x
image
სესილი
ატმის მურაბა
image

მასალად საჭიროა:

ატამი - 6კგ

შაქარი - 5კგ


წყალი - 5ჩ/ჭ

ავიღოთ ატამი, არასრულად დამწიფებული, გავფცქვნათ და დავჭრათ ფართე ნაჭრებად. დავასხათ ყინულიანი წყალი და რამდნიმე საათს შიგ ჩავტოვოთ. ცივი წყლიდან ამოღებული ატმები ჩავყაროთ შაქრის ცივ სიროპში, რომელიც მოდუღებული იქნება ატმის თანაბარი წონის შაქრით. შევდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 20წუთს. შემდეგ ატმები ამოვიღოთ ნაჩვრეტებიანი კოვზით, სიროპის დუღება კი კვლავ განვაგრძოთ. 15წუთი ვადუღოთ. შემდეგ სიროპი გავაცივოთ, დავასხათ ატამს და ასე დავტოვოთ მეორე დღემდე. მეორე დღეს ისევ შევდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ სანამ ატამიც და სიროპიც გამჭვირვალე არ გახდება.

0
1846
2-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
1846
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0