x
image
CAMEL
2012 წლის ყველაზე წარმატებული ქალების სია გამოქვეყნებულია

image

ჟურნალმა ფორბსმა გამოავლინა 2012 წლის ყველაზე წარმატებული ქალების სია. ჟურნალი ფორბსის ამ გამოცემამ პირველი ადგილი მიანიჭა მომღერალსა და მსახიობს ჟენიფერ ლოპესს, რეიტინგში "ყველაზე გავლენიანი ცნობადი სახეები". ჯენიფერ ლოპესმა აჩვენა საოცარი შედეგი და მიაღწია მაქსიმუმს, ის იმყოფებოდა 50-ე ადგილზე და ერთ წელიწადში გადაინაცვლა სიის პირველ ადგილზე.
image


მეორე ადგილი კი მიენიჭა ამერიკელ შავკანიან ტელეწამყვანს ოპრა უინფრის. ოპრა უინფრი არის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობადი სახე მსოფლიო მასშტაბით. ეს ქალბატონი პოპულარული გახდა და ხალხის სიყვარული დაიმსახურა თავისი გადაცემებით, მას ინტერვიუები ჩაწერილი აქვს უამრავ ცნობილ ადამიანთან, ისეთები როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი, ბარაკ ობამა და ა.შ. ჰყავს წარმოუდგენელი რაოდენობის თაყვანისმცემელი და მის საპატივცემულოდ ჩიკაგოს ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელიც კი უწოდეს.

"ყველაზე გავლენიანი ცნობადი სახეების" სიის ათეულში აგრეთვე მოხვდნენ: მომღერალი ბრიტნი სპირსი, ლედი გაგა, რიჰანა, კიმ კარდაშიანი და კეტი პერი.
image
ხოლო რეიტინგში "ყველაზე გავლენიანი ქალები მსოფლიოში" პირველი ადგილი მიენიჭა, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს. ანგელა მერკელს 2005 წლის 22 ნოემბრიდან უკავია გერმანიის კანცლერის თანამდებობა. მას რკინის ლედისაც კი უწოდებენ. ანგელა მერკელი არის გერმანიის პირველი "ქალი" კანცლერი. ის პროფესიით ფიზიკოსია, რელიგიური მრწამსით ლუთერანი, ასაკით კი არის 58 წლის. ის უძღვება ევროპის უდიდეს, მსოფლიო მასშტაბით კი მეოთხე ადგილზე მყოფ ეკონომიკას. არის ბუნდესტაგის წევრი, აგრეთვე იყო გერმანიის ახალგაზრდობის და ქალთა მინისტრი და გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრი. ამბობენ რომ თავის კანდიდატურას 2013 წელს ისევ წამოაყენებს.
გისურვებთ რომ მომავალში თქვენც ასეთივე წარმატებული გამხდარიყავით როგორც ეს ადამიანები და კიდევ უფრო ამათზე წარმატებული და ამ სიებში სულ პირველი ადგილი დაგეკავებინოთ.

4
748
12-ს მოსწონს
ავტორი:CAMEL
CAMEL
748
  
0 1 4