x
მეტი
  • 22.03.2019
  • სტატია:87688
  • ვიდეო:337952
  • სურათი:449103
გჯერათ პარალელური სამყაროს არსებობის?

imageძნელია, გჯეროდეს იმის, რაც არასდროს არ გინახავს.არც ჯოჯოხეთში ვყოფილვართ აქამდე ღვთის შეწევნით და არც სამოთხე გვინახავს, როგორია.არსებობს მხოლოდ მითები, ნაწერები, გადმოცემები...ძნელია, იყო ამ ყველაფერში იმდენად დარწმუნებული, რომ ეჭვი არაფერში შეგეპაროს.არასდროს არ მიფიქრია, რომ მიწისქვეშ ჯოჯოხეთია განლაგებული, იქ მკვდრებს აწვალებენ აქ ჩადენილი ცოდვებისთვის.ვინც ეკლესიაში ყოფნის დროს ლაპარაკობს, ყურებში ჯაჭვებს უყრიან და ისე კიდებენ ჰაერში, მარხვის არშემნახველებს კი მატლებს აჭმევენ დღედაღამ.რატომღაც ზოგ მღვდელს ახასიათებს ასეთი სისულელეებით ადამიანების თავების გამოტენვა და ეს მათ გაუნათლებლობაზე მეტყველებს, ასე მგონია.აჯობებდა, რეალურად ემსჯელათ და ხალხისთვის სწორი გზა ეჩვენებინათ.


ღმერთისაც მწამს და გარდაცვალების მერე სიცოცხლის არსებობისაც, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს, რამდენჯერაც ოთხშაბათს და პარასკევს მარხვა არ შეგინახავს, იმდენჯერ მატლებს შეგაჭმევენო.


ვერ ვხვდები, სად და როგორ მოგვიწევს პასუხის გება ცოდვებზე, მაგრამ რომ მოგვიწევს, ეჭვიც არ მეპარება.ზოგჯერ მეცნიერების ერთ ნაწილს, რომელიც პარალელური სამყაროს არსებობას ამტკიცებს, ვეთანხმები და ვფიქრობ, სიკვდილის შემდეგ ალბათ იქ მოგვიწევს გადანაცვლება.ალბათ მართლა არსებობს ჯერ ჩვენთვის ამოუცნობი ეს ზონა...

12
292
9-ს მოსწონს
ავტორი:მაიაცხვედიაშვილი
მაიაცხვედიაშვილი
Mediator image
Mediator image
292
  
2013, 23 სექტემბერი, 20:39
ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით შუა საუკუნეებში დაწერილ წინასწარმეტყველებებზე ვერეფერს,მე არ მჯერავს არ მინახავს და იმიტომ,თანაც ხომ იცი ადამიანების ხარბობამ და სპეკულირებამ რა დონეს შეიძლება მიაღწიოს. შენ გაინტერესებს ეს თემა?ძოგადად ვიძახი,აი მე მოგყიდი.
2013, 23 სექტემბერი, 20:31
გეთანხმები იმაში, რომ ძალიან რთულ თემებამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი. სასწაულებში საღვთო სასწაულები ვიგულისხმე და კიდევ ის, რომ საუკუნეების წინ დაწერილ წინასწარმეტყველების დღევანდელობა. ამას დამთხვევას ვერ დავარქმევ.
2013, 23 სექტემბერი, 20:24
ანუ სასწაულები არ არსებობს როგორც რაიმე ანომალია,გააჩნია უბრალოდ მოვლენებს ვინ როგორ აღვიქვამთ
2013, 23 სექტემბერი, 20:22
რაც უფრო მეტი ადამიანი გაჩნდება დედამიწაზე მით უფრო მეტი სასწაულის მოწმე გავხდებით,იმიტომ რომ იზრდება შანსი სულ უფრო მეტი დამთხვევის.არ დაგავიწყდეს,უნიკალური რამ ძალიან ცოტაა,სხვა ყველაფრის განმეორება ანუ დამთხვევა კი ყოველთვის არის შესაზლებელი.ეს საუბარი ძალიან რთულ თემებანდე მიგვიყვანს ჩემო კარგო,ეგრე არ არის?
2013, 23 სექტემბერი, 20:08
მაშინ ამდენი სასწაული რას მივაწეროთ, თუ ამ სამყაროს იქით სხვა სამყარო არ არსებობს?
2013, 23 სექტემბერი, 20:05
სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივადაა მოწყობილი,იბადები, იზრდები, ჭამ,მრავლდები,ბრძოლობ გადარჩენისათვის, და კვდები ბოლოს.დანარჩენი ყველაფერი ცივილიზაციის დანამატებია,გონება აზროვნება გნვითარება პროგრესი დაგეგმვა მომავლის და ა.შ.
2013, 23 სექტემბერი, 12:59
მაგ მოსაზრებაში ვერ დაგეთანხმები, რადგან იმდენად მცირე მოაზროვნეა ადამიანის გონება, რაც არსებობს სინამდვილეში, მის არსს ვერასოდეს ჩასწვდება.
2012, 19 ოქტომბერი, 19:41
და ვერც ვერესოდეს გავიგებთ,იმიტომ რომ არც არაფერი არ არსებობს ამ წუთისოფელის მეტი
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10