x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ფობიები
image

აგორაფობია — სივრცის ან ბრბოს შიში.

ავიოფობია, ავიატოფობია, აეროფობია — ფრენის შიში.
აკაროფობია — ფხანის შიში

აკროფობია, ალტოფობია — სიმაღლის შიში.
ალგოფობია — შიში ტკივილის მიმართ .
ალეკტოროფობია — ქათმების შიში
ალლიუმფობია — ნივრის შიში
ამბულოფობია — სიარულის შიში


ამქსოფობია — ავტომანქანის მართვის შიში
ანაბლეფობია — მაღლა ახედვის შიში
ანგინოფობია — ანგინის ან გაგუდვის შიში
ანგლოფობია — ზიზღი ყველაფერი ინგლისურის მიმართ.
ანდროფობია — შიში მამაკაცების მიმართ .
ანთროპოფობია — ადამიანებთან ურთიერთობის შიში
ანთროფობია — ყვავილების შიში.
ანუპტაფობია — დაუქორწინელბად დარჩენის შიში
აპეიროფობია — სასრულობის შიში
აპიფობია, მელისოფობია — ფუტკრების შიში
არაქიბუტიროფობია — არაქისის კარაქის სასაზე მიკვრის შიში
არაქნოფობია — შიში ობობის მიმართ .
ასტრაფობია, ბრონტოფობია, კერაუნოფობია — ელვის შიში .
ატაქსოფობია — უწესრიგობის შიში.
ატელოფობია— არასრულყოფილობის, ნაკლებობის შიში.

ატიქიფობია— წარუმატებლობის შიში.
აუროფობია — ოქროს შიში
აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში.
აფენფოსმფობია — შიში იმისა, რომ ხელი შეგახონ.

----------------------------------------------------------------------

ბაცილოფობია, ბაქტერიოფობია, მიკროფობია — შიში მიკრობებისა და ბაქტერიების.
ბაროფობია — გრავიტაციის შიში.
ბიბლიოფობია — წიგნების შიში, სიძულვილი.
ბიფობია — ბისექსუალების ზიზღი.
ბოტანოფობია — მცენარეების შიში.

-----------------------------------------------------------------------

გამოფობია — დაქორწინების შიში.
გენოფობია, ცოიტოფობია — სექსუალური სიახლოვის შიში.

გერონტოფობია — დაბერების შიში, ან მოხუცი ხალხის ძულვილი.
გინოფობია — შიში ქალების მიმართ.
გლოსოფობია — საზოგადოებასთან სიტყვით გამოსვლის შიში.

-------------------------------------------------------------------------

დენდროფობია — ხეების სიში.
დენტოფობია, ოდონტოფობია — კბილის ექიმების და მისი მკურნალობის შიში.
დომატოფობია — სახლების, შენობების შიში.

-------------------------------------------------------------------------

ელუროფობია — კატების შიში.
ემეტოფობია — პირღებინების შიში.
ენტომოფობია — მწერების შიში
ეროტოფობია — შიში სექსის და მასთან დაკავშირებული კითხვების მიმართ.
ესოფობია — სახლში ყოფნის შიში.

ეფებოფობია, ეფებიფობია — თინეიჯერების შიში.
ექუინოფობია, ჰიპოფობია — ცხენების შიში.

--------------------------------------------------------------------------

ვენუსტრაფობია — შიში ლამაზი ქალების მიმართ.
ვიკაფობია — ჯადოქრების, კუდიანების შიში.

--------------------------------------------------------------------------

ზოოფობია — საერთოდ ცხოველების შიშის სახელწოდება.

--------------------------------------------------------------------------

იატროფობია — ექიმების შიში.

--------------------------------------------------------------------------

კიბერფობია — კომპიუტერების შიში.
კინოფობია — ძაღლების შიში.
კლაუსტროფობია — შიში ჩაკეტილი სივრცისა.
კოინონიფობია — ოთახების შიში.
კოულროფობია — შიში კლოუნების მიმართ (ავი კლოუნების ჩათვლით).
კლიმაკოფობია — კიბეებზე ასვლის შიში

--------------------------------------------------------------------------

ლალოფობია, ლალიოფობია — საუბრის შიში.
ლეუკოფობია — თეთრი ფერის შიში.
ლილაპსოფობია – ქარიშხალის შიში.

--------------------------------------------------------------------------

მაგეიროკოფობია — საჭმლის მომზადების შიში.
მელანოფობია — შავი ფერის შიში.
მისოფობია — შიში ჭუჭყისა და მიკრობების მიმართ.
მუსიფობია — ვირთხებისა და თაგვების შიში

--------------------------------------------------------------------------

ნეკროფობია — სიკვდილისა და მკვდრების შიში.

ნეოფობია, ცაინოფობია, ცაინოტოფობია, ცენოფობია, ცენტოფობია, კაინოლოფობია, კაინოფობია — სიახლის შიში.
ნიქტოფობია, ახლუოფობია, ლიგოფობია, სკოტოფობია — სიბნელის შიში.
ნოსოკომეფობია — საავადმყოფოების შიში.
ნოსოფობია — ავადმყოფთან შეხების შიში.

