x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508565
სუნამოები ორიგინალურ ფლაკონებში

თანდათან მოახლოვდა ზამთრის ცივი სეზონი, თუმცა შეგიძლიათ ჯერ-ჯერობით გადადოთ Fendi და Celine-ის ფერადი ბეწვის ქურქების შეძენა, სამაგიეროდ თამამად იზრუნოთ ახალი სუნამოს შეძენაზე ორიგინალურ და ფერად ფლაკონში.

სუნამოს Especially Escada-ს ახალი ვერსია Especially Escada
Delicate Notes გპირდებათ ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში, თუმცა გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან მსუბუქი ტუალეტის წყალი ვარდის ნოტებითაა გაჟღენთილი და მხიარული თავაშვებულობისკენ გიბიძგებთ.

image


Dot Marc Jacobs: წითელი კენკრა, ჟასმინი, ფორთოხლის ყვავილი და ქოქოსის ნოტები გასაოცარ კოპლებიან ფლაკონშია მოთავსებული

image



Elie Saab Le Parfum ოქროსფერ ფლაკონში გამოაწყვეს. სუნამო გაჟღენთილია ფორთოხლის, თაფლოვანი ვარდის და გარდენიის ყვავილების არომატით

image

Harrods Oud Patchouli от Bond No. 9 მიეძღვნა ლონდონის ცნობილ უნივერმაღს, სადაც შეგიძლიათ კიდეც მისი შეძენა.
image



ლურჯი ამფორის ფორმის ფლაკონი Nuit Etoilee Annick Goutal-სგან ვარსკვლავებიან ცას ეძღვნება. სუნამო პიტნის, ლიმონის, წიწვოვანი ხეების ნოტების ნარევს წარმოადგენს

image

სუნამო Mad Madame წითელი ფერის ფლაკონში Juliette Has a Gun-სგან, როგორც ჩანს ჯულიეტა გაიზარდა და თავნება ქალბატონად გადაიქცა. ვარდის, ხის და შავი მოცხარის ნოტების ნარევი ახალ სუნამოშია შერწყმული.


image



Idylle Duet Rose Patchouli შეზღუდული რაოდენობით გამოსული ახალი სუნამო Guerlain-სგან: ტყის ყაყაჩო, შროშანი და ჟასმინის ნოტებით გაჟღენთილი არომატი მოთავსებულია წვეთის ფორმის ვარდისფერი ოქროსგან დამზადებულ ფლაკონში.


image


კრისტინა აგილერას სუნამოს Red Sin ფლაკონი გაფორმებულია წითელი ფერის მაქმანით.

image

Boss Nuit Pour Femme: მწიფე ატამი, ჟასმინი, თეთრი ყვავილები და იის ნოტები ქმნის იდეალურ კომპოზიციას საღამოს წვეულებებისთვის.

image


Shalimar Ode de la Vanille Sur la Route de Madagascar ახალ საკოლექციო გამოშვებაში Guerlain-სგან, მასში უფრო კონცენტრაციით არის ვანილი


image

2
354
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
354
  
2012, 31 ოქტომბერი, 10:59
+++++++++++++++++++++++++++++++++++
0 1 2