x
image
CAMEL
ივანე (ვანო) მერაბიშვილის ბიოგრაფია

image


სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე ივანე (ვანო) მერაბიშვილი დაიბადა 1968 წლის 15 აპრილს ადიგენის რაიონში, სოფ. უდე. ის არის პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დამაარსებელი. ივანე მერაბიშვილის მშობლები: დედა- ჟენია თუმანიშვილი-მერაბიშვილისა (ამჟამად ახალციხის მე-5 სკოლის დირექტორი). მამა- სერგო მერაბიშვილი. ჰყავს მეუღლე (თაკო სალაყაია) და ორი ვაჟიშვილი. ივანე მერაბიშვილი რელიგიური მრწამსით არის კათოლიკე. 1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის "სტუ" სამთო ფაკულტეტი. 1992-95 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში და ტექნიკურ უნივერსიტეტში შემდეგ თანამდებობებზე: ასისტენტად, ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად და უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. ხოლო 1995 წლიდან იყო მიწის მესაკუთრეთა უფლებების დამცველი ასოციაციის პრეზიდენტი. 1996 წელს კი გახდა თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. 1999 წელს ივანე მერაბიშვილი არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წლიდან კი იყო ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში. 2004 წლის 26 იანვრიდან დანიშნული იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის თანაშემწედ, ეროვნული უშიშროების საკითხებში და ასრულებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას. ხოლო 2004 წლის 7 ივნისიდან 18 დეკემბრამდე ასრულებდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოვალეობას. 2004 წლის 18 დეკემბერს დანიშნული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად და ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 2012 წლის 30 ივნისამდე. 2012 წლის 30 ივნისს ივანე მერაბიშვილის კანდიდატურა წამოყენებული იქნა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე და 4 ივლისს ის დაამტკიცეს პრემიერ-მინისტრად და ამ თანამდებობაზე ის იმყოფებოდა 2012 წლის 25 ოქტომბრამდე, ხოლო 25 ოქტომბერს ამ თანამდებობაზე ის ჩაანაცვლა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ბიძინა ივანიშვილმა.





6
1574
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:CAMEL
CAMEL
1574
  
2012, 29 ნოემბერი, 15:01
არ გახადეს ბობ მარლი სიმონ....??
2012, 4 ნოემბერი, 22:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 30 ოქტომბერი, 21:57
+++++++++
2012, 27 ოქტომბერი, 22:30
ჭირი იქა ლხინი აქა :-D
2012, 27 ოქტომბერი, 20:38
n.tsi-a.tsk
0 1 6