმ პერიოდისათვის მეტად ექსტრაორდინალური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. გატაცებული იყო მაგიით, ოკულტიზმით და მითოლოგიით. ამავე დროს იგი ვეგეტარიანელი და არამწეველი გახლდათ.



8. ალისტერ ქროული


image

ქროული იყო „ღრმადმორწმუნე“ ჯადოქარი და ოკულტისტი. მან განავითარა „თელემას თეორია“. იგი მეტად თავისუფალი სტილით ცხოვრობდა. მან გემო არაერთ ნარკოტიკს გაუსინჯა, რასაც არც მალავადა. იგი ასევე ღიად საუბრობდა სექსზე და თავს გადამხდარი სექსუალური კავშირების დეტალებზე.


7. პენი და ტელერი

image

მათ თავიანთი წარმოდგენა „ლას ვეგას შოუში“ დადგეს, ასევე ხშრად სტუმრობდნენ „დევიდ ლეთერმანის შოუს“ და „შაბათის ღამის შოუს“, სადაც მათ პუბლიკის კეთილგანწყობა და საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვეს.





6. ზიგფრიდი და როი

image

მათი ისტორია თითქმის პენი და ტაილერის ისტორიასავითაა,
იმ განსხვავებით, რომ ზიგფრიდი და როი უფრო მასშტაბურ მეჯიქ შოუებს დგამდნენ.





5. მარკ ვილსონი

image

იგი სწორედ ზემოაღნიშნული „ლას–ვეგას შოუს“ წამყვანი
იყო, სადაც არაერთი ტრიუკით გააოცა მაყურებელი



4. ლანს ბარტონი


image

მანაც „ლას–ვეგას შოუში“ მონაწილეობით გაითქვა სახელი.
მან „ჯადოქრობას“ ხელი ადრეულ ასაკში მიჰყო და უკვე 20 წლისათვის მსოფლიო მეჯიკების საძმოსაგან „ოქროს მედალიც მიიღო“. იგი მეტად ხშირი სტუმარი იყო ამერიკულ „ღამის შოუებში“
როგორც ჯონი ქარსონთან, ასევე ჯეი ლენოსთან. ცნობისთვის „ლას–ვეგას შოუმ“ 16 წელი იმოღვაწა და 2010 წელს დაიხურა.



3. ჟან–იუჯინ რობერტ ჰუდინი

image

იგი თანამედროვე ილუზიონიზმის ერთ–ერთი პირველი დამაარსებელია. მან პირველმა ჩატარა ტრიუკი „ტყვიის დაჭერა“.



2. დევიდ კოპერფილდი

image

იგი მე–20 და 21-ე საუკუნეების ყველაზე ცნობილი ილუზიონისტი
იყო. მან ეს პროფესია ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში შეითვისა. მისი ყველაზე ცნობილი მეჯიქ–შოუებია
„თავისუფლების ქანდაკების“ გაქრობა და „გრანდ კანიონზე“ გავლა.



1. ჰარი ჰუდინი


image

ბევრისთვის მისი სწორედ მისი სახელი ასოცირდება ილუზიონიზმთან და ჯადოქრობასთან. ის ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში აოცებდა ხალხს ბანქოს ტრიუკებით. ბევრი მის სახელს ოკულტიზმთან აკავშირებს, თუმცა ფაქტი ერთია - ჰარი ჰუდენი ყველაზე პოპულარული მეჯიქია, რომლის ტრიუკებმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა მსოფლიოზე.




აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ილუზიონისტი „დინამოს“ მეტსახელით, თუმცა ჯერჯერობით იგი ამ ათეულში ვერ მოხვდა სავარაუდოდ არასაკმარისი „სტაჟის“ გამო, თუმცა წლების შემდეგ გამორიცხული არაა, ზემოაღნიშნულ ათეულში მოხვედრილი პირები სწორედ
„დინამომ“ ჩაანაცვლოს.



image




3
1123
3-ს მოსწონს
ავტორი:შერიფი 022
შერიფი 022
1123
  
2016, 13 ნოემბერი, 22:29
აუუუუ....ეგ არი რაც არი,..... წყალზე რო დადის ფეხით, ძაან ძლიერია მართლა
2012, 6 ნოემბერი, 13:36
კრის ანჯელო??????????
2012, 6 ნოემბერი, 11:19
დინამო მართლა უმაგრესიაა
0 1 3