x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ნოემბერი-თვის ასტროლოგიური პროგნოზი
imageთვის განმავლობაში მოიმატებს ჰარმონიულობა პირადულ ურთიერთობაში. გამოიჩინეთ მეტი სირბილე და სინაზე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. თვის პირველ ნახევარში აქტიურად დასახავთ მიზნებს. შედეგები დამოკიდებული იქნება თქვენ შეუპოვრობას, ენერგიულობაზე. საკუთარ გეგმებზე გულახდილად ისაუბრეთ, ამგვარად შეძლებთ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას. თვის მეორე ნახევარში მეგობრებთან ურთიერთობა უფრო დინამიური გახდება, გაგიჩნდებათ მეტოქეობის გრძნობაც, რაც ხელს შეუწყობს თქვენი იდეების აქტიურად რეალიზებას.

ხელსაყრელი დღეები:4, 5, 13, 14, 21, 22.

არახელსაყრელი დღეები: 1, 2, 8, 9, 15, 16, 28, 29.


imageთვის განმავლობაში წარმატებულად ჩაივლის სწავლის პროცესი. თანაკურსელებს და ლექტორებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. გამოცდებს კარგად ჩააბარებთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა უცხოელებთან, განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში, რასაც ხელს შეუწყობს თქვენი აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია. ასევე შეძლებთ საკუთარი გეგმების და იდეების რეალიზებას. თვის მეორე ნახევარი დაუთმეთ დასვენებას, მათ შორის აქტიური ფორმის.


ხელსაყრელი დღეები: 1, 2, 10, 11, 19, 20.

არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 12, 13, 26, 27.


imageთვის განმავლობაში მოიმატებს წარმატების შანსი კარიერულ საკითხებში. წარმატება ხშირად დამოკიდებული იქნება თქვენ მომხიბვლელობას და გარეგნობაზე, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ხელმძღვანელებთან ან საქმიანი შეხვედრისას. ასევე მნიშვნელოვანია კომპრომისზე წასვლის უნარი. თვის პირველ ნახევარში სასიცოცხლო ენერგია ნაკლებად გექნებათ, ამიტომ ნებისმიერ აქტივობას ჩაანაცვლეთ დასვენება. კარგი დროა განმარტოებისთვის. თვის მეორე ნახევარში იგრძნობთ ენერგიის მომატებას, რის გამოც ნებისმიერ საქმეს ადვილად მოაგვარებთ.

ხელსაყრელი დღეები:8, 9, 16, 17, 26, 27.

არახელსაყრელი დღეები: 4, 5, 10, 11, 23, 24.


imageთვის განმავლობაში გაუმჯობესდება ურთიერთობა მეგობრებთან. ისინი უფრო სასიამოვნო და გულითადები გახდებიან, ახლობლები მეტად გამოამჟღავნებენ მომხიბვლელობას და ტაქტიანობას. მოსალოდნელია ნაცნობობა საინტერესო ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა თქვენ კარგ მეგობრებად გადაიქცნენ. თვის პირველ ნახევარში გაიზრდება თქვენი აქტიურობა, უფრო ენერგიული გახდებით, ღიად გამოამჟღავნებთ საკუთარ ხასიათს, ასევე მეტ შეუპოვრობას გამოიჩენთ. შეგიძლიათ დაკავდებთ სპორტით, რაც ხელს შეუწყობს კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას, ზედმეტი წონის მოშორებას. თვის მეორე ნახევარში აქცენტი გადაიტანეთ ფინანსურ მხარეზე. შემოსავალი გაიზრდება, მაგრამ ყურადღებით გააკონტროლეთ ხარჯები.

