x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
სნაიპერული შაშხანა VR1

imageმოწინააღმდეგის დაზიანება ერთი ზუსტი გასროლით შორი მანძილიდან კვლავ აქტუალური რჩება საბრძოლო მოქმედებების დროს, მაგრამ შედარებით მსუბუქი და 7, 62მმ-მდე კალიბრის ვაზნებისთვის განკუთვნილი სნაიპერების შაშხანების სროლის ეფექტური მანძილი 600-800მ-ით შემოფარგლება.მართალია მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანები 12, 7მმ კალიბრის ტყვიებით სამიზნეებს ზუსტად აზიანებენ 1, 2-1, 5კმ-ის მანძილზე, მაგრამ დიდი მასის გამო მათი ოპერატიულად გამოყენება ყოველთვის არ არის შესაძლებელი.image სწორედ ეს გარემოება გაითვალისწინა კერძო საიარაღო ფირმა Vigilance Rifles-მა და დაიწყო თვითდამტენი სნაიპერული შაშხანა VR1-ების მცირე პარტიით წარმოება.
VR1-ს სამ სხვადასხვა ვაზნაზე გათვლილს აწარმოებენ. ერთ-ერთი მათგანი 338 Lapua Magnum-ია, რომლის კალიბრი 8, 7X68მმ-ია. ეს ვაზნა ბოლო დროს ძალზე პუპულარული გახდა სნაიპერული შაშხანების წარმოებელ ფირმებს შორის, რადგან იგი ტრადიციულ 7, 62მმ-იან ვაზნაზე უფრო ძლიერია, თუმცა უფრო ბევრად ნაკლებ უკუცემის ძალას წარმოქმნის გასროლისას, ვიდრე მსხვილკალიბრიანი (12, 7მმ) სნაიპერული ვაზნები.
VR1-ში გამოყენებული მეორე ვაზნა საკმაოდ იშვიათია, 408 Chey-tac-ის კალიბრიimage
10, 3X7, 7მმ-იანი.მისი გასროლისას წარმოქმნილი სალულე ენერგია 11 300 ჯოულს უტოლდება, მაშინ როდესაც იგივე მაჩვენებელი 338 Lapua Magnum-ისთვის მხოლოდ 6 500 ჯოულია.
ამ სნაიპერული შაშხანის მესამე მოდიფიკაცია კი ნამდვილად სპილოებსა და მარტორქებზე სანადიროდ არის გათვლილი, რადგან იგი ზემძლავრ მსხვილკალიბრიან სანადირო ვაზნებს _ 505Gibbs (12, 7X80მმ) მოიხმარს.
სნაიპერული შაშხანის მასა ვაზნებისა და ოპტიკური სამიზნის გარეშე მხოლოდ 7, 7 კგ-ია(საბრძოლო მდგომარეობაში მასა 9კგ-მდე იზრდება), რავ მსროლელს საშვალებას აძლევს ის დიდ მანძიზე ატაროს.ეს მოსახერხებელია არა მარტო სნაიპერისთვის, არამედ იმ მონადირისათვის, რომელიც აფრიკის სავანაში მძიმეწონიან ცხოველებზე _ სპილოზე, ჰიპოპოტამზე თუ მარტორქაზე აპირებს ნადირობას.image

10
238
15-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
238
  
2012, 30 ოქტომბერი, 22:25
მადლობა სუყველას!
2012, 30 ოქტომბერი, 21:31
+++++++++++++++++++++
2012, 30 ოქტომბერი, 19:39
მაგადია
2012, 30 ოქტომბერი, 18:00
++++++++++++++++++++
2012, 30 ოქტომბერი, 17:38
++++++++++++++++++++++++
2012, 30 ოქტომბერი, 17:35
++++++++++++++++
2012, 30 ოქტომბერი, 17:34
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
2012, 30 ოქტომბერი, 17:25
+9+++++++++++++++++++++++++++++++++++++++
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10