x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ბავშვის კვება
image დიდი ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის დღიური კვების რაციონალურად შედგენას, ბავშვისათვის გემრიელი, არაერთფეროვანი საჭმელების შერჩევას და საჭმელების კულინარიულად სწორი ხერხებით მომზადებას. ბავშვი თანდათანობით უნდა შეეჩვიოს დამოუკიდებელ ჭამას.

საჭმელი ბავშვმა საკუთარი სურვილით, და არა ხვეწნა–მუდარით ან დატუქსვის შედეგად უნდა ჭამოს. ჭამის დროს ბავშვის ახლოს არ უნდა იყოს სათამაშოები ან სხვა რაიმე ნივთები, რასაც შეუძლია მისი ყურადღება მიიპყროს. ჭამის დროს ბავშვის განსაკუთრებული გართობა არ არის მიზანშეწონილი. თუ ჭამის დროს ბავშვი სხვა რაიმეთი ერთობა და საჭმელს უყურადღებოდ, თითქმის მექანიკურად ჭამს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კუჭის წვენის გამოყოფა თითქმის არ ხდება, რის შედეგად საჭმელი დიდხანს გადაუმუშავებლად ჩერდება კუჭ–ნაწლავში, მცირდება მისი შეთვისება. ბავშვის უმადოდ ჭამა შეიძლება გამოწვეული იქნეს მისი ავადმყოფობითაც. ამიტომ საჭირო იქნება მისი ექიმთან მიყვანა და მიზეზის გამორკვევა. თუ ბავშვი ჯანსაღი აღმოჩნდება, უმადობის მიზეზი მისი ცუდად ორგანიზებულ კვებაში უნდა ვეძიოთ.

ახალშობილი ბავშვებისათვის, პირველ თვეებში, საუკეთესო საკვებია დედის რძე. დედის რძეს ბავშვი ღებულობს თბილი სახით. ქალის რძე შეიცავს ყველა აუცილებელ ნივთიერებას: წყალს, შაქარს, მინერალურ მარილებს, ცილებს, ცხიმებსა და ვიტამინებს. ქალის რძეში მოიპოვება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც პირველ ხანებში იცავენ ბავშვს სხვადასხვა დაავადებისაგან. დედის რძეს ბავშვი კარგად ინელებს და ამის გამო თვითონაც კარგად ვითარდება.

კალორიების მიხედვით ქალის, ძროხისა და თხის რძე ახლოს არიან ერთმანეთთან. ყველაზე მეტი კალორიის მომცემი არის თხის რძე, ყველაზე დაბლა ამ მხრივ დგას ცხენის რძე.


ბიოლოგიური თვისებებით ქალის რძეს ახასიათებს განსაკუთრებული სპეციფიკური თვისებები. ამიტომ იგი მეტად ძვირფას საკვებს წარმოადგენს ბავშვის ორგანიზმის ზრდა–განვითარებისათვის.

0
1066
3-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
1066
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0