x
image
dasavleti
აპოკალიფსების '' TOP '' ხუთეული

აპოკალიფსების ტოპ ხუთეული



2012 წლის დამდეგს, რომელიც ბერვრის წარმოდგენაში არმაგედონის წელია. გთავაზობთ თანამედროვე არმაგედონის ყვითელ ტოპ ხუთეულს:


5. მეორედ მოსვლა
4. ატომური აფეთქება
3. აპოკალიფსი კოსმოსიდან
2. რობოკალიფსი
1. 2012





5. მეორედ მოსვლა

ჟამი საცთურისა































მეორედ მოსვლა აპოკალიფსური ''ჩარტების'' მუდმივი სტუმარი და ჩვენი ბავშვობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში, ფაორიტი აპოკალიფსია. ციური ცეცხლი, მკვდრების აღდგომა, პლანეტის ნახევარი მოსახლეობის ამოწყვეტა, ნიშნები - ცაში, გლობალური კატაკლიზმები, ანგელოზთა გამოცხადება, საშინელი სამსჯავრო, რომლის დროსაც ღმერთი თავის რჩეულს მარჯვნივ დააყენებს, შეძულებულებს კი
- მარცხნივ; მანამდე იქნება კოსმიური ომი ჯოჯოხეთის ბოროტ და სამოთხის კეთილ არმიებს შორის. მეორედ მოსვლა ყველაზე დიდი და ორიგინალური ბლოკბასტერია, - აპოკალიფსების მატრიოშკა
ჰოლიუდამდე რამდენიმე ათასი წლით ადრე შეიქმნა.
ნებისმიერი ბლოკბასტერი მხოლოდ და მხოლოდ მკრთალი ანარეკლია მოვლენების, რომლებიც აღწერილია ბიბლიასა და ახალ აღთქმაში და რომელსაც, - მიუხედავად იმისა, რომ პირველივე საუკუნიდან ის ბევრჯერ დაინიშნა და გადაიდო, - მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი მოუთმენლად ელოდება. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ აპოკალიფსი უკვე კარზე მომდგარია.

სავარაუდო სცენარი:

2000 წლის წინ, დემიურგმა ადამიანების ცოდვების
დასახსნელად თავისი შვილი, იესო გამოგზავნა. უგუნურმა ადამიანებმა ის ჯვარზე გააკრეს.
ამბობენ, რომ იესო მეორედ დაბრუნდება, ადამიანთა განსასჯელად და ბოროტების დასამარცხებლად.
მის დაბრუნებასთან ერთად დასრულდება სამყაროს არსებობაც იმ ფორმოთ, როგორითაც მას ვიცნობთ.

ციტატა ქართული ვიკიპედია:

, , ბიბლიის მიხედვით, მეორედ მოსვლა მოხდება მას შემდეგ,
რაც ადამიანები დაივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს, გარყვნილება და სხვადასხვაგვარი ურჯულოებანი
მომრავლდება; ამას მოჰყვება ცრუ ქრისტეს, ანტიქრისტეს მოსვლა დედამიწაზე. ანტიქრისტე 1290 დღე იმეფებს. იგი აიძულებს ყველა ადამიანს დიდსა თუ პატარას მიიღოს მხეცის ნიშანი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე. - ამით მოიპოვებს მსოფლიო ძალაუფლებას და კონტროლს ადამიანებზე. სავარაუდოდ ანტიქრისტე, თიქოს მშიდობის დასამყარებლად მოვა, მაგრამ რეალურად, მხოლოდ ომს, უბედურებასა და შიმშილს მოიტანს. დაახლოებით სამწლიანი მმართველობის შემდეგ, მას დაამარცხებს წმინდა, , კრავი’’ 1000 წლით დაატყვევებენ. ის ცოცხლად იქნება გეენაში,
ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაგდებული, მაგრამ ეს ქვეყანა ერთბაშათ არ დაასრულებს არსებობას, - ადამიანებს კვლავ მიეცემად 40 დღე ცოდვების მოსანანიებლად. ამ 40 დღის გამავლობაში ცაზე დარჩება გაბრწყინებული ჯვარი უფლისა, რომელიც მოუწოდებს
ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს სინანულისაკენ’’.დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ამ სცენარს დამატებით ფაქტებს ამატებს. ერთ - ერთ ქადაგებაში ის ამბობს, რომ ამერიკა ჩაიძირება და იგივე ბედი ეწევა რუსეთის დიდ ნაწილსაც, ხოლო ბოლო ჟამის მოახლოების უტყუარი ნიშანი ევროკავშირის დაარსებაა, რომელიც მისივე სიტყვებით, წმინდა ბერებმა იწინასწარმეტყველეს.

