x
image
ინტერ-გოგონა
აკრძალული სიყვარული...
" აკრძალული სიყვარული"როდესაც ეს სიტყვები მესმოდა მიკვირდა რა სისულელეს ამბობენ როგორ შეიძლება სიყვარული იყოს აკრძალული...

ვთვლიდი რომ სიყვარული ბედნიერება იყო და არა სასჯელი...(საბედნიეროდ ცხოვრებამ ჩემ მაგალითზე არ დამიმტკიცა რომ მწარედ ვცდებოდი...)

– არ გცხვენია ქალბატონო მარტო რომ მიშვებ?

– გთხოვ ნუ მსაყვედურობ, მინდა ცხოვრებაში ერთი კვირა მაინც გავატარო გიოს გარეშე...


– გიომ იცის რომ არ მოდიხარ?

– არა და არ უთხრა თორემ შეიძლება წამომყვეს...

– ისე მეც მინდა ზღვაზე..

– წამო რა ჩემთან ერთად ..

– არა ნინა მე იქ მელოდებიან ხო იცი..ერთი სული მაქვს როდის ვნახავ მენატრება..

– მეც მინდა შეყვარებული...

– ხო და ზღვა რომანები და რამე...

– ვინ შემარგებს მაინც?

– რა ქნას?გიოს უყვარხარ ხომ იცი თანაც ძალიან..

– ვიცი.მაგრამ ვერ ვახერხებ...

ასე დასრულდა ჩვენი საუბარი მე და გიო სკოლიდან წავედი დასასვენებლად (უკვე ოთხი წელია სკოლა და სახელწიფო გვანებივრებდა)ნინა ზღვაზე..

მე იქ მელოდენ...გიოს კი ის გაუფრინდა ვინც არც კი იყო მისი..ჩემთვის დროს ჩქარა გადიოდა გიო კი დარდიანი დადიოდა...

ნინა მწერდა რომ მაგარ დროს ატარებდა ახალი ნაცნობები, ზღვა, მუსიკა ცეკვა აღარც კი უნდოდა დრო გასულიყო ერთხელ არ გახსენებია გიო სამაგიეროდ გიოს ახსოვდა სულ...

ტელეფონმა გამაღვიძა საათს დავხედე სამი საათი იყო გარეთ გამოვედი არ მინდოდა გოგოები გამეღვიძებინა.

– ნინა რა ხდება?რატო არ გძინავს...

– რაღაც უნდა გითხრა, დღეს ვერ გითხარი არ ვიცი რატომ, შემეშინდა ვიცოდი რომ მეჩხუბებოდი...

– ნინა რა იყო მითხარი ნუ მაშინებ..

– იცი ერთი ბიჭი შემიყვარდა...

– რა?ალბათ გინდოდა გეთქვა რომ მოგეწონა...

– არა, შემიყვარდა მაშინვე როცა დავინახე...

– ნინა გამაგიჯე...რა ჰქვია?

– ნიკა...

– მას უყვარხარ?რატო არასდროს გიხსენებია...

– რამე რომ მეთქვა შემატყობდი რომ მიყვარდა...რა უყვარვარ სამ სიტყვას თუ გამიცვლის ხოლმე...

– რა?შენ ისეთი ადამიანი გიყვარს ვისაც არ უყვარხარ...მაპატიე მაგრამ არ მესმის ..

– გიოზე არაფერი მითხრა გთხოვ....

– კარგი...

ტელეფონი გავთიშე..ფიქრებში წავედი..ჩემი ფიქრები გიოს ირგვლივ ტრიალებდნენ მე ხომ ყველაზე კარგად ვიცოდი გიოს ნინია როგორ უყვარდა...ეხლა დრო ჩემთვისაც ნელა გადიოდა გიოს თავს ვარიდებდი მეგონა მიხვდებოდა რომ რაღაცას უმალავდი...

ნინიას ცხოვრებაში კი ყველაფერი კარგად მიდიოდა ჭკუაზე არ იყოს როდესაც ნიკა სიყვარულში გამოუტყდა...სულ ერთად იყვნენ...მიხაროდა რომ ჩემი მეგობარი ბედნიერი იყო მაგრამ მეგონა რომ უბრალოდ ზღვის რომანი იყო და ორივეს ძალიან მალე გაუვლიდათ როგორც კი ერთმანეთს დაშორდებოდნენ თუმცა საუბედუროდ შევცდი..

