x
image
alexareb
ელექტროკარდიოგრაფია

ელექტროკარდიოგრამა – (ეკგ) (ელექტრო…, კარდიო… დაგრამა), გულის მუშაობის დროს გულის კუნთში აღძრული ელექტრული იმპულსების გრაფიკული გამოსახულებაა. ელექტროკარდიოგრამა წარმოდგენას იძლევა გულის კუნთის სხვადასხვა მონაკვეთში აღგზნების წარმოშობის, გავრცელებისა და ელექტრული აქტივობის ჩაქრობის პროცესზე. ელექტროკარდიოგრამა – გულში აღმოცენებული ელექტრული პოტენციალების გრაფიკული გამოსახვაა სპეციალური ხელსაწყოს, ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით. პირველი ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა შეძლო 1887 წელს აუგუსტუს ვალერმა ელექტრომეტრით, თუმცა 1895 წელს
ვილემეინტჰოვენმა შეძლო გალვანომეტრის
შექმნა რომლის საშუალებითაც მოხერხდა ელექტროკარდიოგრამის ისეთი ჩანაწერის მიღება, როგორსაც ვიცნობთ დღეს. ეინტჰოვენის გალვანომეტრი შედგებოდა ძალიან წვრილ მოვერცხლილი კვარცის სიმისაგან, რომელიც თავსდებოდა ძლიერ ელექტრო მაგნიტებს შორის. სხეულის ზედაპირიდან მიღებული გულის ელექტრული სიგნალი მიეწოდებოდა სიმს, რომელზეც ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება იწვევდა მისრხევას. ელექტროკარდიოგრამის ეინტჰოვენისეული აღწერა PQRST ტალღების სახით დღესაც გამოიყენება.
image





დღესდღეისობით
უამრავი სხვადასხვა სახის ელექტრო-კარდიოგრაფი არსებობს
image










ელექტროკარდიოგამის– ფურცელი შედგება პატარა უჯრედებისგან, პატარა უჯრედები თავისმხრივ ქმნიან დიდ უჯრებს. ელექტროკარდიოგრამის ფურცლის ჰორიზონტალური მიმართულება ასახავს დროს, ვერტიკალური მიმართულება კი ვოლტაჟს. 1 პატარა უჯრედი ჰორიზონტალური მიმართულებით, არის 0.04 წამი, შესაბამისად 5 პატარა უჯრედი – 0.2 წამს, ხოლო 5 დიდი უჯრედი – 1 წამს. ვერტიკალური მიმართულებით 1 პატარა უჯრედი არის 0.1 მილივოლტი, 5 პატარა უჯრედი 0.5 მილივოლტი, 2 დიდი უჯრედი კი 1 მილივოლტიimage

ელექტროკარდიოგრაფის
მეშვეობით შეიძლება ერთდროულად მოხდეს 12 სხვადასხვა განხრის ჩაწერა.

ელექტროკარდიოგრამის შეერთება ხდება
ფერების მიხედვით წითლი ელექტროდის შეერთება ხდება მარჯვენა ხელზე, ყვითელის-მარცხენა
ხელზე, მწვანე-მარცხენა ფეხზე და შავი-მარჯვენა ფეხზე. არსებობს ელექტროდების შეერთების
სამი სახე
1) მარჯვენა და მარცხენა ხელი.
2) მარცხენა ფეხი და მარჯვენა ხელი.
3) მარცხენა ფეხი და მარცხენა ხელი.

image

1
2066
2-ს მოსწონს
ავტორი:alexareb
alexareb
2066
  
2016, 23 მაისი, 14:56
უკაცრავათ თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ მე მესაჭიროება გალვანომეტრი და თუ შეგიძლიათ მიტხრათ ვინმეს თუ აქვს გასაყიდიი დამიტოვეთ აქ საკონტაქტო ნომერი ან შემეხმიანეთ 579-17-14-25 წინასწარ დიდ მადლობას მოგაღსენებთ
0 1 1