ინსტრუქცია

როგორ, მოვიქცეთ, , მეორედ მოსვლის’’ ჟამს?

საუკეთესო ისნსტრუქცია თავად აღთქმაშია, , იუდეას
მყოფი მთებს შეეფარონ და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად. ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის წამოსაღებად. ილოცეთ, რათა
გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა შაბათს. რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე და არც იქნება’’

მათ, ვისაც, უბრალოდ, გადარჩენა სურს ვერ დავამშვიდებ
- აპოკალიფსის ამ ვარიანტში არ იარსებებს ბოლომდე უსაფრთხო ადგილი. ერთადერთი გამოსავალი ყველაფრის ისე მიღებაა, როგორც იქნება, ან სხვა შემთხვევაში, აირჩიეთ თქვენი მხარე და იბრძოლეთ ანტიქრისტეს ლაშქარში ან დაუდექით მხარში უფლის ანგელოზებს.




4. ბირთვული ომი

ბირთული ომი

















ჩვენი დროის აპოკალიფსების ერთ-ერთი ლიდერი ბირთული
ომია, რომელსაც მესამე მსოფლიო ომსაც ეძახიან. მეოცე საუკუნის შუა წლებიდან სახელმწიფოებმა გამალებული შეიარაღება დაიწყეს, , პატარა მზეებით, ’’ რომლებიც ახლა, 2011 წლისთვის ისეთი
რაოდენობით დაგროვდა, რომ რამდენიმეჯერ შეუძლია მთელი სიცოცხლის განადგურება ჩვენს პატარა ლურჯ პლანეტაზე. ბირთვული იარაღის ერთ-ერთმა შემქმნელმა - რობერტ ოპენჰაიმერმა,
ასეთი რამ განაცხადა თავისი, , შვილის’’ დაბადებაზე. ( ვგულისხმობ ატომური ბომბის პირველ ცდებს ), , ჩვენ ვიცოდით სამყარი უკვე აღარასოდეს იქნებოდა ისეთივე, როგორიც აქამდე იყო.’’

სავარაუდო სცენარი:

როგორც ერთი დოკუმენტური ფილმის დასაწყისშია:
, , ატომური ომის სცენარი მარტივია.’’ - რომელიმე ქვეყნის გამიზნულ ან რაიმე გაუთვალისწინებელ შეცდომას ( გიჟი გენერალი გამშვებ ღილაკს ააქტიურებს, ტერორისტები ატომურ იარაღს ეუფლებიან,
ქვეყნის საჰაერო დაცვის კომპიუტერულ სისტემაში შეცდომა ხდება...) მოწინააღმდეგე არანაკლები ატომური, , ჰუკით'' პასუხობს. იწყება ტოტალური დაბომბვა და ქაოსი, იწყება მსოფლიო ატომური
ომი. ბირთვული განთიადების თეატრი გახსნილად ცხადდება.

ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, პირველი აფეთქებებით
პლანეტის მოსახლეობის 70-90 პროცენტი განადგურდება. ტკივილს არავინ იგრძნობს - სიკვდილი იქნნება მომენტალური; მაქსიმუმ, რასაც მოასწრებთ, დამაბრმავებელი სინათლის ხილვაა,
რომელსაც მოჰყვება აფეთქების მძლავრი ტალღა.