ორმა კვირამ გაიარა და ჩვენც ყველანი სახლს დაუბრუნდით, ..ცხოვრების ძველ სტილს დაუბრუნდით უბანიც ავახმაურეთ...ნინას საბოლოდ გაცივებოდა გიოზე გული გიოს კი ყოველ დღე მეტად უყვარდებოდა მგონი...

დილით გიოს მესიჯმა გამაღვიძა:

– დღეს ჩემი დეიდაშვილი ჩამოდის საღამოს სადმე წავიდეთ...

– ნიკა?მაგარია როგორც იქნა გავიცნობთ ვისზე ლაპარაკობ სულ...

– შეყვარებული რომ არ გყავდეს კარგი წყვილი იქნებოდით:D

– დავშორდები არაუშავს თუ კაი ვინმე იქნება:D

დათქმულ დროს დათქმულ ადგილზე შევიკრიბეთ სამეგობრო.. სულ დამავიწყდა რომ მეთქვა მე გიო და ნინა ერთ კლასში ვსწავლობდით გიოს ნინა უყვარს რაც თავი მახსოვს მე კი მათ შორის ვიჭყიტები წლებია...

მე და ნინა ყველაზე გვიან მივედით...

– ნიკა გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან...

ნიკას ხელი გაუწოდე "სასიამოვნოა"

– ეს კი ჩემი ნინა(გიო მუდამ ესე ეძახდა ნინას)

სიჩუმე ჩამოწვა არც ერთი იღებდა ხმას არც მეორე...

ალბათ ეწყინა "ჩემი ნინათი" რომ მოიხსენითქო

ნინას ტირილს არაფერი აკლდა ნიკას კი ტკივილით სავსე სახე ქონდა..

-იმაზე ლამაზი ხარ ვიდრე გიო გახასიათებდათ...სიჩუმე დარღვია ნიკამ

– გიო აჭარბებს ყოველთვის..

არც ისე მხიარულად ჩაიარა ჩვენმა შეკრებამ..მხოლოდ ეხლა მივხვდი რა დაემართა ნინას და იმასაც მივხდი რომ ნინას პირველი გატაცება და პირველი სიყვარული ეხლა ჩემს წინ იდგა და ეს სწორედ ის ნიკა იყო რომრლიც ჩემს მეგობარს დანახვის წამიდან შეუყვარდა...

– ნინა მე უნდა წავიდე შენ რას იზამ?მიხვდი რომ ნინა აქედან უნდა წამეყვანა..

– მეც წამოვალ..

ნინასთან ავედით მარტო იყო სახლში.პირველად ვნახე ჩემი მეგობარი ატირებული და პირველად არ შემეძლო მისი დახმარება...

– ნინა გთხოვ თავს ნუ იტანჯავ..გიო გაგიგებთ...მივხვდი რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სისულელე ვთქვი

– არ შემიძლია...რომ მიმატოვოს მოვკვდები..მართლა მიყვარს...

– ნინა...

– ვიცი რასაც მეტყვი არ მითხრა გთხოვ...

ვიცი რომ მომავალი არ გაჩნია ჩვენს ურთიერთობას...

ნინას ტელეფონზე მესიჯი მოვიდა

– ნინა ნიკაა...

– შენ ნახე მე არ შემიძლია

" ბავშვობიდან გიოდან მხოლოდ ორი სიტყვა მესმოდა "ჩემი ნინა" როდესაც შემიყვარდი შენი სახელიც არ ვიცოდი, მერე გამიხარდა მეც მეყოლება ჩემი ნინათქო...

მაშინ რომ მცოდნოდა სხვისი ნინა იყავი არც გავბედავდი შენს სიყვარულს.მაპატიე ნინა რომ მიყვარდი...

მაპატიე ყველაფერი მაპატიე....

მე და შენ დღეს გავიცანით ერთმანეთი, ყოველ დღეს წავშლი ჩემი მეხსიერებიდან დღემდე რაც გვაკავშირებდა ერთმანეთთან...

