x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამერიკა ქარიშხალ ,,სენდის“ გავლის შემდეგ ჭრილობებს იშუშებს
image


ამერიკის შეერთებულ შტატებს ქარიშხალმა “სენდიმ“ გადაუარა.
ორშაბათ საღამოდან 130 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა ქარიხალმა და მასთან ერთად ძლიერმა წვიმებმა 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 8 მილიონზე მეტი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.


image

სამხრეთ მანჰეტენის ქუჩები წყლის ქვეშ, ტალღების მიერ
წაღებული მანქანები, ნიუ ჯერსიში დანგრეული კაშხალი, - ამგვარია სამწუხარო სურათი, რომელიც ქარიშხალმა “სენდიმ“ ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუტოვა.


image


გათენებისას ნიუ-იორკი მოჩვენებების ქალაქს ჰგავდა.სამხრეთ
მანჰეტენის ნახევარზე მეტი ბნელით იყო მოცული, მხოლოდ რამდენიმე გენერატორით აღჭურვილი შენობიდან ანათებდა შუქი. მეტროს გვირაბები დაიტბორა. ზღვის წყალმა ამოვასო დერეფნებიც.



image


ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალი 10-დან 20-მილიარდ
ევრომდეა. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსცა დეკრეტი, რომლითაც სახელმწიფო ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში მცხოვრებ მოსახლეობას მიყენებულ ზარალს აუნაზღაურებს.


image

წყარო: france24

4
535
3-ს მოსწონს
ავტორი:ცისანა შერგილაშვილი
ცისანა შერგილაშვილი
535
  
2012, 3 ნოემბერი, 1:01
მადლობა, გოგოია შენიშვნისთვის, ვეცდები, ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიდეოც დავდო ხოლმე (იმედი, მაქვს, სენდის მსგავს ქარიშხალზე აღარ მომიწევს წერა მომავალში, მაგრამ - მაინც ;)
ისე, სტატიის ფორმატი მხოლოდ სურათების ატვირთვის საშუალებას მაძლევს :(
2012, 2 ნოემბერი, 16:40
უკეთესი იქნებოდა ვიდეო დაგედოთ
2012, 2 ნოემბერი, 2:06
+1
2012, 31 ოქტომბერი, 20:06
100 მილიარდამდე ავა ზარალი ეგ არაფერია ჯერ
0 1 4