x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ავი ძაღლი, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ ეკარებოდა გალიიდან 10 წლის ბავშვმა გამოიყვანა.

imageდაიჯერებთ თუ გეტყვით, რომ არსებობს ერთი ბიჭი, რომელსაც არც ერთი ძაღლის არ ეშინია, თამამად ეხება მას, არასდროს არ კბენენ ძაღლები მას რაც არ უნდა ავი და დიდი იყოს და ა.შ. ალბათ წარმოუდგენელია, მაგრამ ასეთი სწორედ რომ 18 წლის გიორგი გუნცაძეა, რომელიც სურამში ცხოვრობს. როგორც მისი მეზობლები ამბობენ, გიორგი ბავშვობიდანვე ძაღლებით არის გატაცებული და ძალიან უყვარს ისინი. ამბობენ სულ ძაღლებით ხელში დადისო.
ამ ფაქტით დავინტერესდით და გიორგის სახლში ვესტუმრეთ. მანამ, სანამ გიორგი სახლში მოვიდოდა, რომელიც საკმაოდ მორიდებული და სიტყვა ძუნწი აღმოჩნდა დედამისს, ქალბატონ ფატის გავესაუბრეთ.
– როდიდან შეამჩნიეთ თქვენს შვილს ძაღლებისადმი სიყვარული?
– ზოგადად ბავშვებს თავიდანვე ეტყობათ ხოლმე ცხოველებისადმი სიყვარული. ჩემს შვილსაც ადრეული ასაკიდანვე შევამჩნიე, რომ ძალიან უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები. სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ვიყავით დასასვენებლად, სადაც ეზოსთან უამრავი ძაღლი იყრიდა ხოლმე თავს. გიორგი სულ ეფერებოდა და ხელში აყვანას ცდილობდა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ მივხვდი, მას ექნებოდა სხვა მეგობრობა დამოკიდებულება ძაღლებთან და ასეც მოხდა. სურამში ვისაც არ უნდა კითხოთ ყველამ იცის როგორ უყვარს გიორგის ძაღლები. მთელი ბავშვობა მათთან ერთად გაატარა. ახლა, როცა გაიზარდა აგარ რჩება ამისთვის, ბევრი დრო. ეხმარება მამას, მუშაობს მთელი დღე. დილით გადის და საღამოს შემოდის სახლში.
– თქვენს შვილზე ამბობენ რაც არ უნდა დიდი და ავი ძაღლი იყოს ხელს რომ შეახებს მაშინვე ჩერდება და კბენის უნარსაც კარგავსო.
– კი ეს ნამდვილად მართალია. რაც არ უნდა ავი ძაღლი იყოს გიორგი ხელს რომ შეახებს ის მაშინვე ჩერდება. ეს რა თქმა უნდა ყველას უკვირს. მეც მიჭირს ამის ახსნა, რატომ შეიძლება ჩემს შვილს არ კბენდნენ ძაღლები. თუმცა როცა ვფიქრობ, მგონია, რომ ეს იმიტომ, რომ ხდება გიორგისგან ძაღლები დიდ სიყვარულსა და მეგობრობას გრძნობენ. ყოველთვის, როცა ქუჩაში დაინახავდა უპატრონო ძაღლებს სახლში მოიყვანდა და აჭმევდა. თავის საჭმელსაც კი ძაღლებს უნაწილებდა. სამწუხაროდ არ არის იმის საშუალება, რომ ბევრი ძაღლი გვყავდეს და მოვუაროთ. ახლაც არ გვყავს ძაღლი, რადგან გზის პირას ვცხოვრობთ და გვაშინია ძაღლი არ გაიტანოს მანქანამ. თუმცა ადრე ყოველთვის გვყავდა. მინდა გითხრათ, რომ გიორგი ძალიან მშრომელი ბავშვია. გარდა იმისა, რომ ძაღლების მოვლა-პატრონობით არის დაკავებული (იცინის) მამამისს სულ მხარში უდგას და ეხმარება.
– სიმართლე გითხრათ ძალიან მიკვირს ასეთი რამ, ავი ძაღლი, რომელიც არასდროს კბენს ბავშვს. რაიმე წერტილი ხომ არ იცის?
– ეს მართლაც რთულად დასაჯერებელი და გასაკვირია, მაგრამ ფაქტია. მანამ, სანამ მივხვდებოდით, რომ არ უკბენდა ძაღლი ძალიან გვეშინოდა და მე და ჩემი მეუღლე სულ ვეჩხუბებოდით არ მიკარებოდა. საინტერესო ისაა, რომ არც კი ეშინოდა ასე პატარა ბავშვს დიდი და ავი ძაღლების. არა ნამდვილად არ იცის არანაირი წერტილი.
– თუ ჰქონია გიორგის ისეთი შემთხვევა ძაღლებთან დაკავშირებით, რითაც გარშემომყოფები განსაკუთრებით გაუოცებია?
– კი ასეთი შემთხვევა იყო. ჩვენს მეზობელს ყავდა ძალიან დიდი და ავი ძაღლი, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ერთ ადგილას ყავდათ დაბმული და მას ვერავინ ეკარებოდა. შემდეგ პატრონმა გადაწყვიტა გაეჩუქებინა, მაგრამ ძაღლს ვერავინ ეკარებოდა და ეზოდანაც ვერ გაყავდათ. მაშინ გიორგი ათი წლის იყო. ძაღლთან შევიდა, ხელი შეახო და გარეთ გამოიყვანა. ამ ფაქტით ყველა გაოცებული დარჩა.
– ხომ არ უფიქრია გიორგის ძაღლებისადმი სიყვარული პროფესიად ან ოფიციალურ საქმედ ექცია?
– მეც და ჩემი მეუღლეც მთელი ცხოვრება ვცდილობდით არაფერი მოგვეკლო ჩვენი შვილებისთვის და შეძლებისდაგვარად ყველაფერი მიგვეცა. რაც შეეხება ძაღლებისადმი ასეთ დამოკიდებულებას და ამ ყველაფრის საქმიანობად გადაქცევას ნამდვილად არ ვიცი გიორგის აზრი ამასთან დაკავშირებით. არასოდეს გვისაუბრია. თუ შეთავაზება იქნება რაიმე ვინმეს მხრიდან მგონია, რომ დათანხმდება.
როცა ხედავს უპატრონო ძაღლებს იჭერენ და კლავენ ძალიან ცუდად ხდება და ნერვიულობს..
– თქვენი დანარჩენი ორი შვილიც ხომ არ გამოირჩევა ძაღლებისადმი ამგვარი დამოკიდებულებით?
– მათაც ძალიან უყვართ ძაღლები, თუმცა გიორგისნაირი უშიშრები არ არიან. პირიქით, მათ ძალიან ეშინიათ ავი ძაღლების.
გიორგი:, , პატარაობიდანვე ძალიან მიყვარს ძაღლები. შეიძლება ითქვას მათთან ვმეგობრობ. სახლშიც ყოველთვის მყავდა ძაღლი, მაგრამ ახლა სამწუხაროდ აღარ მყავს, მაგრამ მალე ისევ მეყოლება. თავიდან ჩემს ამ გადაწყვეტილებას მშობლები უარყოფითად უყურებდნენ და ეშინოდათ არ ეკბინა ჩემთვის, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ საშიში არაფერი იყო. რატომ არასდროს არ მკბენენ ძაღლები ეს არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ისინი მიყვარს და მათთან ვმეგობრობ, ამას კი ძაღლები თავადაც გრზნობენ.”

