x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ბადრი პატარკაციშვილი მოწამლეს.

imageბადრი პატარკაციშვილი, ქართველი ოლიგარქი, რომელსაც ძალიან უყვარდა თავისი ქვეყანა 2008 წლის 12 თებერვალს, ლონდონში, თავის სახლში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო. თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები ბევრი იყო მაშინაც და არის ახლაც. წელს, 31 ოქტომბერს, ბადრი პატარკაციშვილს 55 წელი შეუსრულდებოდა. ისევე როგორც სხვა მოულოდნელ გარდაცვალებას, ამ შემთხვევასაც განვიხილავთ, როგორც საეჭვოს, ” - იტყობინება Times-ი ისურეის პოლიციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. პატარკაციშვილის პოლიტიკურმა მოკავშირემ ნონა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზი ”თითქოს გულია”, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ბიზნესმენი არ ავადმყოფობდა და კარგად იყო. "ეს მოხდა 11 საათზე (გასულ საღამოს) ბადრის სახლში ლონდონთან ახლოს. რამდენადაც მე მისი ნათესავებისგან ვიცი, მიზეზი გული იყო, ”- განუცხადა ოლიგარქმა ბორის ბერეზოვსკიმ, პატარკაციშვილის მეგობარმა და ბიზნეს-პარტნიორმა სააგენტო ”როიტერს” ტელეფონით. პატარკაციშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს უღალატეს, მას არ ჰქონია ჟანმრთელობის პრობლემა. პატარკაციშვილი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ნოემბრიდან მას მერე, რაც ქართველმა სამართალდამცავებმა სახელმწიფო შეთქმულების მომზადებაში ჯერ ეჭვმიტანილად, მოგვიანებით კი ბრალდებულად სცნეს და მასზე ძებნა გამოაცხადეს, თბილისში აღარ ჩამოსულა. ის ან ბრიტანეთში ან ისრაელში იმყოფებოდა. პატარკაციშვილმა 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილი დაიკავა ხმათა 7, 1%-ით. ექსპრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ჩვენი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ზურაბ ჟვანია მოკლეს, ისევე როგორც ბადრი პატარკაციშვილიო. შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ ბადრი მოწამლეს.




7
7950
9-ს მოსწონს
7-ს არა
ავტორი:jango
jango
7950
  
2015, 14 ნოემბერი, 4:26
მეც ვარ დარწმუნებული მიხოს მოკლულია, მის კისრზე უამრავი მკვლელობაა
2013, 17 ოქტომბერი, 10:42
მოწამლეს
2013, 15 ოქტომბერი, 2:15
მოწამლეს არა დღნაჩვი
2012, 9 ნოემბერი, 1:45
ის რომ მოკლეს, მხოლოდ მიშას ხალხს არ ჯერავს.
2012, 31 ოქტომბერი, 0:56
აუუ ახალი ამბავი თქვიტ თქვენც რაა !! რო მოწამლეს ეს ბავშვმაც კი იცოდა !!
2012, 30 ოქტომბერი, 16:17
რავიცი რავიცი, მე ეხლაც ცოცხალი მგონია..!
2012, 29 ოქტომბერი, 10:47
ეჭვს ,არც მაშინ და მით უმეტეს ახლაც ,არ იწვევს ის, რომ მოკლულია
0 1 7