x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508461
ბერმუდის სამკუთხედი
imageბერმუდის სამკუთხედი მდებარეობს ატლანტის ოკეანეში. მისი ფართობი 140 000 კვადრატული მილია. ამ ადგილის წყლები ყოველთვის იყო ამოუხსნელი ამოცანა. ჯერ კიდევ ქრისტოფერ კოლუმბმა აღწერა უცნაური ამბები 1492 წელს, სამკუთხედის გვერდით ჩავლისას რომ ნახა. ის "სანტა-მარიათი" მიცურავდა. ამ გემის ჟურნალი მოგვითხრობს კომპასის ისრის უცნაურ ქცევაზე, ცისა და ზღვის უჩვეულო ნათებაზე. მაშინ ამ ამბავზე არაფერი იცოდნენ. სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე ახლოს იპოვეს ფრანგული აფრიანი გემი "როზალინი". imageიქ ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ არ იყო ეკიპაჟის არცერთი წევრი.

1872 წლის 7 ნოემბერს 7 კაციანი ეკიპაჟისაგან შემდგარი "მარია სელესტა" გავიდა ნიუ-იორკიდან. გადაჰქონდა სპირტი და ჰქონდა საკვების დიდი მარაგი. გემი იყო გამართული, ჰქონდა კარგი საჭე. გემი გაუჩინარდა. როცა იპოვეს, მასზე ყველაფერი ხელუხლებელი იყო. არ იყო მხოლოდ ეკიპაჟი.

1880 წელს გაქრა ბრიტანული სასწავლო გემი "ატლანტა".

1902 წელს ატლანტის ოკეანეში იპოვეს გერმანული გემი "ფრეია", რომელსაც ოთხივე აფრა უფრიალებდა, მაგრამ მასზე არავინ იყო. image1918 წელს ბარბადოსის კუნძულებიდან გავიდა სატვირთო გემი "ციკლოპი". მისი ბედი დღემდე უცნობია.


1945 წლის 5 დეკემბერს 5 ბომბდამშენი გაქრა უკვალოდ. მას მიჰყვა სამაშველო თვითმფრინავიც. ამ ადგილთანაა დაკავშირებული მრავალი იდუმალი ამბავი. აქ გადაფრენისას თვითმფრინავები კარგავდნენ მართვის უნარს, კომპასის ისრები საოცარი სისწრაფით ტრიალებდა.

თვითმხილველების თქმით, ცა თეთრდებოდა და ჩნდებოდა მწვანე ბინდი. გაურკვეველი წარმოშობის მაგნიტური ძალა თვითმფრინავებს და გემებს ითრევდა თითქოს წყალში. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი უქარო ამინდში ხდებოდა.

ბერმუდის სამკუთხედი ყოველთვის როდია საშიში. ხშირად აქ თვითმფრინავები და გემები ძალიან მშვიდად სერავენ ოკეანეს. ვერავინ შეძლო ამ იდუმალების ამოცნობა. ზოგი სკეპტიკოსი ყველაფერს ცუდ ამინდს აბრალებს.

არსებობს მოსაზრება წყალქვეშა ვულკანის არსებობაზეც, რომელიც თითქოს იწოვს გემებს.

ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ აქ არის რაღაც უცნობი განზომილების ჭიშკარიც.

ზოგი ფიქრბს, რომ ეს უცხოპლანეტელებს და შავ ხვრელს უკავშირდება.

ზოგი ამტკიცებს, რომ წყალქვეშ არის ჩაძირული ქალაქი ატლანტიდა და მისი მცხოვრებნი ითრევენ თავისთან გემებს.

დღევანდელი დღისთვის დაფიქსირებულია 140-ზე მეტი შემთხვევა.

უკვალოდ დაკარგულია 1000 კაცზე მეტი.

17
1789
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1789
  
2013, 13 აპრილი, 1:07
შეგიძლია დადო ბერმუდის სამკუთხედის შესახებ მასალა რაც იცი ?
2013, 14 იანვარი, 19:15
მე ბერმუდის სამკუთხედის შესახებ ბევრი რაღაცა ვიცი რომელიც აქ არარის წერილი და რატომ ბერმუდის სამკუთხედი თავისკენ სხეულებს მიზიდავს ესეც ვიცი
2012, 2 ნოემბერი, 16:06
:)))))))))) არ გინდა შავი ზღვის პლაზე იმღერე ჯობია შეეშვი ატლანტიკის ოკეანეს:)))))
2012, 2 ნოემბერი, 16:04
ჩიტო გვრიტოს გავუშვებ ატლანტიდის ვარკვლავებთან ერთად))
2012, 2 ნოემბერი, 16:01
შენ რას იმღერებ ცივ ზამარში,უსახლკაროდ.....................
თუ გაფრინდი შავო მერცხალო
2012, 2 ნოემბერი, 15:59
იქედან შემოვირბენ ინტერმედიაში და დავწერ რაც ხდება) თუ მეც არ დავიწყე სიმღერა :D
2012, 2 ნოემბერი, 15:56
:)) და ბოლო იქნება რასაც გაიგებ:))))))
2012, 2 ნოემბერი, 15:51
სამაგიეროდ ვნახავ რა ხდება)))
2012, 2 ნოემბერი, 15:45
და რომ ვერ დაბრუნდე?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10