x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
BBC-"ქუთაისში გადასახლებულ საქართველოს პარლამენტს უკან დაბრუნება უნდა"

imagebbc-ის ელექტრონულმა გამოცემამ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა საქართველოს პარლამენტის გახსნაზე და მისი პირველი დღის მუშაობის შედეგებზე.მე მინდა წარმოგიდგინოთ სტატიის რამოდენიმე მონაკვეთი. "მეორე სუნთქვა ქუთაისი?"- პარლამენტის ქუთაისში გადამტანის მომხრეები დარწმუნებულები არიან, ქუთაისში გაიზრდება სამუშაო ადგილები და ერთ დროს სამრეწველო დედაქალაქი მეორედ დაიბადება.
გარდა ამისა, შესაბამისად პარლამენტის გადატანის ერთ-ერთი ინიციატორი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ის დაეხმარება თბილისს განტვირთვაში, სადაც ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან აწყდება.
"პირადად მე ვერ ვხედავ ქუთაისის და შესაბამისად რეგიონის განვითარების სხვა შანსს- განაცხადა ინტერვიუში ბობოხიძემ BBC-თან - მე ვერ ვხედავ რაიმე სხვა გზას, რომ შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობამ თბილისში გადაბარგება. დღეს - ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ როგორღაც შექმნან საცხოვრებელი პირობები და იბრძოლონ არსებობისთვის - ეს არის, სამწუხაროდ, მხოლოდ თბილისი. "



"თბილისში დაბრუნება?"ნინო ჭიკავა თითქმის 20 წელია მუშაობს პარლამენტის აპარატში. მას, ისევე როგორც ბევრ სხვა პარლამენტის წევრს, აქვს ნაქირავები ბინა ქუთაისში და ცხოვრობენ მათი ოჯახების წევრებისგან მოშორებით, ორშაბათიდან პარასკევამდე.

ოთახში, სადაც პერსონალის წევრები ცხოვრობენ, არ იხსნება ფანჯრები და კონდიცირების სისტემა არის სუსტი.

"ჩემს გარდა, პარლამენტს კიდევ 600 თანამშრომელი ჰყავს და ჩვენ ყველა ნაქირავებ ბინაში რამდენიმე ადამიანი ერთად ვცხოვრობთ. მაგალითად, ოთხი ოროთახიან ბინაში ვართ", - განაცხადა ნინომ.

დღეს, როგორც ბევრი, ნინო იმ იმედით არის, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული "ქართული ოცნება" პარლამენტში განიხილავს საკანონმდებლო ორგანოს დედაქალაქში დაბრუნდების საკითხს.

"ქართული ოცნების" ლიდერმა პარლამენტის პირველ სხდომაზე აღნიშნა, რომ დაბრუნების საკითხი, "დარჩება დღის წესრიგში."

"ჩვენ შევხედავთ, როგორ უფრო ეფექტური იქნება, - განაცხადა ივანიშვილმა. - რა თქმა უნდა, ეს არ არის გამოსავალი ქუთაისისთვის, ეს ვერ მისცემს მას დიდ სარგებელს. მხოლოდ პარლამენტის თანამშრომლების შენარჩუნება გამოსავალი არ არის . ჩვენ გარწმუნებთ, ქუთაისი ნამდვილად აღორძინდება და აღიდგენს იმ ისტორიულ ფუნქციას, რომელიც უწინ ჰქონდა ".

თუმცა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მიმიმუმ უახლოეს თვეებში, პარლამენტი იმუშავებს ქუთაისში.image


" ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, თუმცა მე თანახმა ვარ, რომ პარლამენტი მუშაობდეს თბილისშიდაც და ქუთაისშიც, " - განაცხადა მან.

0
35
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0