x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
იქნება თუ არა კრიზისი?

imageბოლო პერიოდში ეკონომიკური კრიზისი ყველაზე აქტუალური თემაა მთელ მსოფლიოში. ის შეეხო ისეთ წამყვან ქვეყნებსაც, როგორებიცაა აშშ, ინგლისი, რუსეთი და სხვა ქვეყნები. თუმცა განვითარებადი ბაზრების ჯგუფის Franklin Templeton Investmentsი– ის მმართველი დირექტორი მარკ მობიუსი აცხადებს, რომ კრიზისი არ იქნება -, , ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ მიზეზს ასაღელვებლად იმ თვალსაზრისით, რომ ეკონომიკა მთლიანად გაჩერდება და არავინ აღარაფერს იყიდის ". მისი თქმით საქონელსა და მომსახურეობაზე მოთხოვნა ჯერ არ შემცირებულა. მობიუსის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს - თუმცა არცთუ ისე სწრაფი ტემპით. ამასთან ერთად, იგი ამტკიცებს, რომ განვითარებად საფონდო ბაზრებზე აქციები ძალიან იაფია და, შესაბამისად, ინვესტორებს მათ შესაძენად დიდი შესაძლებლობები აქვთ. ყველაზე მიმზიდველად კი ბრაზილიის, რუსეთისა და თურქეთის ბაზრებს მიიჩნევს.

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ნანუ_ნანუ
ნანუ_ნანუ
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0