--------------------------------------------------------------------------

ობესოფობია — წონაში მომატების შიში.
ოკტოფობია — რიცხვი 8–იანის შიში.
ომბროფობია — წვიმის შიში.
ოსმოფობია, ოლფაცტოფობია — შიში სუნის მიმართ.
ორნითოფობია — ჩიტების შიში.
ოფიდიოფობია — გველების შიში

---------------------------------------------------------------------------

პანფობია — შიში ყველაფრის მიმართ, ან მუდმივი შიში, რომლის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
პარასკავედეკატრიაფობია, პარასკევიდეკატრიაფობია, ფრიგატრისკაიდეკაფობია — რიცხვი 13-ის, პარასკევიდღის შიში.
პედოფობია — ბავშვების შიში.
პენტერაფობია --- სიდედრის შიში.

პიროფობია — ცეცხლის შიში.
პორფიროფობია — მეწამული ფერის შიში.
პტერიდოფობია — გვიმრების შიში.

---------------------------------------------------------------------------

რადიოფობია — რადიოაქტიურობის ან რეტგენის სხივების შიში.
რანიდაფობია — ბაყაყების შიში.
რუსოფობია — ზიზღი ყველაფერი რუსულის მიმართ.

----------------------------------------------------------------------------

სელაფობია — მკვეთრი ფერების შიში.
სელენოფობია — მთვარის შიში.
სინოფობია — ზიზღი ჩინური კულტურისა და ხალხის მიმართ.
სიფილოფობია — სიფილისით დაავადების შიში.
სკოპოფობია, სკოპტოფობია — შიში იყო სასაცილო, მიიქციო ყურადღება.
სომნიფობია — ძილის შიში.
სოციოფობია — შიში ან ზიზღი საზოგადოების ან საერთოდ ხალხის.

სქოლიოფობია — სკოლის შიში.

--------------------------------------------------------------------------

ტაფოფობია — საფლავის, ან საფლავში ცოცხლად დამარხვის შიში.
ტაქოფობია — სიჩქარის შიში.
ტექნოფობია — შიში ტექნოლოგიის მიმართ.
ტეტრაფობია — შიში რიცხვი 4–ისა.
ტოკოფობია, ლოკიოფობია — მშობიარობის შიში.
ტონიტროფობია — ჭექა–ქუხილის შიში.
ტრანსფობია — ტრანსსექსუალების შიში ან ზიზღი.
ტრისკაიდეკაფობია, ტერდეკაფობია — რიცხვ 13–ის შიში.
ტრიპანოფობია, აიხომოფობია, ბელონეფობია, ენეტოფობია — შიში ნემსის, ინექციისა ან წვეტიანი საგნების მიმართ.

---------------------------------------------------------------------------

ფილოფობია — სიყვარულის შიში.
ფობოფობია – ფობიების შიში.
ფონოფობია — ხმამაღალი ხმების შიში.
ფოტოფობია — სინათლის შიში.
ფრანკოფობია — ზიზღი ყველაფერი ფრანგულის მიმართ.

---------------------------------------------------------------------------

ქიონოფობია — თოვლის შიში.
ქიროპტოფობია — ღამურების შიში.
ქრომოფობია — ფერების შიში.
ქრონომეტროფობია — საათების შიში.
ქსენოფობია — უცხო ხალხის შიში.

---------------------------------------------------------------------------

ცატოპტროფობია — სარკის შიში.
ცაცოფობია — შიში უშნო ხალხის მიმართ.
ციბოფობია, სიტოფობია — ანტიპატია საჭმლის მიმართ, ნერვული ანორექსიის სინონიმი.

--------------------------------------------------------------------------

ჰელიოფობია — მზის სხივის შიში.
ჰემოფობია, ჰაემოფობია — სისხლის შიში.
ჰერპეტოფობია — ქვეწარმავლების შიში.
ჰეტეროფობია — ჰეტეროსექსუალების ზიზღი ან შიში.
ჰექსაკოსიოიჰექსეკონტაჰექსაფობია (ჰექსა კოსიოი ჰექსა კონტა ჰექსა ფობია) — შიში რიცხვ 666–ის მიმართ.
ჰიდროფობია, აქუაფობია — წყლის შიში.
ჰომოფობია — ჰომოსექსუალების ზიზღი ან შიში.
ჰოპლოფობია — შიში ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ.
ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია – გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიში

6
461
5-ს მოსწონს
ავტორი:მიუნჰაუზენი
მიუნჰაუზენი
461
  
2019, 16 მაისი, 12:01
ტონიტროფობია შარშან დავამარცხე, მაგრამ ნაწილობრივ მაქ. ღამით, როცა მძინავს, რადგან მაღვიძებს და მისი ხმა ძილში მიშლის ხელს
2019, 16 მაისი, 11:59
მე კინოფობია მჭირს, უფრო თავისუფალი ძაღლების, რადგან კაციშვილმა არ იცის რას გიზამს.
მე წყაროზე წასვლაც მაგრა მეშინია ერთი ძაღლის გამო, რადგან ჩემ კლასელს უკბინა უმიზეზოდ. არადა ჩემს უბანში ბევრი ქუჩის ძაღლია
2012, 5 ნოემბერი, 9:55
უმეტესობა ვიცოდი:)
ჩემი ფობიაც ვიპოვე-კლაუსტროფობია
2012, 4 ნოემბერი, 23:03
მაგარი სიახლეა სულ მაინტერესებდა სად გამეგო რა რომელი ფობიაა მადლობა აწი მეცოდინება )
2012, 4 ნოემბერი, 20:23
მადლობთ კეთილო ადამიანო
2012, 4 ნოემბერი, 19:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6