x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფინანსთა სამინისტრო დაფინანსებას იმცირებს

imageმთავრობის სხდომა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით შეიკრიბა, ქვეყნის 2013 წლის ბიუჯეტზე მსჯელობს.
სხდომის დაწყებამდე მინისტრებმა კომენტარები გააკეთეს და საკუთარი სამინისტრობის ბიუჯეტის შემცირების შესახებაც
ისაუბრეს.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აღნიშნა, წინა წლებში ადგილი ჰქონდა გაბერილ ბიუჯეტს და ახლა მიესალმება მის შემცირებას. რაც შეეხება ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტს, როგორც კალაძე აცხადებს, ის 9 მილიონს აღწევს.
ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხები განათლების, ჯანდაცვის და თავდაცვის სფეროებისათვის გამოიყოფა, ხოლო საკუთარი უწყებიდან 10%-იან დანაზოგს გააკეთებს.
“ბიუჯეტში გამოიძებნა 8 მილიარდზე მეტი ლარი, რომელიც სავსებით საკმარისია დაპირებების ასრულებისთვის და მათი შესრულება ამ წლიდან ეტაპობრივად დაიწყება. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ არ იგეგმება კადრების და ხელფასების მნიშვნელოვანი შემცირება. დაფინანსების შემცირება შეეხება მხოლოდ ისეთ პროექტებს, რომელთა განხორციელების საჭიროება საქართველოში არ დგას. მაგალითად, ახალ პარლამენტის შენობას აღარ ავაშენებთ ქუთაისში და ამაში 340 მილიონ ლარს აღარ დავხარჯავთ. 340 მილიონი კი სრულიად საკმარისია, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის განსახორციელებლად. არ ავაშენებთ "ანბანის კოშკს" და კაფეებს, რაზეც არაერთი ასეული მილიონი ლარია დახარჯული. გავაგრძელებთ მიმდინარე პროექტებს, თუმცა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ იგეგმება. ფინანსთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით და შეიმცირა თავისი დაფინანსება 10 %-ით. ჩვენ დაველოდებით იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს ეკონომიკა საშუალებას მოგვცემს, უფრო მეტ ფუფუნებაში იცხოვრონ სახელმწიფო მოხელეებმა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პროექტის შეტანა და განხილვა 5 ნოემბერს იგეგმება.


image

0
390
შეფასება არ არის
ავტორი:ცისანა შერგილაშვილი
ცისანა შერგილაშვილი
390
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0