x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ბაზრის არსი და სტუქტურა

საინტერესოა რა არის ბაზარი და როგორ განისაზღვრება იგი?

ბაზარი არის კონკრეტული საქონლისა და მომხმარებლის რეალიზაციის მიზნით მყიდველებსა და გამყიდველების ჯგუფის შეხვედრის ადგილი, მათი ურთიერთობების ორგანიზაციული ფორმა


საქონლისა და მომსახურების მყიდველთა ჯგუფი განსაზღვრავს მათზე მოთხოვნის, ხოლო გამყიდველების ჯგუფის ამ საქონლისა და მომსახურების მოწოდებას. ბაზრის სტრუქტურა სხვადასხვაგვარია არსებობს ნაკლებად ორგანიზებული ბაზრები. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ზღვის სანაპიროზე ან ბულვარებში მოსიარულე გამყიდველები ისინი მყიდველებს არ ხვდებიან დათქმულ ადგილას, დათქმულ დროს, ზოგიერთი დილით ყიდულობს ზოგიერთი კი საღამოს, ამით იმის თქმა მინდა რომ მყიდველები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე იმყოფებიან, თანაც სხვადასხვა სახეობის პროდუქტს იძენენ, ამიტომ ამათუიმ პროდუქტის ფასი განსხვავდება თუნდაც ის იყოს ნაყინი ან გამაგრილებელი სასმელი გამყიდველი მის ფასს ინდივიდუალურად განსაზღვრავს. მყიდველებიც თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი პროდუქტი იყიდონ, რა რაოდენობის, რა ხარისხის და რა ღირებულების. სწორედ ეს ქმნის არაორგანიზებულ ბაზარს.


არსებობს კონკურენციული ხასიათის ბაზრებიც, ყოველ მყიდველს შეუძლია არჩევანი გააკეთოს გამყიდველებს შორის. განვიხილოთ მაგალითი თბილისის ერთ-ერთ უბანში არის ორი თამბაქოს ჯიხური, ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ, ფასებს აკლებენ, მომსახურებას აუმჯობესებენ, რეკლამას იკითებენ რომ მეტი მყიდველი მიიზიდონ. ასეთ ბაზრებზე საქონელსა და მომსახურებაზე ფასები ყალიბდება მიწოდება-მოთხოვნის საფუძველზე. სწორედ ამაში გამოიხატება მიწოდებისა და მოთხოვნის, საბაზრო ძალის არსი.

0
600
2-ს მოსწონს
ავტორი:wizard
wizard
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0