x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ქალის და მამაკაცის მეგობრობა. მეცნიერული კვლევის შედეგები
imageუამრავი ადამიანის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ ქალისა და მამაკაცის მეგობრობა არა მარტო შესაძლებელი, არამედ საკმაოდ გავრცელებული მოვლენაცაა. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები ცხოვრობენ და მუშაობენ ერთად, ამასთან არ აქვთ არანაირი ინტიმური კავშირი, მაგრამ როგორც მეცნიერები ამტკიცებენ ჩვენ მხოლოდ გვგონია, რომ შეგვიძლია "უბრალოდ მეგობრებად" დარჩენა და რომანის დაწყების შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.


ვისკონსინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევაში მონაწილეობა მიაღებინეს 88 მეგობარ წყვილს. ყველა მონაწილე დაარწმუნეს კონფიდენციალურობასა და ანონიმურობაში, რათა გულახდილი პასუხები მიეღოთ. თითოეულ ადამიანს ჰკითხე მეგობრის მიმართ რომანტიული გრძნობების არსებობის ან არარსებობის შესახებ.


კვლევამ აჩვენა, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად უყურებენ ქალისა და მამაკაცის მეგობრობის საკითხს. მამაკაცებს უფრო ხშირად იზიდავს მეგობარი გოგონები, გარდა ამისა მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მათ მეგობარ ქალსაც აქვს რომანტიული გრძნობები მის მიმართ.


სინამდვილეში ამას არაფერი საერთო არ ჰქონდა იმასთან თუ რას ფიქრობდნენ ქალები. ქალებს, როგორც წესი არ იზიდავს მეგობარი მამაკაცები და ამასთან ისინი დარწმუნებული არიან, რომ არც მამაკაცებს აქვთ რაიმე გრძნობა მეგობრობის გარდა.



ეს კვლევა აჩვენებს, რომ მამაკაცებისათვის უფრო რთულია მხოლოდ მეგობრის სტატუსის შენარჩუნება და მათთვის სრულიად მისაღებია მეგობრობის გადაზრდა ინტიმურ ურთიერთობაში.


მეორე გამოკვლევაში 245 ზრდასრულ ადამიანს სთხოვეს ჩამოეთვალათ ქალისა და მამაკაცის მეგობრობის დადებითი და უარყოფითი ასპექტები. რომანტიული ლტოლვა 5-ჯერ უფრო ხშირად დასახელდა, როგორც ნეგატიურ ფაქტორი. თუმცა ეს ძირითადად ქალების პასუხი იყო.


მაშ ასე, შესაძლებელია ქალისა და მამაკაცის მეგობრობა? თუ ამა საკითხს ქალის თვალით შევხედავთ, კი. მაგრამ თუ კაცის გადმოსახედიდან ვიმსჯელებთ თუ იქნება შესაძლებლობა მეგობრობა ადვილად გადაიზრდება რომანტიულ ურთიერთობაში.

5
967
7-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
967
  
2013, 7 იანვარი, 13:32
respect ! ნამდვილად სერიოზული ურთიერთობა მეგობრობიდან იწყება და მაშინ იქნება ის მყარი ...
2012, 2 ნოემბერი, 21:25
დიდ მორალისტს "სტენდალს" უთქვამს ...ქალის და კაცის მეგობრობას ძლიერ აქვეითებს დაგამებაოოო.....
2012, 28 ოქტომბერი, 17:13
ცხოვრება და პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ქალსა და კაცს მეგობრობა შეუძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ერთ საქმეში არიან ან ღრმა ბავშვობიდან ერთად მოდიან. თუ ქალი მიმზიდველი და მომხიბლელია კაცს ყოვლეტვის გაუჩნდება მის მიმართ რაღაც გრძნობა, არ არის აუციებელი სიყვარული, მაინჩ შეხედავს ისე როგორც ქალს და იფიქრებს ისე, როგორც დიდი ბიძიები ფიქრობენ ხოლმე დიდ დეიდებზე ...:))))))))))))
2012, 28 ოქტომბერი, 11:46
ხო გამოკვლევებში ეჭვს არ შევიტან მარა ამის ცოტა ნაკლებად მჯერა ყველაფერი მეგობრობით იწყება თორე აბა გამვლელი სულ არ შემიყვარდება ან თუნდაც მეზობელი ისევ და ისევ მეგობარი
0 1 5