ხელსაყრელი დღეები: 6, 7, 14, 15, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები: 1, 2, 8, 9, 21, 22, 28, 29.


imageნოემბერში მეტი დრო დაგჭირდებათ დასვენებისთვის, რომელიც განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ და ხელს შეუწყობს თქვენი აქტიურობის გაზრდას. ამ პერიოდში აუცილებლად გჭირდებათ შესვენება ძალების აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში სისუსტე ან სტრესი გელოდებათ. მოსალოდნელია ფარული სიყვარულის გაჩენა, თუმცა გრძნობა გაუზიარებელი დარჩება. თვის პირველ ნახევარში შემოსავლის მატება დამოკიდებულია თქვენ აქტიურობაზე და სიმტკიცეზე. მეორე ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობის, საკუთარი მოსაზრებების დაცვისთვის. ამასთან მოერიდეთ კამათს და მოთოკეთ ემოციები.

ხელსაყრელი დღეები:4, 5, 13, 14, 21, 22.

არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 19, 20, 26, 27.




imageგაძლიერდება სტილის და სილამაზის შეგრძნება, უფრო მეტად მომხიბვლელი გახდებით. ჰარმონიულად გამოამჟღავნებთ ხასიათის თვისებებს, საკუთარ შესაძლებლობას. ხელსაყრელი დროა გარეგნობას და საქციელში ცვლილებების შესატანად. თვის პირველ ნახევარში აქტიურად იმოგზაურებთ და უფრო პირდაპირი იქნებით ურთიერთობისას. ნეგატიური გავლენების თავიდან ასაცილებლად უფრო კარგად დაგეგმეთ გადაადგილება. ურთიერთობისას გაითვალისწინეთ არსებული გამოცდილება და დაშვებული შეცდომები. მეორე ნახევარში შეგიძლიათ დაკავდეთ რაიმე აქტიური საქმიანობით სახლში.

ხელსაყრელი დღეები:1, 2, 10, 11, 19, 20.

არახელსაყრელი დღეები:4, 5, 16, 17, 23, 24.



imageთვის განმავლობაში გაუმჯობესდება თქვენი მატერიალური მდგომარეობა. წარმატება თან გდევთ ფინანსურ საკითხებში, დადებთ მომგებიან გარიგებას ან გააკეთებთ მომგებიან შენაძენს. ცვლილებები შეეხება თქვენ შინაგან ფასეულობასაც, გაიზრდება კომფორტისკენ სწრაფვა. თვის პირველ ნახევარში უფრო დინამიური იქნება ურთიერთობა ნათესავებს და ოჯახის წევრებთან. თუმცა მნიშვნელოვანია ზედმეტი კონფლიქტის და კამათის თავიდან აცილება. თვის მეორე ნახევარში გაძლიერდება რომანტიკული განწყობა. ის პაემნების, ახალი ნაცნობობის და აქტიური გართობის დრო იქნება. მოსალოდნელია სასიყვარულო თავგადასავლები.

ხელსაყრელი დღეები:8, 9, 16, 17, 26, 27.

არახელსაყრელი დღეები: 1, 2, 14, 15, 21, 22, 28, 29.


imageგელოდებათ სასიამოვნო მოგზაურობა, თუმცა 6-26 ნოემბრის განმავლობაში შესაძლოა ნაკლებად სასიამოვნო შთაბეჭდილების მიღება. რომლის თავიდან ასაცილებლად ამ პერიოდისთვის დაგეგმეთ მოგზაურობა მხოლოდ დასვენების, გართობისთვის და ის უფრო ზედმიწევნით გათვალეთ, ასევე დაკვირვებით შეარჩიეთ თანამგზავრები, ისინი თქვენთვის სასიამოვნო ადამიანები უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგზაურობის დროს ამოტივტივდება ურთიერთობის მოუგვარებელი საკითხები. თვის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წარმატება სპორტში, შემოქმედებით საქმიანობაში. მეტ აქტიურობას და სიმტკიცეს გამოიჩენთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას, რაც განსაკუთრებით ქალებს ეხებათ. თვის მეორე ნახევარი ხელსაყრელია სპორტული აქტივობისთვის, ფიზიკური დატვირთვა კარგად აისახება თქვენ ჯანმრთელობაზე.