თუ გადაურჩით აფეთქებას შეიძლება ძალიან ვინანოთ, იმიტომ რომ აპოკალიფსის, , ატომური’’ სცენარის კულმინაცია ის პერიოდია, რომელიც აფეთქებების შემდეგ დგება; სტიქიური და ტოტალური ხანძარი რამდენიმე დღეში მოედება მთელ მსოფლიოს,
გაქრება დედამიწაზე მაგნიტური ველი, ცა დაიფარება ფერფლით და აღარ გაატარებს მზის სხივებს, რის შედეგადაც დადგება მინიმუმ ერთწლიანი ბირთვული ღამე, - უკანასკნელი დღეები მზის
გარეშე. ასე დაიწყება პლანეტაზე ტოტალური ბირთვული ზამთარი. ტემპერატირა თანდათან მინუს 80 გრადუსამდე დაეცემა. ყველა ვინც გადაურჩა აფეთქება, შემდეგ კი - ხანძარს და ბუნებრივ
კატაკლიზმებს, მარადიული ზამთრის ტყვე გახდება.

ატომური აპოკალიფსის შედარებით მსუბუქი ვერსიის
მიხედვით, - ბირთვული ზამთრის ნაცვლად, ბირთვული შემოდგომა დადგება და კაცობრიობის მოსახლეობის რაღაც ნაწილი სამალავებში გადარჩება. ძირითადად, ჩვენ პატარა ჯგუფებად - ახალ ატომურ თემებად - ვიცხოვრებთ, რომ ერთად გადავიტანოთ ყველა ის საფრთხე, რომელიც გველოდება ახალ მომავალში, მათ შოროს: მოწამლული წყალი, ეპიდემიები, მუტაციები და ბოროტი მუტანტები, კანიბალებისა და მარადიორების დაჯგუფებები, მუტირებული ტარაკნები, რადიაცია, რომელიც ყველაფერში ატანს და ა.შ.

ინსტრუქცია

როგორ, მოვიქცეთ ბირთვული აპოკალიფსის პირობებში?

პირველ რიგში გაიქეცით რაც შეიძება შორს - აფეთქების
ეპიცენტრიდან. ნუ დალევთ წყალს ონკანოიდან, შეეცადეთ არ ისუნთქეთ მოწამლული ჰაერი.

ძალიან კარგი იქნება თუ ახლავე დავიწყებ ამ, , დღესასწაულისთვის’’
მზადებას. - მოიწყეთ სამალავი მიწის ქვეშ, საკვებისა და წყლის დიდი მარაგით. წინასწარ მოიფიქრეთ, როგორ გამართავთ ვენტილაციას ბირთვულ სამალავში. აუცილებლად შეიძინეთ იარაღი
- გამოგადგებათ მუტანტებისა და კანიბალებისგან თავის დასაცავად, როდესაც ნახევარი წლის მერე, ირველად ამოხვალთ დედამიწის ზედაპირზე.

დაემშვიდობეთ ფეისბიქს და ინტერნეტს. შეეცადეთ
კარგი საკითხავი წიგნები ჩაიტანოთ სამალავში. იშოვეთ ვიდეომაგნიტოფონი, - წაიღეთ ფილმები
პაციფიზმისა და კარატეს შესახებ;, , ბრიუს ლის’’ კოლექცია ყველაზე კარგი ვარიანტია - უკეთესზე რაზე აღზრდით შვილს პოსტაპოკალიპტურ სამყაროში?!



3. აპოკალიფსი კოსმოსიდან

აპოკალიფსი კოსმოსიდან


















არაფერია მარადიულინ სამყაროში - თვითონ სამყაროც
კი. რაც იბადება ის ოდესმე კვდება აპოკალიფსის კოსმოლოგიური ვერსიები რამდენიმე პოპულარულ სცენარს შეიცავს:

1. ასტეროიდის დარტყმა.

