x
მეტი
  • 18.07.2019
  • სტატია:92444
  • ვიდეო:341511
  • სურათი:454461
სამების საკათედრო ტაძარი


image
არმგონია ვინმე ქართველობას იჩემებდეს და ეს მშვენიერი ტაძარი არ ენახოს. დარწმუნებული ვარ მის ღირსშესანიშნაობას ყველა ერთხმად აღიარებს. ამ სტატიით შევეცდები უფრო ახლოს გაგაცნოთ იგი.


image



სამება ელიას მთაზე 1995-2004 წლებში აშენდა არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით.

ეს არის არქიტექტურა, რომელიც ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან ჩანს. ამ ტაძრის აშენება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის 1500 წლისთავსა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღნიშვნას მიეძღვნა.




image





1995 წლის 23 ნოემბერს საძირკველში ჩააყოლეს უამრავი სიწმინდე - მდინარე იორდანეს ქვა, გოლგოთისა და თაბორის მთიდან წამოღებული მიწა, ბაგრატიონთა სამეფო ტახტის ნაწილი სვეტიცხოვლიდან . 2004 წლის 23 ნოემბერს კი უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ტაძარი აკურთხა.

ტაძარში მოხვედრა სამი მხრიდანაა შესაძლებელი. ეს არის თანამედროვე ტაძარი როგორც ჯვარგუმბათოვანი, ასევე ცენტრალურ-გუმბათოვანი, რომელიც რვა სვეტზეა გაწეული.



image



ტაძარი ორი- მიწისქვეშა და მიწისზედა ნაწილისგან შედგება და აერთიანებს ცხრა ეკლესიას - მთავარაგგელოზთა, იოანე ნათლისმცემლის, წმინდა ნინოს, ანდრია პირველწოდებულის, ხარების, წმინდა გიორგის, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა მოციქულთა ეკლესიებს.



image



ტაძრის სიმაღლე ნულოვანი ნიშნულიდან ჯვრის ჩათვლით 86, 10 მეტრია. მხოლოდ ჯვარი- 7, 5 მეტრი. ამას ემატება მიწისქვეშა ორი სართული -13, 07მეტრი და 1 მეტრი ფუნდამენტი. ამ მონაცემებით ტაძრის საერთო სიმაღლე 100, 17 მეტრია, სიგანე 67, 68 მეტრი.


სამების საკათედრო ტაძარი თანამედროვე ხუროთმოძღვრული ძეგლია, რომელიც ყველა დიდი ქართული ტაძრის სინთეზს წარმოადგენს.

13
240
25-ს მოსწონს
ავტორი:თეონა ასტამაძე
თეონა ასტამაძე
240
  
2012, 3 ნოემბერი, 11:28
+++++++++++++++
2012, 27 ოქტომბერი, 23:18
+++++++++++++++++++++++++
2012, 26 ოქტომბერი, 17:11
++++++++++++++
2012, 24 ოქტომბერი, 22:35
+++
2012, 24 ოქტომბერი, 19:25
+++++++++++++++++++++++++++++++++++++++++
2012, 24 ოქტომბერი, 19:18
მადლობა ყველააას:**
2012, 24 ოქტომბერი, 19:04
+++++++++++
2012, 24 ოქტომბერი, 19:02
+10000000000000
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10