x
image
lady.ge
იდეალური ასტროლოგიური შეთავსება - ნაწილი მეორე

imageმამაკაცი ლომი- ქალი ვერძი


(ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი)



ცეცხლის სტიქიის ამ ორ წარმომადგენელს შორის ურთიერთობა, მართალია როგორც წესი ძალიან რომანტიულად მიმდინარეობს, მაგრამ ძნელი სათქმელია რომ გარშემომყოფებისთვის ვერძი ქალის და ლომი მამაკაცის ერთად ყოფნა „უხმაურო და შეუმჩნველი“ დარჩება, ასე რომ თუკი სამეგობროში ზუსტად ამგვარი წყვილი გყავთ მათგან „მოკლე ჩართვებს“ და ემოციურ შტურმებს არაერთგზის უნდა ელოდოთ :))) განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ორივე მათგანის სიამაყე აისბერგივით უტეხია, თუმცა სად გინახავთ ყინული, რომელიც ცეცხლის სტიქიის ორ წარმომადგენელს შორის ურთიერთობისას არ დნება? ცეცხლია ბოლო ბოლო :))) ასე რომ „შტორმის“ მერე „გამოდარებები“ ვერძსა და ლომს შორის იშვიათი ამბავი ნამდვილად არაა. კონფლიქტი ძირითადად იმის გამო იწყება, რომ ლომი როგორც წესი საჭიროდ მიიჩნევს შიგადაშიგ ნოტაციები წაუკითხოს, მისი აზრით „ამ უჭკუო თავქარიან არსებას“ რომელიც ხან ზედმეტ კოსმეტიკას ხმარობს, ხანაც მეტყველებაში გრამატიკულ შეცდომებს უშვებს და ა.შ ვერძი ქალი კი თავის მხრივ გააფთრებამდე მიყავს ლომის სითავხედეს დანაპირები დღის სამი საათის ნაცვლად შუაღემის სამ საათზე დაურეკოს, გააღვიძოს და ბოდიშის მოხდა აზრადაც კი არ მოუვიდეს იმის გამო, მთელი დღე უაზრო მოლოდინში გაატარებინეს! ნუ რას ვიზამთ ლომი მეფეა, მეფეებს კი მოგეხსენებათ თავის მართლება არ სჩვევიათ )))))) თუმცა ეს ურთიერთობის საწყის ეტაპზე.. რაღაც პერიოდის მერე, როგორც წესი ჯიუტი ვერძი ნელ-ნელა მოთვინიერებადი ხდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ იგი შიგადაშიგ მაინც არ შეეცდეება ხოლმე „რევანშის“ აღებას, ოღონდ ეს უკვე მხოლოდ და მხოლოდ „პალაჟენიის დასაყენებლად“ და ამ დროს „დიდი კატა“ ნათლად იგრძნობს, რა გრძნობა ეუფლება გალიაში გამომწყვდეულ ლომს როცა მის წინ მომთვინიერებელს ხედავს )))))))))))) როგორც წესი ლომი ამ დროს ჯერ გაოცდება (რას მიბედავს ეს საცოდავი? ) მერე გაბრაზდება და ბოლოს სერიოზულ გააფთრებამდეც კი მიდის, თუმცა საბოლოო რეზულტატი ისაა, თავისდა გასაკვირად მომთვინიერებელს მაინც ემორჩილება )))) ზუსტად ასე ემართება თავქარიან ვერძ ქალბატონზე შეყვარებულ ლომ მამაკაცს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, დროდადრო მაინც ემორჩილება ჯიუტი ქალბატონის გავლენას ))))) ლომის აზრით ვერძი გულიბრყვილო და მეამიტი ბავშვია, რომელსაც დაცვა და ჭკუის სწავლება სჭირდება, ამიტომ ვერძი ქალის გადამეტებულ კონტაქტურობას, ენერგიულობას და ჩვევას ყველას დაუმეგობრდეს განურჩევლად იმისა ნორმალურად იცნობს თუ არა, ლომი მოთმინებიდან გამოყავს, თავის მხრივ ვერძ ქალს ლომის პრაქტიკულობა და მენტორული ტონი აღიზიანებს, იშვიათი არაა შემთხვევები როცა ლომი სასაცილოდ აიგდებს ხოლმე მის იდეებსა და სამომავლოდ დასახულ გეგმებს (დიდი ამბავი თუ ვერძ ქალს მთვარეზე სასახლის აშენება უნდა, მთავარია მან ეს მოინდომოს და შეუძლებელი არაფერია!) და უბრალოდ „ უიღბლო მეოცნებედ“ მონათლავს. აი ამ დროს „მოკლე ჩართვა“ გარანტირებულია. თუმცა სულ მალე ეს ორი მაინც ერთად იქნება, მათი შერიგება კი ამაღელვებელი და რომანტიული მოვლენების თანხლებით მოხდება. გარშემო შესაძლოა ყველას უკვირდეს, რატომ არიან ისინი ისევ ერთად როცა ასე „ძაღლი და კატასავით“ ერჩიან ერთმანეთს? თუმცა აბა თავად მათ კითხეთ? გარეგნული თავდაჯერებულობისა და სითამამის მიუხედავად, ვერძი ქალი სულის სიღრმეში სუსტი და სათუთია, მხოლოდ ლომი მამაკაცის გვერდით გრძნობს იგი რომ მარტო არასოდეს დატოვებენ „როგორც აუტანელ, გაჯიუტებულ ბავშვს“ და რამდენჯერაც არ უნდა წაიქცეს ცხოვრებაში, ყოველთვის იქნება გვერდით ძლიერი ხელი რომელიც დაიჭერს მას და გზის გაგრძელების ძალას მისცემს. თავის მხრივ ლომი რომელიც როგორც მეფეს შეეფერება გიჯდება ხელქვეითების მფარველობაზე, თავს ამაყად და საჭიროდ სწორედ ამ ქალის გვერდით გრძნობს, რადგან ვერძი ქალის გულწრფელი აღტაცება, რომლითაც იგი ლომი მამაკაცის მიმართ მადლიერების გრძნობას გამოხატავს, ნამდვილად არ ჰგავს იმ ქალების „მორიგე“ ღიმილს რომელთაც იგი მის გაცნობამდე შეხვედრია და მიუხედავად დროდადრო „ბუნტის მცდელობისა“ მხოლოდ ვერძის ნიშნით დაბადებული ქალია ის ერთადერთი გამონაკლისი ვის გვერდითაც, ლომი თავს ნამდვილ მეფედ იგრძნობს.

2
666
4-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
666
  
2012, 1 ნოემბერი, 0:29
კი კი აუცილებლად გავაგრძელებ
2012, 31 ოქტომბერი, 8:08
აღარ გააგგრძელებ ?
0 1 2