x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ეკონომიკის არსი და საგანი. შემადგენელი ნაწილები

საზოგადოების წარმოშობისა და განვითარების პროცესის სხვადასხვა მხარეს სწავლობს სხვადასხვა მეცნიერება, სწორედ მეცნიერების ერთ-ერთი დარგი, რომელსიც სწავლობს საზოგადოების წარმოშობისა და განვითარების ეკონოიკურ მხარეს არის, არის ეკონომიკა.
სტუდენტებმა ეკონომიკა უნდა შევისწავლოთ რადგან იგი დაგვეხმარება სამყაროს შეცნობაში, უკეთ გაეცნბიტ ცხოვრების ეკონომიკურ არსს, გავარკვევთ როგორ ვხარჯოთ შემოსავალი, სად ვიმუშაოთ, რამდენი დავზოგოთ, რომელ პოლიტიკურ ქალას დავუჭიროთ მხარი და ა.შ.
მეცნიერების ამ დარგს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ადრე „პოლიტიკური ეკონომია“ ეწოდებოდა. XIX-XX საუკუნეში გაჩნდა მისი სხვადასხვა სახელწოდებითი ვარიანტები, როგორიცაა: „ეკონომიკური თეორიის საფუძვლები“, „ეკონომიკის პრინციპები“, ეკონომიკის საფუძვლები, ზოგადი ეკონომიკური თეორია, „ტეორიული ეკონომიკა“ და სხვა.
მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა და პროცესი განხილულია ანტიკური სამყაროს წარმომადგენელთა პლატონის, არისტოტელეს, ქველი ეგვიპტის, ჩიეტის მოაზროვნეთა ნაშრომებში. ეკონომიკის შესახებ ბაბილონის მეფე ჰამურაბიც წერდა (ძვ.წ.აღ. 1775-1772 წ.წ.)
ეკონომიკის საკითხების კვლევას მიეწღვნა გამოჩენილი მოაზროვნეების: ადამ სმითის, დევიდ რიკარდოს, მარქსის და სხვათა ფუნდამენტური ნაწარმოებები.
პირველად სოციალურ-ეკონომიკურ ლიტერატურაში ტერმინი „პოლიტიკური ეკონომიკა“ მერკანტილიზმის ფუძემდებელმა სერ-დე ვატევილ ანდუან მონკრუტიენმა გამოიყენა.
ქსენოკონტეს და არისტოტელეს შემოღწბული ტერმინები „ეკონომიკა“ და „ეკონომია“ 1615 წლამდე ძველ შინაარსით გამოიყენებოდა, ეს კარგად იცოდა მონკრეტიენმა მან „ეკონომიას“
წინ ჩაუსვა ტერმინი „პოლიტიკური“ და ამით მიიყო ეკონომიური მეცნიერების სახელწოდება „პოლიტიკური ეკონომია“.

0
617
შეფასება არ არის
ავტორი:wizard
wizard
617
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0