2. ვარსკვლავის აფეთქება.

3. შავი ხვრელი ჩვენს გალაქტიკაში.

4. უცხოპლანეტელების შემოსევა.


ასტეროიდის დარტყმა:


სავარაუდო სცენარი.


ასტეროიდი დინოზავრების ოქროს ხანის გამანადგურებელი
ჩვენი სიცოცხლის მშობელია, თუმცა ის, შეიძლება, ჩვენი აპოკალიფსის მხედარი გახდეს, მიუხედავად თავისი პოპულარობისა ყვითელ პრესაში, ინტერნეტსა და ბლოკბასტერებში, ასტეროიდული
აპოკალიფსი საკმაოდ რეალურია. მზის სისტემაში, სადაც ჩვენი პლანეტა ტრიალებს, მეტეორებისა და ასეტროიდების ძალიან დიდი კონტინენტი, ასტეროიდების სარტყელი არსებობს. ამ სარტყელში
უამრავი ვერშემდგარი პლანეტა მოძრაობს და ერთმანეთს ეჯახება; ერთ-ერთი ასეთი შეჯახების შედეგად, რომელიმე მათგანი, შეიძლება ცვენი მიმართულებითაც წამოვიდეს - გვექნება რამდენიმე
დღე ან საათი, მას შემდეგ, რაც მეცნიერები ციურ სხეულის ტრაექტორიას გამოითვლიან.

ინსტრუქცია:

როგორ, მოვიქცეთ ასტეროიდის შეჯახების შემთხვევაში?

თუ ასტეროიდი პატარა ან საშუალო ზომისაა, ააშენეთ
სამალავი, მაგრამ თუ ასტეროიდი დიდია, სამალავი არ გიშველით. დახედეთ საათს გამოითვალეთ
რამდენი დრო დაგრჩათდა ამის შემდეგ დაგეგმეთ თქვენი აპოკალიფსული, , დღესასწაული.’’ გამოკითხულთა უმრავლესობას ამ
დროს ოჯახის წევრებთან ურჩევნია ყოფნა. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ დაგჭირდებათ იარაღი
ოჯახის წევრების დასაცავად - ყოველთვის გამოჩნდება რამდენიმე გადარეული, რომელიც აუცილებლად
შეაწუხებს გარშემომყოფებს. შეგიძლიათ მათაც შეუერთდეთ; ( ტეხეთ ბანკები, იჟიმავედ ქუჩაში,
იცვალეთ მანქანები, ხატეთ გრაფიტი, იარეთ ცალ-ცალი წინდით მაინც ყველას, , ჰკიდია’’) შეგიძლიათ კაცობრიობის დასასრული საკუთარ პერვერსიული ოცნების, , დღესასწაულად’’ გადაიქციოთ,
მაგრამ რას მოგიტანს?

ვარსკვლავის აფეთქება:

სავარაუდო სცენარი.

თუ ერთ დღეს ზეცაში ორ მზეს დაინახავთ, იმის მიუხედავად
თუ რაოდენ ლამაზი იქნება ეს მოვლენა, იცოდეთ დასასრული ახლოვდება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გალაქტიკურ სამეზობლოში ვარსკვლავი აფეთქდა. ჩვენ გალაქტიკაში რომელიმე ვარსკვლავის
აფეთქების შედეგად, სივრცეში გაიტყორცნა არანორმალური რაოდენობის გამა გამოსხივება, რომელიც სასიკვდილოა ყველა ფორმის სიცოცხლისთვის. დედამიწაზე ის რამდენიმე დღეში მოაღწევს.
ასტეროიდის მძიმე დარტყმისაგან განსხვავებით, ეს აპოკალიფსი დღეების მანძილზე გაგრძელდება. ცა ნელ-ნელა შეიცვლის ფერს დაიწყება ბუნებრივი კატაკლიზმები, გამა გამოსხივების ზეწოლის
ქვეშ დედამიწის ელექტრომაგნიტური საფარველი, , გალღვება’’.