ხელსაყრელი დღეები: 6, 7, 14, 15, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები:12, 13, 19, 20, 26, 27.



imageმეტი ყურადღება დაუთმეთ სახლს და ოჯახს. ბუნებრივი მომხიბვლელობის მეშვეობით მოაგვარებთ ურთიერთობას ახლო ნათესავებს და ოჯახის წევრებთან. კარგი დროა სტუმრების მისაღებად, სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრისთვის. შეგიძლიათ და უნდა დაკავდეთ ბინის ინტერიერის განახლებით, უფრო კომფორტული და მყუდრო გარემოს შექმნით, რაშიც აუცილებლად დაგეხმარებათ სტილის გაძლიერებული გრძნობა. თქვენ შრომისმოყვარეობაზე დამოკიდებული იქნება შემოსავლის რაოდენობა. თვის მეორე ნახევარში გამოიჩინეთ მეტი შეუპოვრობა პირადულ ურთიერთობაში. მთავარია მოერიდოთ უმიზეზოდ სერიოზული კამათის დაწყებას.

ხელსაყრელი დღეები:4, 5, 13, 14, 21, 22.

არახელსაყრელი დღეები: 10, 11, 16, 17, 23, 24.



imageთვის განმავლობაში გელოდებათ ბევრი რომანტიკა, უფრო მეტი წარმატებით ისარგებლებთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში, რის გამოც გაიზრდება რომანტიკული შეხვედრების, პაემნების ალბათობა. არსებულ ურთიერთობაში მეტი ყურადღება დაუთმეთ ერთობლივ გართობას და დასვენებას. შემოქმედებითი ადამიანებს საშემოდგომო დეპრესია ნაკლებად ემუქრებათ, ხელსაყრელი დროა თვითგამოხატვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თვის პირველ ნახევარში გააქტიურდებით პირადულ და საქმიან ურთიერთობებში. წარმატება დამოკიდებული იქნება თქვენ გამბედაობაზე. მეორე ნახევარში გაგიჩნდებათ რისკის და თავგადასავლებისკენ სწრაფვა

ხელსაყრელი დღეები: 1, 2, 10, 11, 19, 20.

არახელსაყრელი დღეები: 8, 9, 14, 15, 21, 22.



imageგაიზრდება სწრაფვა რისკის მიმართ, უფრო თამამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საქციელის შედეგები შეუქცევადი იქნება, ამიტომ უფრო კარგად გათვალეთ მოვლენათა შემოდგომი განვითარება.თვის მეორე ნახევარში მიიღებთ ახალ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, გაგიჩნდებათ ახალი შეგრძნებები. თავს შეგახსენებთ ყოფილი შეყვარებული ან თავად მოიკითხავთ მას. ეს დრო გამოიყენეთ ძველ საქმიან პარტნიორებთან თანამშრომლობის აღსადგენად. თვის განმავლობაში თან გდევთ წარმატება სამსახურში. გაუმჯობესდება კოლეგებთან ურთიერთობა.

ხელსაყრელი დღეები:8, 9, 16, 17, 26, 27.

არახელსაყრელი დღეები: 6, 7, 13, 14, 19, 20.




imageთვის პირველ ნახევარში მეტად აქტიური იქნებით საინფორმაციო სფეროში. დაინტერესდებით ახალი ცოდნის მიღებით. ამ პერიოდში წარმატება თან გდევთ, ამიტომ ჩაეწერეთ რაიმე სასწავლო კურსზე თქვენი გემოვნების მიხედვით. თვის მეორე ნახევარში შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას-სამსახურში, ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად. არსებულ კავშირები ჰარმონიულად წარიმართება, ხოლო ახალი ნაცნობობა სერიოზულ სასიყვარულო რომანში გადაიზრდება.
ხელსაყრელი დღეები:6, 7, 14, 15, 23, 24.

არახელსაყრელი დღეები:4, 5, 10, 11, 16, 17.



0
346
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0