x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
სად შევიძინოთ ყველაზე იაფად პროდუქტი?

imageთბილისის სუპერმარკეტების შესახებ კვლევა ჩაატარა ილიაუნის ბიზნეს რევიუმ. კვლევა მიზნად ისახავდა თბილისში მოქმედ სუპერმარკეტებში სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დადგენას და შედარებით ანალიზს. გამოვლინდა ყველაზე დაბალი და ყველაზე მაღალი ფასების მქონე სუპერმარკეტები
გამოკვლეულ იქნა, თბილისში მოქმედი სუპერმარკეტები ( პოპული, იოლი გასტრონომია, გუდვილი, სმარტი, Express-Group, ზემელი და ბიგ-ბენი ) სამომხმარებლო კალათაში შემავალი 20 დასახელების პროდუქტის მიხედვით (შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა, პური, ზეთი, რძე, ნატურალური წვენი, ყავა, მინერალური წყალი, შამპანური, ღვინო, სიგარეტი, ჩაი, გაზიანი გამაგრილებელი სასმელი, ლუდი, კვერცხი, კიტრის მწნილი, პურის ფქვილი, კარაქი, მარილი).
კვლევის ობიექტად შერჩეულ იქნა თბილისში ოპერირებადი 7 სუპერმარკეტი, რომლებიც მეტ-ნაკლებად გამოირჩევიან მომხმარებელთა დიდი რაოდებით (პოპული, იოლი გასტრონომია, გუდვილი, სმარტი, Express-Group, ზემელი და ბიგ-ბენი ).
სუპერმარკეტების კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მომხმარებელს აღნიშნულ პროდუქციაზე, ყველაზე დაბალ ფასს „პოპული" სთავაზობს, მას მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება „გუდვილი".
ხოლო ყველაზე მაღალ მარჟაზე მომუშავე სუპერმარკეტად კვლავ „ზემელი" რჩება.
საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახს პროდუქცია, ძვირიან სუპერმარკეტში 35 %-ით უძვირდება. ხოლო, თუ გავითვალისიწინებთ იმ ფაქტს, რომ მომხმარებელი საშუალოდ 60 დასახელების პროდუქტს მოიხმარს თვის განმავლობაში, ეს სხვაობა უკვე 100%-ს აჭარბებს.

4
971
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანუკა_N
ნანუკა_N
971
  
2012, 1 ნოემბერი, 13:23
carrefour- არის ეგ. ეგ მართლა ძალიან კარგი რაღაცაა მაგრამ ჩემგან შორია და სულ მეზარება
2012, 1 ნოემბერი, 1:56
ყველაზე იაფია მცხეთისკენ რომ არაბებმა ააშენეს რარაც კომპლექსი..ფოლქსვაგენის ცენტრს და ახალ ნათებას რომ გასცდები .. იმენა ევროპაა რა.. რედბულის ასარები ფასი 3 ლარია და ეგენი 2.50 ში ყიდიან :DDD
2012, 1 ნოემბერი, 1:42
შეიძლება რაღაც პროდუქტები სხვა ქსელებში პოპულზე იაფია. მაგრამ მთლიანობაში რომ შეჯამდა მონაცემები, ყველაზე იაფი პოპული გამოვია
2012, 31 ოქტომბერი, 11:47
მემგონი პოპულზე იაფი სმარტია, თან ყოველ დღე ამოსაყიდი საქონელი ფასდაკლებაზე გამოაქვთ, რომლებსაც 1 კვირაში გაზდის ვადა. იმ დღეს მაგალითად ჩიფსები მოვიმარაგე 1.20ლარად დიდი შეკვრა. ხო კიდევ საოჯახო ქიმიაზეც ძალიან კარგი ფასებია, ადრე მეც პოპულში დავდიოდი, რუსთაველზე და თავისუფლებაზე მეტი სუფერკარკეტი არ იყო. მოკლედ არ ვიცი, რაღაც მომენტში გააჩნია რა მომხმარებელი შედის და რა პროდუქტისთვის, "ტოჩკები" უნდა იცოდე
0 1 4