x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბიძინა ივანიშვილის ოჯახის შესახებ
imageბიძინა ივანიშვილი დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს საჩხერის რაიონ სოფელ ჭორვილაში ივანიშვილების მრავალშვილიან ოჯახში. მართალია ბიძინა ივანიშვილის მშობლებს მატერიალურად უჭირდათ, თუმცა, შვილებისთვის თბილი, მოსიყვარულე და, რაც მთავარია, თავისუფალი გარემოს შექმნა მაინც შეძლეს.

ბიძინა ივანიშვილმა საშუალო განათლება საჩხერის რაიონ სოფელ საირხის საშუალო სკოლაში მიიღო.image

მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ბიძინა ივანიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო– ეკონომიუკურ ფაკულტეტზე ჩააბარა.

image


ბიძინა ივანიშილი სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დამლაგებლად და მუშად, რათა საკუთარი თავი ერჩინა და ოჯახს დახმარებოდა. ქარხანაში მუშაობისას დამოუკიდებლად აითვისა რთული პროფესია და მისი ხელფასიც საგრძნობლად გაიზარდა.image

ბიძინა ივანიშვილს შრომისმოყვარეობა, მონდომება, ნიჭიერება დაუფასდა და 1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრა.

image

კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში დაინიშნა უფროს ინჟინრად, მოგვიანებით კი- სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელად.

image

ბიძინა ივანიშვილმა ცოდნის გაღრმავება და შრომისა და სოციალური პრობლემების მოსკოვის ინსტიტუტში ასპირანტურაზე სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა. მან დაიცვა დისერტაცია თემაზე: მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა.

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი არმირებული მილების წარმოებით დაიწყო და კომპიუტერების ქსელური გაყიდვებით განგრძო. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო.image

ბიძინა ივანიშვილი 21 წლის წინ დაქორწინდა ეკატერინე ხვედელიძეზე, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი თანამგზავრი, მეგობარი და მხარდამჭერი გახდა.

ივანიშვილების ოჯახს პირველი ვაჟი– უტა ივანიშვილი შეეძინა.image

დაიბადა მეორე ვაჟი– ბერა ივანიშვილი.

image

ივანიშვილებს პირველი ქალიშვილი- გვანცა ივანიშვილი შეეძინათ.

image

ოჯახის ყველაზე პატარა წევრის- ცოტნე ივანიშვილის დაბადება.

image

4
5718
6-ს მოსწონს
ავტორი:დათო შვანგირაძე
დათო შვანგირაძე
5718
  
2013, 23 მარტი, 20:08
კარგი სტატიაა
2012, 2 ნოემბერი, 18:24
+++++++++
2012, 29 ოქტომბერი, 7:57
+++++++++++++++
2012, 28 ოქტომბერი, 20:32
გაიხაროს ბიზინამ თავის ოჯახთან ერთად,ასევე მთელ საქართველოსთან ერთად,მჯერავს რო მას უყვერს საქართველო
0 1 4