ინსტრუქცია:

როგორ, მოვიქცეთ ვარსკვლავის აფეთქების დროს?

თქვენ უკვე მიხვდით რა გააკეთოთ, როცა დრო მოვა - მიჰყევით გულის ძახილს და დატკბით ორი მზით -ცაში; მსგავსი რამ ძალიან იშვიათად ხდება

უცხოპლანეტელების შემოსევა:

სავარაუდო სცენარი.

ალბათ, ბევრმა იცის, თუ როგორი ქაოსი გამოიწვია ამერიკის ქალაქში, , ორსონ უელსის’’ რადიოპრემიერამ, - როდესაც გავრცელდა მიმართვა ამერიკელი ერისადმი, რომ დედამიწას ბოროტი, , მარსიანელები’’ შემოესივნენ. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სცენარია კაცობრიობის დასასრულის. ერთ დროს თეთრი ადამიანი წითელკანიან, მილიტარისტულად განუვიატარებელ ამერიკას შეესია და გაანადგურა რამოდენიმე ცივილიზაცია, ახლა კი ამ ადამიანს ეშიანია იმის, რომ შესაძლოა სადმე კოსმოსში აღმოჩნდეს მასზე უფრო
ძლიერი და გულქვა ცივილიზაცია, რომელიც ადრე, თუ გვიან მოაკითხავს, რათა დაიმონოს ან უბრალოდ გაანადგუროს. შემოსევა იქნება მყისიერი და მწობრიდან გამოიყვანს, , მსოფლიოს
მთავარ სახელმწიფოს’’, ძალებს და ტექნოლოგიებს, ყველა დიდ მეგაპოლისს უზარმაზარი კოსმოსური ხომალდების აჩრდილი დაადგება, სახელმწიფოები იძულებულები გახდებიან, კაპიტულაცია გამოაცხადონ, . ერთადერთი იმედი უშიშარ და სასოწარკვეთილ პარტიზანულ რაზმებზე დარცება, რომლებიც სისხლის
ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ კაცობრიობის გადასარჩენად.

ინსტრუქცია:

როგორ, მოვიქცეთ უცხოპლანეტელების შემოსევის შემთხვევაში?

ჩაეწერეთ მოხალისე პარტიზანად!



2.რობოკალიფსი - ტექნოლოგიური სინგულარობა.

რობოკალიფსი











1993 წლის კოსმოსური კვლევების ცენტრის, , ნასა’’-ს მიერ

ორგანიზებული სიმპზიუმზე, , vision-21’’ მათემატიკოსმა და ფანტასტმა მწერალმა, ვერნონ ვინჯიმ განაცხადა:, , ჩვენ ისეთი ცვლილებების ზღვარზე ვდგავართ, რომელიც მხოლოდ
დედამიწაზე ადამიანის გაჩენას თუ შეედრება’’. ტექნოლოგიური განვითარებისა და აღმოჩენების სიჩქარე ყოველწლიურად ორმაგდება და უახლეს 30-50 წელიწადში ინფორმაციისა და პოსტ-ინდუსტრიული ამ ცუნამიმ, შესაძლოა ტექნოლოგიურ სინგულარობამდე მიგვიყვანოს. ეს ცვლილებების უკიდურესი
წერტილია, რომლის იქითაც შეუძლებელი გახდება პლანეტარული ეოლუციის განვითარების რომელიმე ვარიანტის პროგნოზირება ვინჯი თავის გამოსვლაში ამბობდა:, , ტექნოლოგიური სინგულარობა
ისეთი წერტილია, რომელიშიც ჩვენი ძველი მოდელები გადასაგდები იქნება, - წერტილი, სადაც გამეფდება სრულიად ახალი რეალობა’’. ძირითადად, სინგულარობის დაწყებას ხელოვნური ინტელექტის ან სხვა ტიპის მოაზროვნე, , , სპირიტუალური’’ მანქანების შექმნას, კვანტურ სუპერკომპიუტერებს და ნანოტექნოლოგიებში გაარღვევას უკავშირდება, რომლის შემდეგაც შეუძლებელია ადამიანური ლოგიკით გათვალო, რას მოიმოქმედებენ ეს მანქანები.

