5კგ ოდნავ მწიფე ლეღვი ჩანგლით ან ჩხირით რამდენიმე ადგილას დავჩხვლიტოთ.
მოვადუღოთ სიროპი შემდეგი პროპორციით: ერთ კილოგრამ ლეღვზე ერთი კილოგრამი შაქარი და 3ჭიქა წყალი. სიროპში ლეღვი გავაჩეროთ 2-3საათის განმავლობაში,
შემდეგ ლეღვი ამოვიღოთ და სიროპი ვადუღოთ 10-15წუთს, რის შემდეგ გადმოვიღოთ გასაცივებლად. სიროპის გასასქელებლად კიდევ შევდგათ საშუალო სიმხურვალის ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ ლეღვი და სიროპი გამჭვირვალე არ გახდება.