სასიამოვნო იყო შენი გაცნობა"

– "გიოს რომ უყვარვარ ჩემი დანაშაული არ არის...

თუმცა არც მე მივცემდი უფლებას შემყვარებოდი...

ჩემთვისაც სასიამოვნო იყო შენი გაცნობა"

იმ წუთას ნიკაც და ნინაც დარწმუნებული იყვნენ რომ წაშლიდენ მეხსიერებიდან ერთმანეთზე მოგონებებს მაგრამ შეცდნენ...

იმ დღის შემდეგ ცხრა წელი გავიდა...

ეხლა უკვე ნიკას ნინას და გიოს შუაში ვიდექი...

ნიკა და ნინამ მართლა შეძლეს და აუკრძალეს ერთმანეთს სიყვარული თუმცა გულს ვერ აუკრძალეს სიყვარული...

ყველა ჩვენი ცხოვრებით წავედით თუმცა ჩვენი ცხოვრების გზა არასდროს აცდენია ერთმანეთს ჩვენ დღემდე კარგი მეგობრები ვართ...

როდესაც ნინა გათხოვდა მაშინ ვკითხე:

– ნინა შენ შეძელი რომ სიყვარული აგეკრძალა გულისთვისთქო?

– არა ვერ შევძელი... თავი დავაჯერე...რომ შევძელი..

საუბარი აღარ გამიგძელებია აღარც ქონდა აზრი...

ცოტა ხნის წინ ჩვენ ისევ მოგვიხდა ერთად შეკრება..

არც მე არც ნინა არც ნინა და არც გიო მარტო აღარ ვიყავით...

წამით ნინას და ნიკას მზერა დავიჭირე თავში სადღაც ყურმოკრულმა ლექსმა გამირბინა.

"ო, ღმერთო ჩემო რა დროს თვალთვალია

ის უკვე სხვისია და მეც უკვე სხვისი მქვია"

ინტერ-გოგონა

35
400
17-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
400
  
2015, 25 სექტემბერი, 16:36
ძნელია სათქმელად :)
2015, 10 სექტემბერი, 21:57
მდაა... ალბათ მაინც სწორად მოიქცნენ.
2013, 22 ნოემბერი, 10:58
ხო ეს ასეა
2013, 22 ნოემბერი, 10:51
ალბათ როცა გიყვარს ეგოისტდები და გიჭირს დათმობა
2013, 22 ნოემბერი, 10:49
არ მესმის იმ ბიჭების რომლებიც ძალით ცდილობენ ურტიერთობის შენარჩუნებას.რად უნდათ ასეთი ურთიერთობა
2013, 22 ნოემბერი, 10:43
კი ნამდვილად...პირველ რიგში კარგი მეგობარია
ნინამ ბევრჯერ დაამთავრა მაგრამ გიო არ ამთავრებდა
2013, 22 ნოემბერი, 10:41
მითუმეტეს რომ არ უყვარდა ნინიას,ეს რომანი ადრე უნდა დამთავრებულიყო ვიდრე ნიკას შეხვდებოდა,ნიკა კარგი ბიჭი ყოფილა რომ ეგრე მოიქცა.ბიძაშვილის უბედურებაზე ვერ ააწყობდა ბედნიერებას
2013, 22 ნოემბერი, 10:36
ხო მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ოდესმე ყვარებია ნინიას გიო...მე მინახავს ბევრი მეგობარი რომელსაც ცალხმრივად ყვერებია..თუმცა მე ვამართლებ ნიკას და ნინას საქციელს მათ არ გაწირეს გიო..თუმცა ვფიქრობ ხშირად რას იზამდა გიო ეს ამბავი რო გაეგო?
2013, 22 ნოემბერი, 10:31
ძალიან დამაფიქრებელი სტატიაა.მართალია გულს ვერ უბრძანებ მაგრამ ვიდრე ნაბიჯს გადადგამ და ახალ ურთიერთობას გააბამ კარგად უნდავ დაფიქრდე იმ ადამიანს ვისაც მართლა უყვარხარ გულს არ ტკენ?მაშინ ძველი უნდა დაასრულო და გაწყვიტო ყოველგვარი კავშირი წარსულთან.ნინა სწორად არ მოიქცა და დაისაჯა კიდეც.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10