მეცნიერებმა არ იციან, მაგრამ ურბანული მითები უკვე ჰყვებიან, , მომავლის ისტორიას’’. რა თქმა უნდა, მანქანები კაცობრიობის წინააღმდეგ ამხედრდებიან; გამოჩნდება, , რობოტი-სპარტაკი’’, რომელიც აუჯანყდება ადამიანების იმპერიალიზმსა
და ბიოლოგიური შოვინიზმს. აქ რამდენიმე ვარიანტია - ერთის მხრივ, გვაქვს ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული რობოტების არმია, რომელიც ებრძვის ადამიანთა კოალიციურ არმიებს
და მნეორე მხრივ - ქსელში აღზევებული სუპერინტელექტი, რომელიც ჩათვლის, რომ ადამიანები მავნეები არიან პლანეტის განვითარებისთვის და მიიღებს მათი განადგურების გადაწყვეტილებას. ასე იწყება რობოკალიფსი - ყველაზე მძიმე და შესაძლოა უკანასკნელი პერიოდი ადამიანურ ისტორიაში.

სავარაუდო სცენარი:

მსოფლიოს ყველა რობოტი, ყველა სათვალთვალო სისტემა,
ყველა ტექნოლოგია, რომლის მონურ მომსახურებასაც დავეჩვიეთ, ჩვენი მტერი გახდება - ეს მზაკვარი მანქანები, , მწყობრიდან გამოვლენ’’ თქვენი ბაღის მომვლელი რობოტი დიდი ხანია
ამზადებს შურისძიების გეგმას. სამხედრო მანქანები არ დაემორჩილებიან სამხედროთა ღილაკებს
და ბრძანებებს. დაიწყება ადამიანის რასის ტოტალური გენოციდი. ჩვენგან განსხვავებით, რობოტები უფრო მყარი მასალისგან შედგებიან, რობოტის დაშინება და განადგურება არც ისე იოლი იქნება. რამდენიმე დღეში რობოტები, ჩვენს მიერ შექმნილი არსებები, რომლებსაც ინტელექტი, , გაუჩნდათ’’, პლანეტის ახალი ბატონ-პატრონებად მოგვევლინებიან, აქა-იქ შემორჩენილი
ადამიანები კი მომაკვდავ რასად გადაიქცევიან. იქ, სადაც იყო ტბა, გაჩნდება დიდი ქარხანა, რომ რობოტების ერთმა ჯგუფმა ახალი რობოტები შექმნას, ხოლო ჩვენი და ჩვენი ქალაქებისგან
ნანგრევები და თავის ქალები დარჩება, რომლებიც რობოტების ნაბიჯების წნევის ქვეშ, , ჩიფსებივით’’ დაიშლებიან.

, , უახლოეს 30 წელიწადში ჩვენ გვექნება ტექნოლოგიური
შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ზეადამიანური გონება. მცირე დროში ამ მოვლენიდან ადამიანური ერა დასრულდება’’ - აღნიშნა იმავე გამოსვლაში ვერნონ ვინჯიმ.

ინსტრუქცია:

როგორ მოვიქცეთ რობოკალიფსის შემთხვევაში?