16
6695
14-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ჟანა გოგინაშვილი
ჟანა გოგინაშვილი
6695
  
2015, 17 ნოემბერი, 15:29
ზალინა კარგი იდეაა
2015, 17 ნოემბერი, 15:29
არ დაუკბენიხარ მაგ ცოფიანებს რომ 80 ნემსი დაერჭოტ შენტვის ტორემ ვნახავდიტ როგორ გეყვარებოდა და არ სეგეშინდებოდაი
2015, 17 ნოემბერი, 15:28
ეს ბავშვი წინა ცხოვერბაშიო ძაღლი იყო უტუოდ, არის ეგეტი რარაცა. ჩემმა შვილმა ერტხელ ტქვა ნეტა სხვა ცხოვერბაში ძაღლი ვიყოო იმდენად უყვარდა, ღმერთმა დაიფაროს ! გული გამისკდა.
არის ის არც ჩვენ არ ვიციტ ტუნდაც აი ეს ბავსვი ამტკიცებს ამას
2013, 16 ივნისი, 18:19
:D
2013, 16 ივნისი, 3:49
გორილაა :))
2013, 23 იანვარი, 16:25
მე 2 წლის ვიყავი ცოფიან ძაღლებს პირში ხელებს რო ვუდებდი, და არც მე მეშინია ძაღლების, 1 დიდი ძაღლი იყო მახსოვს ბავშვობაში წითელი ნაგაზი იყო რაღაცა და ისეთი ავი ყოფილა რომ პატრონსაც ეშინოდა და 3 წლის ვიყავი დედაჩემს გავეპარე და თურმე ამ ძაღლს ვეთამაშებოდი და აბა დაკრიჭე კბილები ჩიჩიები მანახეთქო :DDD
2012, 30 ოქტომბერი, 15:30
+++++++++++++++
2012, 29 ოქტომბერი, 5:18
+++++++++++++++++++++++++++++++
2012, 25 ოქტომბერი, 13:53
კარგი სტატია.. ასეთ ადამიანს უპატრონო ძაღლების თავშესაფარი უნდა დაუფინანსო და თვითონაც ბედნიერი იქნება და იქ მოვლილი მოწესრიგებული ძაღლები მერე გაყიდოს და ხალხიც გაახარონ. თან ეცოდინებათ საიდანაა, როგორაა გაზრდილი და ასე შემდეგ .
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10