x
მეტი
  • 01.09.2024
  • სტატია:136804
  • ვიდეო:351960
  • სურათი:511012
რა იზიდავთ მამაკაცებს ქალის გარეგნობაში?
imageგთავაზობთ მამაკაცების შეხედულებებს ქალის გარეგნობასთან დაკავშირებით.თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ მათ, პირველ რიგში, ნაზი ქალები ხიბლავთ, რბილი ხასიათითა და თვალებში ამოუცნობი "ნაპერწკლით".ისინი არასერიოზულად აღიქვამენ ქალებს, რომლებიც აშკარად აქტიურობენ და მოსვენებას არ აძლევენ, თუმცა არც პირველ ნაბიჯს გადადგამენ თუ ერთი პროცენტითაც არ არიან დარწმუნებულები საკუთარ წარმატებაში.ახლა კი გადავიდეთ გარეგნობაზე:

თმა - ვარცხნილობა უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, ის უნდა უჩენდეს მამაკაცს არა მარტო ცქერის, არამედ შეხების სურვილსაც.ასევე კარგი იქნება თუ თმაზე სუნამოს მსუბუქი არომატი გექნებათ.

სამკაულები - არავითარ შემთხვევაში არ გადაიტვირთოთ და ზედმეტად თვალშისაცემი სამკაულები არ გაიკეთოთ.სამაჯურების რაოდენობა უკიდურეს შემთხვევაში ოთხზე მეტი არ უნდა იყოს, საყურეების ფორმას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ისინი შეესაბამებოდეს ტანისამოსს და უმთავრესია, რომ ყველა სამკაული ერთი მატერიისგან იყოს დამზადებული.

ხელები და თითები - მოვლილი ხელები საკმაოდ იზიდავთ მამაკაცებს, მოუვლელი კი ძალიან უარყოფითად მოქმედებს მათ თქვენდამი განწყობაზე.მნიშვნელობა არ აქვს ლაქის ფერს, შეარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ.


მაკიაჟი - მსუბუქი და ბუნებრივი მაკიაჟი ტყუილად არაა ყველაზე პოპულარული.მამაკაცს სურს გვერდით ქალი ჰყავდეს და არა შეღებილი თოჯინა, რომელსაც ისე ვერ აკოცებ, რომ სახე არ დაისვარო.

არომატი - მამაკაცების უმეტესობას მსუბუქი არომატი მოსწონს, რომელიც მას სურვილს უჩენს, თქვენთან ახლოს იყოს, ამიტომ მკვეთრ სუნამოებს ნუ შეარჩევთ.

სათვალე - უნდა იყოს გემოვნებით შერჩეული და გიხდებოდეთ, თუმცა ეს ისედაც გასაგებია.მთავარი ისაა, რომ ზედმეტად ექსტრავაგანტულ სტილს მოერიდოთ.

და ბოლოს, ეს ყველაფერი საკმარისი არ იქნება, თუ თავდაჯერებულობა გაკლიათ.შესაძლოა, იდეალური არ იყოთ, მაგრამ თუ საკუთარი სილამაზის გჯერათ, ამას მამაკაციც დაიჯერებს.

10
2572
11-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
2572
  
2013, 3 აპრილი, 4:33
რასამბობთ ტო წიტელი პომადა წიტელი მანიკური წიტელი ტანგა წიტელი ლიფი და წავიდა ოფლიანობა :D:D:D:D
2013, 3 აპრილი, 4:31
ხო ზომიერი უხდება აბა ერტხელ გოგო გადავკოცნე და ლოყა მიმეწება ზედ ზლივს ავიზრე :D:D:D:D:D
2012, 6 ნოემბერი, 23:53
მაკიაჟი უხდება ქალს,მაგრამ ზომიერად....
2012, 3 ნოემბერი, 16:48
კი კი..
2012, 30 ოქტომბერი, 15:14
zogs uxdeba pomada mara mec ise mirchevnia. bunebrivi tychebis yureba an msubuqi makuaji. ai zogs tonobit ro adevs xolme magrad ar mevaseba.
2012, 28 ოქტომბერი, 22:31
ყველას ერთნაირი გემოვნება არაქ..პომადაზე ალერგია მაქ, არანაირი ფერის პომადა არ უხდება ქალს.
2012, 28 ოქტომბერი, 20:13
++++++++++++++
2012, 28 ოქტომბერი, 16:55
გეთანხმები... და კიდევ ქალებო მეტი ელეგანტურობა... კეტები და ჩაჩაჩული ჯინსები სილამაზეს არ გმატებთ
2012, 28 ოქტომბერი, 16:30
100% ))
2012, 28 ოქტომბერი, 15:59
ოოო
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10