პარადოქსია, მაგრამ მომავლის ექსპერტები ამბობენ,
რომ რობოტების აპოკალიფსის შემთხვევაში ადამიანის მოდგმა შეიძლება გადაარჩინონ მისმა ისეთმა, , უარყოფითმა’’ თვისებებმა, როგორიცაა - ირაციონალურობა, ფარისევლობა, ემოციურობა,
ალოგიკურობა და აბსურდულობა, რომლებიც საკმაოდ რთული ამოსაცნობი იქნება რკინის ლოგიკის მიმყოლი რობოტებისთვის. მეამბოხეებმა უნდა ისწავლონ კრიტიკულ მომენტებში აბსურდის თეატრის ორგანიზება, რათა რობოტებმა ვერ გამოთვალონ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. ამის გარდა, გახსოვდეთ - სიცხე, წყალი და ნესტი კიბერნეტიკული სხეულების პირველი მტერია.

ბოლო გამოსავალი კი ადამიანის გაძლიერებაა. გენეტიკური ინჟინერისა და რობოტიკის დახმარებით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ
ჩვენი შესაძლებლობები და ჩამოვყალიბდეთ კიბორგებად, რომლებსაც საკადრისი პასუხის გაცემა შეუძლიათ გათავხედებული რობოტებისთვის. შედეგების მიუხედავად, ადამიანი უკვე არასოდეს
იარსებებს იმ ფორმატით, როგორითაც მას ვიცნობთ დღეს.



1.2012 წ.

2012










2012 წლის საგა ბოლო დროის აბსოლუტური აპოკალიფსური
ჰიტია. ყველა სხვა აპოკალიფსისგან განსხვავებით, ეს მიტი პირდაპირ ასახელებს თარიღს, თუ როდის დგება დედამიწის ბოლო დღე, რომელსაც დიდი ალბათობით, თითოეული ჩვენთაანი მოესწრობა. მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ემზადება
ამ მომენტის შესახვედრად, მედია და ჰოლიუდი მუდამ ატრიალებს შესაბამის თემას კულტურის არხებზე, მსოფლიოს ყველა მისტიკოსი და ოკულტისტი დასასრულის თავის ვერსიას აჟღერებს, ფეისფუგზე კი ივენთები იქმნება, საიდანაც მოსაწვევები ეგზავნებათ მსურველებს.

სავარაუდო სცენარი:

2012 -თან დაკავშირებით ბოლო წლებში იმდენი ვერსია
შეიქმნა, რომ ის თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ნომერ პირველი, , ცხელ-ცხელ’’ აპოკალიფსად: ამავდროულად, , 2012’’ თავის თავში აერთიანებს თითქმის ყველა ზემოჩამოთვლილი აპოკალიფსის
სცენარს - ყველამ იცის, რომ 2012 -ში რაღაც მოხდება, მაგრამ კონკრეტულად არავინ იცი რა იქნება მომავალში.

ამ წლით მთავრდება ბრძენი ინდიელების, მაიას ტომის
კალენდარი, - მთავრდება სიცოცხლის ბოლო ციკლი. იქნება პლანეტების იშვიათი, , აღლუმი’’ - ერთ მწკრივში ჩადგებიან არა მხოლოდ მზის სისტემის პლანეტები, არამედ სხვა ვარსკლავებიც ცვენი გალაქტიკიდან. მზეზე მოხდება აფეთქებები, რომელთა მძლავრი ტალღა ძალიან მალე მოაღწევს დედამიწამდე, გაითიშება ელექტროენერგია, განადგურდება ჩვენი სატელიტები და საკომუნიკაციო სისტემები. მოსალოდნელია საშიში ბუნებრივი
კატაკლიზმები. თავისი შორი, , მოგზაურობიდან’’ დაბრუნდება და მოგვიახლოვდება ბნელი პლანეტა, , ნიბირუ’’, რომელიც ბევრის აზრით, ჩვენი, , შემქმნელებითაა’’ დასახლებული.

