x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508575
დროში მოგზაურობა შესაძლებელია?

imageეს, სურათი კანადის ერთ-ერთმა მუზეუმმა გამოფინა. მას მაშინვე მოჰყვა ხმაური. შეიძლება ითქვას, ინტერნეტი ააფეთქეს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც დააკვირდნენ ფოტოს, სადაც კეთილშობილ მოქალაქეებთან ერთად სურათზე აღბეჭდილია ახალგაზრდა მამაკაცი.

ბევრმა ექსპერტმა უტრიალა სურათს, მაგრამ სიყალბე ვერ აღმოაჩინა.

სურათი გადაღებულია 1941 წელს პროვინციული ხიდის გახსნისას. შეკრებილ ხალხთან ერთად დგას ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მიიქცია ხალხის ყურადღება. გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, ეს არ არის იმ დროის ადამიანი როგორც ყველა სხვა გარშემომყოფი. ვინ უნდა იყოს თუ არა დროში გადაადგილებული? imageმისი ვარცხნილობა არ ჰგავს იმ დროისას, არც მზის სათვალეა მაშინდელი. ნაქსოვი ჟაკეტი შეიძლება არ იყოს თანამედროვე, მაგრამ მაიკას ვერსად წაუვალთ, რომელსაც ნაბეჭდი წარწერა აქვს. მაშინ წარწერებს ან აქსოვდნენ, ან აკერებდნენ.

ხელში ფოტოაპარატი აქვს. ეს კი ნამდვილად არაა ისეთი, როგორსაც ხმარობდნენ მაშინ( ობიექტივი გარმონივით იწელბოდა). ეს კი უახლეს მოდელს ჰგავს. ეს მამაკაცი XXI საუკუნისაა.

5
737
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
737
  
2012, 2 ნოემბერი, 16:40
ეგ სპეციალისტებმა გამოიკვლიესო და ნამდვილიაო და რა ვიცი?!
2012, 2 ნოემბერი, 13:24
ფოტოშოპით იქნება ჩასმული სურათში ))
2012, 2 ნოემბერი, 11:42
რამდენი ხანია ამ სურათმა გაყო ხალხთა აზრი,პასუხს ვერასოდეს გავიგებტ ალბათ
2012, 1 ნოემბერი, 23:50
სკანდალი+++++++++
0 1 5