x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მთელ-მთელი ატმის მურაბა
image

მასალად საჭიროა:

ატამი - 4კგ

შაქარი - 5კგ


წყალი - 12ჩ/ჭ

4კგ მწიფე, მაგრამ გადაუმწიფებელი ატამი გავფცქვნათ. ხის ჩხირით ჩავჩხვლიტოთ და ჩავყაროთ ძალიან ცივ წყალში. რამდენიმე საათის შემდეგ ატმები ჩავყაროთ წინასწარ მოდუღებულ და გაცივებულ სიროპში, შევდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 15-20 წუთს. შემდეგ ქაფქირით ამოვიღოთ ატმები და ჩავაწყოთ ფაიფურის ჯამში, სიროპი კი ვადუღოთ კიდევ 20-25 წუთს. მოვხადოთ ქაფი, გავაცივოთ და ატამს ზედ დავასხათ. მეორე დღეს გავიმეოროთ იგივე, ხოლო მესამე დღეს კი ატამი მოვხარშოთ სიროპთან ერთად.

ამ წესით მოხარშული ატამი და მისი სიროპი გამჭვირვალე უნდ აიყოს. ატამი შეიძლება მოვხარშოთ კანგაუცლელადაც.



0
452
1-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0