თერენს მაკენნა თვლის, რომ სწორედ ამ დროს დადგება
სინგულარობა ანუ იგივე, , ნულოვანი დრო’’:, , აშკარაა, რომ თუ დღეს განვიცდით გაცილებით მეტ ცვლილებას, ვიდრე - აქამდე, მთელი ათასწლეულის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია განვავრცოთ
ეს ტენდენცია მომავალზე, რომელშიც დადგება დღე, როცა ჩვენ გადავიტანთ გაცილებიტ მეტ ცვლილებას ერთი საათის განმავლობაში ვიდრე გადაგვიტანია უკანასკნელი 20 – 30 ათასი
წლის მანძილზე. ასეთი სიტუაცია წარმოუდგენელია ჩვენი გონებისთვის - ამიტომ ვეძახით მას სინგულარობას. თანამედროვე რელიგიები ელოდებიან ამ მომენტს და ეძახიან მას დროის
დასასრულს . ტექნოლოგიური საზოგადოება ელოდება სინგულარობას, ოღონდ ოპერირებს სხვა სიტყვებით, როგორიცაა, მაგ:, , ხელოვნური ინტელექტი’’ ან რამე ამდაგვარი. რა ფორმით
არ უნდა განხორციელდეს ეს მოვლენა, ჩვენ დავესწრებით დრამატულ ევოლუციურ ნახტომს კომპლექსურობის უფრო ღრმა დონეებში, ვიდრე ამას უზრუნველყობს ბიოლოგია ან ბიოლოგია და კულტურა ერთად. ჩვენ ვართ რაღაც ჭეშმარიტად ლამაზი და შეუცნობელი მოვლენების ზღურბლზე.’’

ინსტრუქცია:

როგორ, მოვიქცეთ 2012 წლის 21 დეკემბერს?

ვერსიები იმდენად ბევრია, რომ რთულია ყველა სცენარის
გათვალა, ამიტომ კონკრეტული ინსტრუქციები არ იქნება. სავარაუდოდ, ფსონი უნდა დაიდოს რომელიმე აპოკალიფსზე და თუ გაგიმართლებთ და მოიგებთ ჯეკ-პოტს, თქვენ შეიძლება გადაიტანოთ
არმაგედონი და გადახდეთ ახალი, ცეცხლითა და მახვილით განწმენდილი ცივილიზაციის დამაარსებელი.

სხვადასხვა სწავლება ამბობს, რომ აპოკალიფსები
სინამდვილეში რაიმე კონკრეტული მოვლენის აღწერა კი არ არის, არამედი უფრო კოლექტიური მეტაფორებია იმ რადიკალური ცვლილებების, რომლებიც ჩვენს თავში უნდა მოხდეს, როცა ჩვენ
გადავწყვეტთ, , , ჩვენი ბიო-რობოტული არსებობა, მატლისებური შევცვალოთ მფრინავი პეპლების ცხოვრებით, - ხოლო ის, რაც პეპლისთვის დაბადებაა, მატლისთვის აპოკალიფსია.’’



11
904
12-ს მოსწონს
ავტორი:dasavleti
dasavleti
904
  
2013, 7 აგვისტო, 3:32
ნოდ 32 რობოტი სად გაიცჰიტა და რობო აპოკალიპსიო :D:D:D! meored movedi dekembershi mara dagindet xalxo da me isev wavedi :D:D au ra zzgaprebia chemidedavatire :D:D:D
2012, 5 ნოემბერი, 16:41
რა ამბავია :D მარა კაია
2012, 26 ოქტომბერი, 23:25
მადლობა ყველას
2012, 26 ოქტომბერი, 23:25
კი ნამდვილად :)
2012, 26 ოქტომბერი, 17:12
++++++++++++++
2012, 26 ოქტომბერი, 15:27
სერიოზული სტატიაა,რაღა დარჩA დეკემბრამდე? 22 დეკემბერს ყველას მშვიდობიან დილას გისურვებთ
2012, 26 ოქტომბერი, 15:03
საღოლ
2012, 26 ოქტომბერი, 14:33
+++++++++++++++++++++
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10