x
image
სესილი
კაკლის მურაბა
imageმასალად საჭიროა:

მწვანე კაკალი(წენგო) - 200ცალი

შაქარი - 3კგ

თაფლი - 500გრ


მიხაკ-დარიჩინი - 50გრ

ან ვანილი - 1/2ჩხირი

კირი - 3 მუჭი

ჯერ კიდდევ მწვანე წენგო გავფცქვნათ, თითოეული ჩხირით ჩავჩხვლიტოთ რამენიმე ადგილას და ჩავყაროთ ცივ წყალში. ერთი კვირის განმავლობაში დილა-საღამოს წყალი ვუცვალოთ. მეშვიდე დღეს წენგო წყლიდან ამოვიღოთ და მოვაყაროთ 3-4მუჭი კირი. კირში გავაჩეროთ ერთ დღეს. შემდეგ წენგო დავყაროთ ცხრილზე ან ფლავსაწურზე და დიდხანს ვრეცხოთ ისე, რომ კირის სუნი არ შერჩეს. კარგად გარეცხილი წენგო ჩავყაროთ თაფლით შეტკბილებულ წყალში და ვხარშოთ 15წუთს. შემდეგ წყალი გადავღვაროთ, კაკალი კი ჩავყაროთ სიროპში, რომელიც უნდა მოდუღდეს 3კგ შაქრისა და 20-25 ჩ/ჭ წყლისაგან. ვხარშოთ სანამ კაკალი მოიხარშება და სიროპი საკმაოდ შესქელდება. ხარშვის დროს შიგ ჩავაგდოთ 1/2 ჩხირი ვანილი ან თხელ პარკში გახვეული მიხაკ-დარიჩინი.

გაცივების შემდეგ ქილებში ჩავაწყოთ ჯერ კაკლები, შემდეგ კი დავასხათ იმდენი სიროპი, რომ მან კაკლები დაფაროს. ქილებს პერგამენტის ქაღალდით მოვუკრათ თავი და შევინახოთ.



0
2862
2-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
2862
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0