x
ბანკები ანუ ყაჩაღები

საქართველოში ისე სწრაფად იზრდება ბანკების ფილიალები ახალ ნაწვიმარზე ამოსული სოკოს რაოდენობაც კი ვერ შეედრება. ხომ ვერ მეტყვით რამ გამოიწვია ამ გაუბედურებულ ეკონომიკურ სიტუაციაში ასე წარმატებული ორგანიზაციების კიდე უფრო წარმატება. ალბათ პასუხი მარტივია. ყაჩაღთა დიდმა ჯგუფმა. რომლებმაც შეძლეს თანხების მოძიება, ძალიან დაბალ პროცენტში და ამ სიდუხჭირის ზღვარზე მყოფ ადამიანებს გრანდიოზულ პროცენტში გადასცეს სესხის სახით და დაუტვირთეს სამმაგი და უფრო მეტი ღირებულების ქონება ჰიპოთეკით. მერე რომ ვერ იხდიან ამ პროცენტებს და უნაკლოდ დამუშავებული და ხელმოწერილი ხელშეკრულების საფუძველზე, უამრავი ოჯახი აღმოჩნდა საუკეთესო შემთხვევაში ნაქირავებ ბინაში, თუ არა მარტივად ქუჩაში . გვეშველება რამე?! კითხვა რომელიც საზოგადოების მინიმუმ ნახევარს აწუხებს უპასუხოდ რჩება.

1
19
1-ს მოსწონს
ავტორი:ბელადი
ბელადი
19
  
2012, 29 ოქტომბერი, 18:02
ძალიან აქტუალური თემაა ესეც
0 1 1